საზოგადოება გიორგი სავანელის კინოკომპანიამ ბიუჯეტიდან 77 000 ლარი მიიღო - „რეგიონებში დადიოდა და მერებს ეხვეწებოდა ჩამირიცხეთო“ 2023, 31 ოქტომბერი, 9:36 ![]() ამ განცხადებების პარალელურად მას უარი არ უთქვამს ბიუჯეტიდან მიიღოს როგორც ხელფასი, ისე საბიუჯეტო დაკვეთები. გასულ წლებში ის რეგიონებში დადიოდა და რაიონ-რაიონ, მუნიციპალიტეტების მერებს ეხვეწებოდა, „ფული ჩამირიცხეთ და თქვენი მუნიციპალიტეტის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადავიღებო“. . როგორც ირკვევა, გიორგი სავანელმა 39 მუნიციპალიტეტი დაითანხმა ამ წინადადებაზე და მას საბოლოო ჯამში მერიებიდან 77 000 ლარი ჩაურიცხეს. მისმა კინოკომპანიამ შპს შემოქმედებითი გაერთიანება კადრი XXI მოამზადა ფილმები სახელწოდებით, „არის ასეთი ქვეყანა“. ამ ფილმებში წამყვანად თავად გიორგი სავანელი გვევლინება. ფილმებში მითითებულია, რომ მუნიციპალიტეტის მერიის გარდა მასალის მომზადებაში მათ ტურიზმის ეროვნული სააგენტოც დაეხმარათ. , ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეკვეთა და შესაბამისი თანხა სავანელის კომპანიამ უკვე მიიღო ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში ღიად იძებნება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე დევს ეს მონაცემებიც და თითოეულ მუნიციპალიტეტთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებებიცაა ატვირთული. იქვე ჩანს, რომ თითოეულ ფილმში მათ 2 000 ლარი მიიღეს. . ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() . 67 შეფასება არ არის
|