x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"ქმარი თმას იჭრიდა, უკნიდან მოესმა: საწყალი ამისი ქმარიო, წინსაფარი მოიგლიჯა, მოვიდა და მეჩხუბა" - მადონა კოიძე
image

.

ტელეტამწყვანი, მადონა კოიძე სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც მის მეუღლეს სალონში გადახდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია პოსტივიზე სტუმრობისას, გადაცემა "დღის პოსტის" ეთერში ისაუბრა.

.

"იყო შემთხვევა, როდესაც ჩემი მეუღლე სალონში თმას იჭრიდა. უკან კიდევ ერთი კაცი ისწორებდა თმას. ამ დროს, მე ტელევიზორიდან ვქადაგებდი. ამ კაცმა თქვა, საწყალი ამის ქმარიო. ჩემმა ქმარმა მოიგლიჯა წინსაფარი, აღარ გააგრძელო, ჩემი ცოლიაო. მოვიდა სახლში და მეჩხუბა, თმის შეჭრის საშუალებაც არ მაქვსო.


.

ჩემი შვილები მალავენ, რომ ჩემი შვილები არიან. იმიტომ არა, რომ რცხვენიათ... პირიქით, ჩემით ამაყობენ. იმიტომ, რომ 31 წლის ბიჭი მყავს და არ მყავს რძალი... ვეუბნები, მომიყვანე... ვინც გაიგო შენი შვილი ვარო... კაი რა, დედაო...“" - ამბობს მადონა კოიძე.


.

* * *

.

ერთი ქმარი, ორი ქმარი, სამი ქმარი.. სირცხვილია, რა მომბეზრდა.... - ია ფარულავა

image

.

პოპულარული ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა გადაცემა „სხვა ნანუკა“-ს სტუმრობს. როგორც ჩანს, მაყურებელს გულახდილი და ძალზე საინტერესო ინტერვიუ ელის. როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, ია ფარულავამ მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი და საინტერესო მომენტების შესახებ გულწრფელად ისაუბრებს.

.

ნანუკა ჟორჟოლიანის საავტორო გადაცემა მთავარი არხის ეთერში ჯერ არ გასულა, ინტერვიუს სრულ ვერსიას მაყურებელი 25 ოქტომბერს, საღამოს 22 საათზე იხილავს. მანამდე კი ეთერში მხოლოდ გადაცემის მოკლე ანონსი ტრიალებს, სადაც ია ფარულავას ინტერვიუდან რამდენიმე წინადადებაა გაჟღერებული.


„მიდიოდნენ ისე, რომ მიჰქონდათ ჩემი სულის ნაწილი.. მართლა მიყვარდა.. თუ ხარ კუდიანი ქალი, შენ უკვე აუცილებლად იცი, როგორ უმკურნალო საკუთარ სულსა და გულს.


ერთი ქმარი, ორი ქმარი, სამი ქმარი.. სირცხვილია, რა მომბეზრდა.... გავეთიშები ხოლმე ყველას და ყველაფერს, ვწევარ ლოგინში და ძირითადად ვკოტრიალობ ხოლმე... “, - ამბობს ია ფარულავა.

.

image

* * *

.

სოფელ გამარჯვების სკოლამ დირექტორი ვერ აირჩია - სამეურვეო საბჭოს სამმა წევრმა მოქმედ დირექტორს მხარი არ დაუჭირა


image

.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში განათლების სამინიტროს მიერ წარდგენილი სკოლის დირექტორობის კანდიდატი არ აირჩიეს. სამეურვეო საბჭომ მოქმედ დირექტორს, ნინო სულიაშვილს, რომელიც ხელახლა იყო წარდგენილი, დირექტორად არჩევაზე უარი უთხრა. არჩევნები 17 ოქტომბერს გაიმართა.

.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ქეთი ბიკაშვილი ადასტურებს, რომ საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობამ ერთადერთ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა.

.

” საბჭოში სულ 8 წევრია. ორი არ მონაწილეობდა საპატიო მიზეზით. სხდომაზე დამსწრე სამმა წევრმა, კანდიდატს მხარი არ დაუჭირა, სამი კი დაეთანხმა. როცა ხმები თანაბრად ნაწილდება, კანდიდატი არჩეულად არ ითვლება, საჭიროა ხმათა უბრალო უმრავლესობა. მე ვერაფერს ვუკავშირებ, ვერ გეტყვით, რატომ მოხდა ასე”- განაცხადა ბიკაშვილმა.

.

imageთავად დირექტორობის კანდიდატი, ნინო სულიაშვილი მიმდინარე პროცესს, სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთ წევრს უკავშირებს და ამბობს, რომ ის განაწყენდა.

”ერთ-ერთი წევრი ითხოვდა ჩემგან რაც არ არის დასაშვები და ამიტომ განაწყენდა. მან შეძლო გავლენა მოეხდინა ორ მშობელზე და ასე მოხდა. მე ამ წევრის ვინაობას ვერ დაგისახელებთ. ახლა შესაძლებელია მე შევასრულო მოვალეობა ახალ შერჩევამდე, ან მინისტრმა გამოიყენოს საკუთარი დისკრეცია. ჩვენი სკოლა პირველია მუნიციპალიტეტში, რომელიც ავტორიზაციას გადის, ერთი გასაუბრებაღა გვაქვს დარჩენილი, გაცხადებული ლიდერები ვართ, დანარჩენებს ჩვენ ვუზიარებთ გამოცდილებას. ვნახოთ, რა მოხდება”- განაცხადა სულიაშვილმა.

.

სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში, სხვა პედაგოგიც მონაწილეობდა. ამავე სკოლის პედაგოგმა მაია პოპიაშვილმა გამოცდები გადალახა და სერთიფიკატი მიიღო, თუმცა სამინისტრომ მაინც არ წარადგინა.

ნინო სულიაშვილი, გამარჯვების საჯარო სკოლას 6 წელია ხელმძღვანელობს. მისი დირექტორობის პერიოდს ემთხვევა სკოლის ავტორიზაცია, რომელიც უკვე დაწყებულია.

.

შეგახსენებთ, 2014 წელს სამეურვეო საბჭომ სამინისტროს მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა სოფელ სამრეკლოს სკოლაშიც, თუმცა სამინისტრომ ჩაჭრილი კანდიდატი ნანა ჭიღიტაშვილი რამდენიმე დღეში სკოლაში მაინც შეიყვანა და დირექტორად დანიშნა.

.

დისკრეციული უფლებით ნინო სულიაშვილის დირექტორად დანიშვნა სამინისტროს ახლაც შეუძლია.

.

დირექტორის არჩევნები დედოფლისწყაროს რვა სკოლაში მიმდინარეობდა. 7 სკოლაში პროცესი კანდიდატის სრული მხარდაჭერით დასრულდა.

0
468
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
468
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0