საზოგადოება "მთელს ბათუმში ცნობილი არაკაცი პოლიციელების მიერ დაჩაგრულ კაცად გამოგყავთ "-ნინო ფოჩხუა 2023, 22 ოქტომბერი, 17:12 ექსპერტი ნინო ფოჩხუა, "მთავარ არხზე" გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც აჭარის პოლიციის თანამშრომლებს ძალადობაში სდებენ ბრალს კახა გურგენაძის ოჯახი და წერს: ყოჩაღ მეგობრებო!
როგორც ყოველთვის „სიმართლეს“ ეუბნებით მაყურებელს
მოვიკითხე და გავიგე, არაფერი იმალება, მთელს ბათუმში ცნობილი არაკაცი პოლიციელების მიერ დაჩაგრულ კაცად გამოგყავთ და ამით ვითომ ჩვენი პოლიციელების დისკრედიტაციას ცდილობთ.
აჭარაში ყველამ კარგად იცის რას წარმოადგენს კახა გურგენაძე!
ნაციხარი ნაძირალა, რომელსაც სამართალდამცავი უწყებები აუცილებლად მიუჩენენ ადგილს იქ სადაც მისნაირები არიან!"
ამავე სიუჟეტს ეხმაურება გადამდგარი პოლკოვნიკი და სამხედრო ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი:
"სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ამ ე.წ. კრიტიკულ მედიასაშუალებებს ყოველდღიურად თუ არა ყოველკვირეულად გეგმა აქვთ შესასრულებელი, ნებისმიერი ფასად მოამზადონ მინიმუმ ერთი სიუჟეტი, სადაც სამართალდამცველები, ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, წარმოჩინდებიან "მოძალადეებად" „ჩამდებებად“ და ა.შ. ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ვიხილეთ, „მთავარი არხის“ ეთერში გასული სიუჟეტით, სადაც აჭარის პოლიციის ხელმძღვანელი და მისი თანამშრომლები ძალადობაში დაადანაშაულეს ვინმე კახა გურგენაძის ოჯახის წევრებმა, დედამ და მეუღლემ. თავად კახა გურგენაძე რატომღაც სიუჟეტში ვერ ვიხილეთ...
თუმცა როგორც ირკვევა, ის არაერთი დანაშაულისთვის არის სხვადასხვა დროს პასუხისგებაში მიცემული და კვლავ განაგრძობს მსგავს ქმედებებს.
ამ ე.წ. მედიასაშუალებებს მინდა ვურჩიო, ვინმეს რომ შეარჩევთ სამართალდამცველების „გასაშავებლად“, ზრდილობის გულისთვის მაინც ჰკითხეთ, ხოლმე თავად ხომ არ არის „ქუჩური გარჩევების“ ორგანიზატორი ან ნასამართლევი, თავად ხომ არ ემუქრება მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობით? რისთვის დაიბარეს პოლიციაში, სადაც ვითომ მასზე „იძალადეს“?... აი ეს კითხვები რომ დაგესვათ რეპორტაჟის „დაჩაგრული“ „ გმირის“ დამცველი ოჯახის წევრებისთვის, თუ გულწრფელად გიპასუხებდნენ - დადებით პასუხებს მიიღებდით, მაგრამ თქვენ ხომ „გეგმა“ გქონდათ შესასრულებელი - პოლიციელების გაშავების „გეგმა“."
200 2-ს მოსწონს
|