საზოგადოება სოფელ გამარჯვების სკოლამ დირექტორი ვერ აირჩია - სამეურვეო საბჭოს სამმა წევრმა მოქმედ დირექტორს მხარი არ დაუჭირა 2023, 18 ოქტომბერი, 19:53
.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში განათლების სამინიტროს მიერ წარდგენილი სკოლის დირექტორობის კანდიდატი არ აირჩიეს. სამეურვეო საბჭომ მოქმედ დირექტორს, ნინო სულიაშვილს, რომელიც ხელახლა იყო წარდგენილი, დირექტორად არჩევაზე უარი უთხრა. არჩევნები 17 ოქტომბერს გაიმართა.
.
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ქეთი ბიკაშვილი ადასტურებს, რომ საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობამ ერთადერთ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა. . ” საბჭოში სულ 8 წევრია. ორი არ მონაწილეობდა საპატიო მიზეზით. სხდომაზე დამსწრე სამმა წევრმა, კანდიდატს მხარი არ დაუჭირა, სამი კი დაეთანხმა. როცა ხმები თანაბრად ნაწილდება, კანდიდატი არჩეულად არ ითვლება, საჭიროა ხმათა უბრალო უმრავლესობა. მე ვერაფერს ვუკავშირებ, ვერ გეტყვით, რატომ მოხდა ასე”- განაცხადა ბიკაშვილმა. . თავად დირექტორობის კანდიდატი, ნინო სულიაშვილი მიმდინარე პროცესს, სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთ წევრს უკავშირებს და ამბობს, რომ ის განაწყენდა. ”ერთ-ერთი წევრი ითხოვდა ჩემგან რაც არ არის დასაშვები და ამიტომ განაწყენდა. მან შეძლო გავლენა მოეხდინა ორ მშობელზე და ასე მოხდა. მე ამ წევრის ვინაობას ვერ დაგისახელებთ. ახლა შესაძლებელია მე შევასრულო მოვალეობა ახალ შერჩევამდე, ან მინისტრმა გამოიყენოს საკუთარი დისკრეცია. ჩვენი სკოლა პირველია მუნიციპალიტეტში, რომელიც ავტორიზაციას გადის, ერთი გასაუბრებაღა გვაქვს დარჩენილი, გაცხადებული ლიდერები ვართ, დანარჩენებს ჩვენ ვუზიარებთ გამოცდილებას. ვნახოთ, რა მოხდება”- განაცხადა სულიაშვილმა. . სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში, სხვა პედაგოგიც მონაწილეობდა. ამავე სკოლის პედაგოგმა მაია პოპიაშვილმა გამოცდები გადალახა და სერთიფიკატი მიიღო, თუმცა სამინისტრომ მაინც არ წარადგინა. ნინო სულიაშვილი, გამარჯვების საჯარო სკოლას 6 წელია ხელმძღვანელობს. მისი დირექტორობის პერიოდს ემთხვევა სკოლის ავტორიზაცია, რომელიც უკვე დაწყებულია. . შეგახსენებთ, 2014 წელს სამეურვეო საბჭომ სამინისტროს მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა სოფელ სამრეკლოს სკოლაშიც, თუმცა სამინისტრომ ჩაჭრილი კანდიდატი ნანა ჭიღიტაშვილი რამდენიმე დღეში სკოლაში მაინც შეიყვანა და დირექტორად დანიშნა. . დისკრეციული უფლებით ნინო სულიაშვილის დირექტორად დანიშვნა სამინისტორ ახლაც შეუძლია. თუმცა, მას რამდენიმე თვეში საპენსიო ასაკი შეუსრულდება, რის გამოც მას საკუთარი სურვილით მოუწევს გადადგომა. რამდენიმე თვის წინ გაზეთ შირაქისთვის მიცემულ ინტერვიუში სულიაშვილი ამბობდა, რომ დირექტორობის ახალ ვადას ბოლომდე ვერ მიიყვანს და საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე თანამდებობის დატოვებას გეგმავს. . დირექტორის არჩევნები დედოფლისწყაროს რვა სკოლაში მიმდინარეობდა. 7 სკოლაში პროცესი კანდიდატის სრული მხარდაჭერით დასრულდა. 121 შეფასება არ არის |
ილია,უნდა ადგეთ და ასეთი თემები უნდა მოიკვლიოთ,მერე მიაწოდოთ საზოგადოებას. სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ან სამადაშვილის ფრთიან აზრები კი არა,ეს არის ნამდვილი საქმე. ამ ქვეყანას ეშველება მაშინი,როცა სკოლებიდან და ბაღებიდან გამოიყვან პოლიტიკას და ის არ იქნება საარჩევნო შტაბის გაგრძლება. შეუძლებელია ამ დაწესებულებამ ნორმალური ახალგაზრდა აღზარდოს,ის აღზრდის სოციალისტურ შრომის გმირებს და მონებს,რადგან ბავშვის თავისუფალ აზრს ჩაახშობენ და ის თამამად ვერ ისაუბრებს სხვადასხვა საკითხზე. როცა მასწავლებელი ქოცი კოორდინატორია,მაშინ ბავშვი თავის აზრს დაბლოკავს იმის შიშით,მის მშობლებს პრობლემა არ შეექმნას მის გამო. ასე გააკეთებს ერთხელ,ორჯერ და მესამედ უკვე ვეღარ იზავს ამას,რადგან კომფლექსები ექნება და მივიღებთ ადვილად სამართავ არსებას და მონას.