x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"სანამ მიწისგან არ აღიგვება "ჰამასივით" კეზერა-სააკაშვილის შექმნილი ბარიერები..." - ჩერგოლეიშვილი
image

.

"სანამ არ დაინგრევა ის კედლები, რაც ოპოზიციურ პარტიებს შორის თავისუფალ კონკურენციას აფერხებს - ანუ სანამ მიწისგან არ აღიგვება "ჰამასივით" სააკაშვილის და კეზერაშვილის შექმნილი ხელოვნური ბარიერები, რაც ოპოზიციური პარტიების განვითარებას აფერხებს და განუვითარებლობას ახალისებს, ხარისხს აგდებს და პოლიტიკას შინაარსისგან, ჭკუისგან, ღირსებისგან და პატიოსნებისგან ცლის, მანამდე ჭაობში ვიქნებით.


ვინც ამ კედლებს არ ანგრევს, ის ამ ქვეყნის თავისუფლების ფარჩაკი მტერია.



შეგახსენეთ მაინც წმინდა მისიის შესახებ" - ამის შესახებ "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


************************************************

"ტა­ბუ­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბას ეხმაურება:


"ვინც მიხეილ სააკაშვილის კაბინეტს ხედავთ და ფიქრობთ, რომ ეს არანორმალურია, გაითვალისწინეთ, რომ ეს ძალიან ნორმალურია!


ნორმალურია იმიტომ, რომ ნებისმიერი, ოდნავ გონიერი და პატიოსანი ადამიანისთვის, ნათელი იყო რომ აქამდე მოვიდოდა ის თვითდესტრუქციული პროცესი, რომელიც რეალურად 2008 წელს თბილისის წაგების შემდეგ დაიწყო, 2012 წელს, ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ, კატასტროფულად დამძიმდა და დღეს არის აი აქ - ჯოჯოხეთში.


ძაღლის ყბა მქონდა გამობმული და ხან ერთთან მივრბოდი, ხან მეორესთან, ხან მესამესთან - ვყვიროდი, რომ ეს კაცი თავს იღუპავს და საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი!


მე ვხვდებოდი, რომ მიშა რეალობას აცდა მთლიანად - იმ რეალობას, რომელშიც წააგო, იმიტომ რომ თვითონ ხომ “გამარჯვებებისთვის დაიბადა?” როგორ შეიძლება მან წააგოს? რეებს უგონებთ? მტრები ხართ!


იმ რეალობაზე გაბრაზდა რაშიც მას უარი უთხრეს! He refused to feel rejected! რეალობას აღარ იღებდა და თავის მოგონილ რეალობაში იკეტებოდა - რომ თითქოს ის ზებუნებრივი მოვლენაა, რომ მას ყველა ეთაყვანება და ვინც მას არ ეთაყვანება, ყველა პუტინის აგენტია.


ამ ხალხმა გიჟად, გარიგებულად, მოღალატედ და შურიანად შემრაცხა.


რას ვიზამდი? - ძალა მიშას ჰქონდა და გიჟი იყო, თუ ჯანმრთელი, მასთან დალაგება უნდოდათ, რომ პირადი გამორჩენა მიეღოთ.


ასე მიუშვეს ბოლომდე, უძახეს ძალიან მაგარ ფორმაში ხარ - ჟანრის კანონი ითხოვს შენს გამეფებასო და ზურგის ქარი მისცეს თავის ბოლომდე გაფარჩაკებაში.


ცხადია, რაც მიშას სჭირს, ამაში უპირველესად მიშაა დამნაშავე და არავინ სხვა, მაგრამ ყველას, აი სულ ყველას დედებს გიტირებთ, ვისაც დახმარებას გთხოვდით ამ კაცის გადარჩენაში და თქვენ ვირუსად და მოღალატედ გამომაცხადეთ.


სულ ყველას!


p.s. მიხეილ ჯავახიშვილის კურდღელი წაკითხული გაქვთ?"


0
309
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0