x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ახალგაზრდა ქალის ნაწლავებში ჩაბუდებული უზარმაზარი სიგრძის პარაზიტი სოლიტერი, პირის ღრუდან ამოიყვანეს

image
სოლიტერი მიეკუთვნება თასმისებრი ჭიების რიგს და ბუდობს ხერხემლიანებში, გარდა თევზებისა. ცნობილია სოლიტერის ორი სახეობა ღორის სოლიტერი ანუ შეიარაღებული სოლიტერი და საქონლის სოლიტერი, ღორის სოლიტერი ადამიანის ორგანიზმში ხვდება იმავე გზით, როგორითაც ხვდება საქონლის სოლიტერი, უხარისხო პროდუქტებში არსებული სოლიტერის კვერცხების ან ჭიების მუცლის ღრუში მოხვედრით, გაურეცხავი ხილის და ბოსტნეულის მიღებით და თერმულად დაუმუშავებელი საქონლის ხორცით.
ღორის სოლიტერი ზომით 2-3 მეტრია, იშვიათად 8 მეტრამდეც იზრდება, ხოლო საქონლის შეუიარაღებელი სოლიტერი კი 10 მეტრამდე სიგრძისაა.
განსაკუთრებით ადამიანისათვის საშიშია ღორის სოლიტერი რომელიც იბუდებს ნაწლავებში, იკვებება ადამიანის მიერ მიღებული საკვებით, ეკვრის კედელს სპეციალური საცეცებით ეკვრის ნაწლავების კედლებს, გორგალის ფორმას იღებს, რაც თავის მხრივ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის ნაწლავის გაუვალობის გამო.
ღორის სოლიტერს ასევე საცეცების დახმარებით შეუძლია გაარღვიოს ნაწლავის ელასტიური კედელი და გამოიწვიოს პერფორაცია ანუ გახვრეტა, რასაც საოპერაციო, სწრაფი ჩარევის გარეშე აუცილებლად მოჰყვება პერიტონიტი, რაც უმეტეს შემთხვევაში ფატალურადაც კი სრულდება გართულებული მდგომარეობის (ძირითადად სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვა და ორგანიზმის მოწამვლა დაზიანებული ნაწლავიდან მუცლის ღრუში) და დაგვიანებული ოპერაციული ჩარევის გამო.

ამიტომაც აუცილებელია ბოსტნეული და ხილი მიღების წინ კარგად გავრეცხოთ, ხოლო ის პროდუქტი რომელიც თერმულ დამუშავებას ექვემდებარება კარგად დავამუშაოთ თერმულად.

ამ ვიდეოში კარგად ჩანს თუ როგორ ამოჰყავს ქირურგს ახალგაზრდა ქალის მუცლის ღრუში ჩაბუდებული სოლიტერი სპეციალური გასტროსკოპიური მილის საშუალებით.

0
391
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
391