საქართველო
"ამის გამკეთებელი იგივე სასჯელს იმსახურებს, რასაც ჰამასის დაჯგუფება, თუ მეტს არა!"- რას წერს ირინა სარიშვილი
2023, 10 ოქტომბერი, 21:04
პოლიტიკოსი ირინა სარიშვლი ქართული ავიაკომპანიის მიერ ისრაელიდან გამოსაფრენი ბილეთების ღირებულების კატასტროფულად გაზრდას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "Georgian Airways"-ის გადაწყვეტილებას "გულისამრევ გამოვლინებას" უწოდებს:
"ისრაელიდან გამოსაფრენი ავიაბილეთების ფასის გაზრდა ტერორიზმის ყველაზე საზიზღარი, გულისამრევი გამოვლინებაა და ამის გამკეთებელი იგივე სასჯელს იმსახურებს, რასაც ჰამასის დაჯგუფება, თუ მეტს არა!"- წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ჟურნალისტი, ნენე დალაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს, "Georgian Airways"-მა ისრაელიდან საქართველოში გამოსაფრენი ბილეთების ფასი 3000 ლარამდე გაზარდა.
ისრაელში, ქალაქ თელ-ავივში, მყოფმა საქართველოს მოქალაქე ლაშა შაყულაშვილმა რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს სურს სამშობლოში დაბრუნება, თუმცა ავიაბილეთების დეფიციტისა და მაღალი ფასის გამო ვერ ახერხებს.