საქართველო
"მიხვდით, ალბათ, რომ ამ ყველაფერს "ქოცებზე" არ ვწერ"- რა პოსტს ავრცელებს ირინა სარიშვილი
2023, 7 სექტემბერი, 9:59
პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, სადაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და გარკვეულ წილად ამ ყველაფერში ბრალს სწორედ საზოგადოებას აკისრებს, რომელიც მისი თქმით, კი არ შეიცვალა, არამედ პირიქით უარესიც კი გახდა:
"თვეზე მეტი გავიდა შოვში დატრიალებული ჯოჯოხეთიდან. შეიცვალა რამე?! არაფერი… და უკვე მერამდენედ… რატომ?! იმიტომ რომ ჩვენ არ შევცვლივართ, პირიქით, მგონი უარესები გავხდით. სად გვცალია ჩვენ ხელისუფლებისთვის პასუხის მოსათხოვნად, ჯერ ერთმანეთი გვყავს დასაჯიჯგნი, ვის რბილი ლ აქვს, ვისმა რეიტინგმა დაიწია, ოლიგარქებს ოპოზიციაში ვამხელთ, აგერ ქალბატონი პრეზიდენტი გვყავს დასაცავი.
ვიღას ახსოვს ამოწყვეტილი ოჯახები, გულგახეთქილი მაშველები, უპატრონოდ დარჩენილი ჭირისუფლები. დავტოვეთ თავიანთ სევდასთან მარტო ამდენი გაუბედურებული ადამიანი, სამაგიეროდ ერთმანეთს ვჭამთ გაათმაგებული ენერგიით, თან ცალი თვალით უკრაინისკენ ვიხედებით ჰა ეხლა დროზე ქენითთქო ვფიქრობთ…
მიხვდით, ალბათ, რომ ამ ყველაფერს "ქოცებზე" არ ვწერ, რომლებიც ფაქტიურად უსაქმოდ დავტოვეთ ისე დავერიეთ ერთმანეთს. არც წარსულმა, არც დღევანდელმა დღემ არაფერი არ გვასწავლა და ასე უბომბოდ ვიხოცებით მშვიდობით და სიცოცხლით სავსე ქვეყანაში.
შევიცვლებით? შეიცვლება ჩვენი მომავალიც, არა და სადაც ვართ და როგორც ვართ, კი ხედავთ ყველა. გახსოვთ ადრე რომ დავწერე სახელებს რო არიგებდა ღმერთი, რაღაც აერია და სირია სხვას დაარქვათქო? ხოდა ეგრეა რა – სანამ ასე ვართ, ეგა ვართ და ვისაც გეწყინებათ, კი იცით რაც უნდა ქნათ…"– წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.