x
image
ნინო ხიმშიაშვილი
"ყველა დახვრიტეს" - რას ჰყვება მუსიკალური ფესტივალის მონაწილე, რომელიც "ჰამასის" ტერორისტებს გადაურჩა

ისრაელსა და პალესტინის საზღვარზე, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე მოწყობილი მუსიკალური ფესტივალის NOVA-ს ერთ-ერთი გადარჩენილი მონაწილე ჰყვება თუ როგორ ამოხოცეს 30-მდე ადამიამი ჰამასის ტერორისტებმა და დახვრიტეს მისი მეგობრები მის თვალწინ.


image



"ჩვენ გაგვაჩერა შეიარაღებულმა ოფიცერმა და გვითხრა, რომ შიგნით დავმალულიყავით. გასაქცევი არსად იყო. თავშესაფარში ოცდაათი ადამიანი ვიმალებოდით.


რამდენიმე წუთის შემდეგ სროლა დაგვიწყეს. პირველი ხელყუმბარის სროლის შემდეგ, როცა ყველა ყვიროდა ტკივილისგან და ლოცულობდა კიდევ ერთი ხელყუმბარა ისროლეს, რომელიც კედელს მოხვდა, თავთან ჩამიარა.



მე კედელთან ვიყავი ხალხის მეორე რიგში. ყუმბარამ უკანა სხეულებს გადაუფრინა. ადამიანის სხეულებმა შთანთქა დარტყმა და ჩვენ გადაგვარჩინა აფეთქებას.


ნახევარი წუთის შემდეგ, მეგობარმა, რომელიც ჩემ თვალწინ მოკლეს, გაქცევა სცადა, მე და მისი პარტნიორი ვცდილობდით მის შეჩერებას, მაგრამ არ გამოგვივიდა და ის უბრალოდ ტეროტირსების პირისპირ აღმოჩნდა.


მე ვიყავი ხალხის მეორე რიგში მარცხენა კედელთან და ყველა, ვინც პირველ და მეორე რიგში იყო, ჩემს გარდა, გარდაიცვალა.


ასევე ხალხის მესამე და მეოთხე რიგში ყველა დახვრიტეს".










0
453
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0