x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"გაგვიმართლა, გვქონდა ნავი, რითაც კვიპროსისა და ამალფის სანაპიროებთან ვცურავდით" - დავით კეზერაშვილის ცოლი
image

.

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა citizen-femme სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს­თან ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს. როგორც ჩანს კეზერაშვილმა ევროპელი პენსიონერების ძარცვის სკანდალით გასვრილი იმიჯის გამოსასწორებლად საერთაშორისო მედიაში ყვითელი საიმიჯო სტატიების გამოქვეყნება დაიწყო და ამაში საკუთარი მეუღლეც ჩართო. პიარი რამდენად გამოვა, გაუგებარია, რადგან მისი მეუღლე ძირითადად მდიდრულ ცხოვრებაზე, დასვენებასა და მოგზაურობებზე საუბრობს.

.


რუბ­რი­კას ჰქვია "რო­გორ აკე­თებს ის ამას", ჟურ­ნა­ლის­ტი წერს, რომ სი­ლა­მა­ზის ფი­ლო­სო­ფი­ა­ზე, ოჯახ­ზე, მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე და მის ბრენ­დზე, Code 8 Beauty -ის დამ­ფუძ­ნე­ბელს სო­ფია ჩი­ქო­ვანს ესა­უბ­რა. "ის სამი შვი­ლის და­კა­ვე­ბუ­ლი დე­დაა, მაგ­რამ ახერ­ხებს ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის დრო, მოგ­ზა­უ­რობს შვი­ლებ­თან ერ­თად ან მათ გა­რე­შე..." - წერს გა­მო­ცე­მა.


ინ­ტერ­ვიუ გაც­ნო­ბი­თი ხა­სი­ა­თის კი­თხვით იწყე­ბა, სა­დაც ქალი ოჯა­ხის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს...

.

ყვე­ლა­ზე დიდ კმა­ყო­ფი­ლე­ბას ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა მა­ნი­ჭებს, რო­გორც "დღე სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის“, იქ­ნე­ბა ეს მარ­ტო, ოჯახ­თან ერ­თად თუ ოფის­ში. ეს მთლი­ა­ნად ჩემს გან­წყო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი, და­წყე­ბუ­ლი შო­პინ­გით და დას­რუ­ლე­ბუ­ლი სახ­ლში ჯდო­მი­თა და წიგ­ნე­ბის კი­თხვი­თა თუ სე­რი­ა­ლის ყუ­რე­ბით, ყო­ველ­თვის იმით არის ნა­კარ­ნა­ხე­ვი, თუ რო­გორ ვგრძნობ თავს იმ დღეს. არ ვარ წი­ნას­წარ და­გეგ­მვის მოყ­ვა­რუ­ლი, მომ­წონს ცხოვ­რე­ბა ყო­ვე­ლი მო­მენ­ტით... მიყ­ვარს ჩემი შვი­ლე­ბი, მაგ­რამ შვე­ბუ­ლებს, პირ­ველ რიგ­ში, ჩემ­თვის არის დას­ვე­ნე­ბა. პან­დე­მი­ის დროს გაგ­ვი­მარ­თლა, რომ გვქონ­და ნავი, რო­მე­ლი­თაც კვიპ­როს­სა და ამალ­ფის სა­ნა­პი­როს გარ­შე­მო ვცუ­რავ­დით.

.

- სა­ოც­ნე­ბო ოჯა­ხუ­რი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი და რა­ტომ?


- პერუ. მა­რიო ვარ­გას ლი­ო­სა გამო - ჩემი საყ­ვა­რე­ლი ცო­ცხა­ლი მწე­რა­ლია. ის, თუ რო­გორ აღ­წერს პე­რუს თა­ვის რო­მა­ნებ­ში, მა­ი­ძუ­ლებს თვითმფრი­ნავ­ში ჩავ­ჯდე... სწო­რედ ამ წამს უკვე შე­მიძ­ლია წარ­მო­ვიდ­გი­ნო ლიმა, მირა ფლო­რე­სი, კუს­კო, სია გრძე­ლია. ვოც­ნე­ბობ, ბელ­მონდ ჰი­რამ ბინ­გჰე­მის მა­ტა­რებ­ლით კუს­კო­დან წმინ­და ვე­ლის გავ­ლით მაჩუ-პიქჩუს შე­სას­ვლე­ლამ­დე ვიმ­გზავ­რო.


თუმ­ცა, იტა­ლია არის ჩემი ყვე­ლა დრო­ის ნო­მერ პირ­ვე­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლი მსოფ­ლი­ო­ში. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სე­ზონს ან ქა­ლაქს. ისე, ჩემი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქი ფლო­რენ­ცი­აა.

.

25 წლის ვი­ყა­ვი ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლი და­ი­ბა­და, იმა­ვე წელს და­ვა­არ­სე ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის კომ­პა­ნია. ჩემი ოჯა­ხი და კა­რი­ე­რა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თად "იზ­რდე­ბო­და". ჩემი კა­რი­ე­რუ­ლი მიზ­ნე­ბი და მის­წრა­ფე­ბე­ბი თა­ვი­დან­ვე ჩა­მო­ყა­ლიბ­და იმით, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი დედა ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თდრო­უ­ლად მოხ­და და ეს იყო გა­მოწ­ვე­ვა. უკან რომ ვი­ხე­დე­ბი, ვამ­ბობ, რომ ზედ­მე­ტად არ მი­ფიქ­რია რა­ღა­ცებ­ზე - დრო არ მქონ­და, რაც სა­უ­კე­თე­სო იყო!

.

ყვე­ლა­ზე დიდ კმა­ყო­ფი­ლე­ბას ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა მა­ნი­ჭებს, რო­გორც "დღე სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის“, იქ­ნე­ბა ეს მარ­ტო, ოჯახ­თან ერ­თად თუ ოფის­ში. ეს მთლი­ა­ნად ჩემს გან­წყო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი, და­წყე­ბუ­ლი შო­პინ­გით და დას­რუ­ლე­ბუ­ლი სახ­ლში ჯდო­მი­თა და წიგ­ნე­ბის კი­თხვი­თა თუ სე­რი­ა­ლის ყუ­რე­ბით, ყო­ველ­თვის იმით არის ნა­კარ­ნა­ხე­ვი, თუ რო­გორ ვგრძნობ თავს იმ დღეს. არ ვარ წი­ნას­წარ და­გეგ­მვის მოყ­ვა­რუ­ლი, მომ­წონს ცხოვ­რე­ბა ყო­ვე­ლი მო­მენ­ტით...

/

უცხოურ პრესაში სტატიის ლინკი შეგიძლიათ იხილოთ აქ

0
50
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0