x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ნაწყენო ნათესავებო, „მე შაირი არ მინდოდა …” – თამარ ჩერგოლეიშვილი
image

.

ჟურნალ “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

.


“როდესაც მომავლის ხედვაში, ქცევის წესებში და ღირებულებებში შეურიგებელი განსხვავებები გამიჩნდა ჩემს სოციალურ წრესთან – ავიღე და ეს სოციალური ქსოვილი დავგლიჯე, რომ განზე გავსულიყავი.


ბუნებრივია, ამან უხერხულობები შექმნა.



ვისაც დავუპირისპირდი – იმათაც ყავთ ნათესავები, ახლობლები, კმაყოფაზე მჯდომები … ისინი ნაწყენები არიან და პერიოდულად, ამ წყენას ჩემს ნათესავებს აფრქვევენ

.

ნაწყენო ნათესავებო, “მე შაირი არ მინდოდა …”


მე მინდოდა ჩემი საქმის კეთება ისე, როგორც მე მჯერა.


მაგრამ, რატომღაც, რამდენიმე უტვინო და ხარბმა გოიმმა გადაწყვიტა, რომ უნდა გამაქრონ, ჩემი მოკავშირეებიან – საქმიანად.

.

თავი კი არ დაგვანებონ – გაგვაქრონ, გაგვანულონ!


ხოდა ახლა საკითხი ასე დგას – ან მე გავაქრობ, ან ისინი გამაქრობენ …


ეს მოცემულობა დააყენა კეზერაშვილმა, როცა ჩათვალა, რომ რადგან ფული აქვს – თავს ასეთი თავხედობის უფლება შეიძლება მისცეს.

.

მან არ იფიქრა შედეგზე, არ იფიქრა თქვენზე … (ტრულაილა თვითონ ფულია!)


ბოდიში, რომ ვინც ჩემი საქმის წართმევა და განადგურება დამიპირა, იმას მე თვითონ ვანადგურებ.

.

ნულოვანი შედეგის თამაშია – და ეს თამაში მე არ დამიწყია.


პატივს ვცემ მათ არჩევანს და საკადრისად ვპასუხობ. 


და მოვიგებ – ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ჯობია, რომ ჩვენ მოვიგოთ და ისინი განადგურდნენ.” - წერს თამარა ჩერგოლეიშვილი..

0
498
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
498
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0