x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვიტნამელი ქალი ამტკიცებს, რომ ერთხელაც მოულოდნელი ტირილი აუტყდა და იმის შემდეგ 11 წელია არ უძინია

image

ვიეტნამელს ქალს ერთხელაც მოულოდნელად დღემდე აუხსნელი ტირილი აუტყდა და იმის შემდეგ 11 წელია აღარ უძინია.


ვიეტნამელი ქალი აგერ უკვე 11 წლის განმავლობაში ვეღარ იძინებს. ამის შესახებ ტელეკომპანია Samaa იუწყება.


კუანგ ნგაის პროვინციაში მცხოვრები 36 წლის ქალი, სახელად ჩან თი ლუუმ ადგილობრივ ტელეარხს განუცხადა, რომ იგი ვეღარ იძინებს დღემდე აუხსნელი ტირილის უცნაური შეტევის შემდეგ.



"თვალებიდან ცრემლები უმიზეზოდ წამომივიდა და არ ჩერდებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ცრემლების ნაკადი შეწყდა, მაგრამ ამის შემდეგ ვეღარ ვიძიბ"-ამბობს ჩან თუ ლუუ.


დაღლილობის მიუხედავად, მისი ტვნი 24 საათის განმავლობაში ფხიზლად რჩება.


მათ, ვისაც მისი სიტყვების სიმართლეში ეჭვი ეპარება, ქალმა ურჩია, ყურადღებით დაეთვალიერებინათ თვალების ქვეშ არსებული წრეები და მათ ირგვლივ კანი, რომელიც, თითქოსდა, 11 წლის განმავლობაში უძილობის გამო უფრო თხელი და მუქი გახდა.


ძილის პრობლემების დაწყებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ლუუმ სპეციალისტებს მიმართა. ექიმებმა მწვავე უძილობის დიაგნოზი დაუსვეს და ძლიერი საძილე აბი დაუნიშნეს. თუმცა, პრეპარატს ჰქონდა გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოიცავდა ძლიერ ტკივილს ფეხებში.



ლუუმ მალევე მიატოვა აბები დისკომფორტისა და მათი მაღალი ფასის გამო. ქალმა ასევე მადლობა გადაუხადა ქმარს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მხარს უჭერს და გვერდით უდგას.



ეს პირველი შემთხვევა არ არის ვიეტნამში, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 80 წლის ვიეტნამელ მამაკაცს მეტსახელად „სუპერმენი“ შეარქვეს იმის გამო, რომ მან, მისი თქმით, დაკარგა ძილის უნარი და ყოველთვის ფხიზლად არის. მამაკაცი, სახელად ტაი ნგოკი, ამტკიცებს, რომ მას 60 წელია არ უძინია.


0
106
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0