საზოგადოება "გადაცემა „ამტანი“ რომ იყო, გახსოვთ? მგონი, მანდ ვცხოვრობთ ჩვენ ყველა" - ნინი ბადურაშვილი 2023, 23 სექტემბერი, 12:41
ჰაერის დაბინძურებისა და ჰაერში არსებული ჭარბი გამონაბოლქვის პრობლემა, როგორც ჩანს, საქართველოს დედაქალაქში კვლავაც აქტუალურია. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, რეგიონებში ეს პრობლემა გაცილებით ნაკლებად დგას, მაგრამ, როგორც ჩანს დედაქალაქში ამ სერიოზულმა პრობლემამ ქართველი სელებრითებიც შეაწუხა. ამის შესახებ განცხადებებს ხშირად ვხედავთ როგორც ტელევიზიით, ისე სოციალურ ქსელებში. , ამჯერად ცნობილი მომღერალი, ნინი ბადურაშვილი ვიდეოს ავრცელებს მანქანიდან და აღნიშნავს, რომ გამონაბოლქვი ახრჩობს: „გადაცემა „ამტანი“ რომ იყო, გახსოვთ? მგონი, მანდ ვცხოვრობთ ჩვენ ყველა. უნდა ავიტანოთ გამონაბოლქვი და საცობი, აბა, ვინ გაუძლებს და გადარჩება. საინტერესოა. აშკარად მანდ ვართ“.73 შეფასება არ არის
|