საზოგადოება წინა ხელისუფლების დროს სპეცოპერაციებს შეწირული ადამიანების სია 2023, 19 სექტემბერი, 14:29 სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე და ზურა ვაზაგაშვილი, -ეს გვარები საზოგადოებისთვის ყველასთვის ცნობილია და აგერ უკვე თითქმის წლებია თან გვდევს აჩრდილივით.მათი მკვლელობა უსამართლობასთან და დაუსჯელობასთან არის გაიგივებული.ამ ბიჭების მშობლებს არაფერი ჰქონდათ დასაკარგი და იმდენი ქნეს, რომ ეს საქმეები ამოატივტივეს. თუმცა ამ ბიჭების გარდა სპეცოპერაციების დროს ჩატარებული ღონისძიებების დროს მინიმუმ 50 ადამიანი არის მაინც იყო ჩაცხრილული ქუჩაში.ცოტა გამაღიზიანებელია, როცა პოლიტიკოსები, უფლებდამცველები თუ სხვა მავანნი, თითზე იხვევდნენ მხოლოდ ამ გვარებს და არ ინტერესდებოდნენ სხვა ანალოგიური შემთხვევებით, რომელიც შესაძლოა ზოგიერთი შემთხვევა უფრო ტრაგიკული და კიდევ უფრო უსამართლოც ყოფილიყო, ხოლო სხვადასხვა მიზეზების გამო(უსახსრობა, შიში, ან მუქარა) მათმა მშობლებმა ან ახლობლებმა ვერ შეძლეს და სპეცოპერაციების დროს გატარებული ღონისძიების შედეგად გარდაცვლილები ფართო საზოგადოებს ვერ გააცნეს. პარადოქსია, მაგრამ ადვოკატმმა შალვა ხაჭაპურიძემ, რომელიც დღეს უკვე წინა ხელისუფლების მთავარ წარმომადგენელს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იცავს, რამდენიმე წლის წინ როგორც ჩანს სხვა სულ სხვა ტალღაზე იყო მომართული და სტრასბურგის სასამართლოს 2004 წლიდან 2009 წლის ჩათვლით სპეცოპერციების დროს გარდაცვლილი პირების სია წარუდგინა. 2004წ. ოთარ გველუკაშვილი – 20 იანვარს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს; ანტონ კუკულავა – 9 მარტს დაკავებისას მოკლეს; დიკო ბარქაია და ზაზა ფანცქელაძე – ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, 17 მარტს მოკლეს; ევგენი და ომეხ აფრასიძეები – 24 მარტს მესტიის რაიონს სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს; 23 მაისს, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, პოლიციელების მიერ დაკავების შემდეგ, სახლში მიყვანიდან ნახევარ საათში ხვიჩა კვირიკაშვილი გარდაიცვალა; ალექსანდრე გომაშვილი – 22 ივლისს კახეთში, დაკავებისას მოკლეს; მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია, ოფიციალური ვერსიით, უშიშროების სამინისტროს თანამშრომლის ენრიკო სიმონიანის მიერ, მის ოჯახზე თავდასხმისას, 23 ნოემბერს მოკლეს; სულხან ლომიძე – 21 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს. 2005 წ. ვლადიმერ ხოშტარია – 21 თებერვალს დაკავებისას მოკლეს; აკაკი კორკოტაშვილი – გურჯაანის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას 19 მარტს მოკლეს; ავთო და ვახო გუმაშვილები – ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, 3 ივლისს, სპეცოპერაციისას მოკლეს; ვახტანგ მარგოშვილი – 20 ივნისს, ქვემო ქართლში, ოფიციალური ვერსიით, საზღვრის უკანონო გადაკვეთისას მოკლეს; ალექსანდრე თაბაგარი – 24 სექტემბერს, ლანჩხუთის რაიონში, სოფელ ჩოჩხათში მოკლეს; ხვიჩა მელაძე, გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე – თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, 31 ოქტომბერს მოკლეს; ლევან გულუა – 11 ნოემბერს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე, დაკავებისას მოკლეს; რეზო სარჯველაძე – თბილისში, დაკავებისას მოკლეს 14 დეკემბერს; ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა – აბაშის რაიონში, სოფელ მარანში დაკავებისას, 29 აგვისტოს მოკლეს; თამაზ კურკუმული – თბილისში, მუხიანის დასახლებაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, 12 ოქტომბერს მოკლეს. 2006წ. რევაზ ცალანი – 20 ივნისს მესტიის რაიონში სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ლოგინს მიეჯაჭვა; მურად გორგაძე, რომან სურმანიძე და მარად ართმელაძე – მეტროსადგურ „სამგორთან“ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს 12 იანვარს; გია თელია – 13 თებერვალს სპეცოპერაციისას მოკლეს; ჯემალ ჩაფიძე – თერჯოლის რაიონში, სოფელ ქვედა სიმონეთში, 28 აპრილს პოლიციამ დაკავებისას მოკლა; ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი – 23 თებერვალს ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში, სპეცოპერაციის დროს მოკლეს; მიხეილ ბერძენიშვილი – საგარეჯოში 2006 წლის 9 ივნისს, დაკავებისას მოკლეს; გელა ცინდელიანი – სოფელ ჭუბერში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 1 ივლისს მოკლეს; ხვიჩა კოკაია – ხობის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას 23 აგვისტოს მოკლეს; ვალერი ფხაკაძე 2006 წლის 7 დეკემბერს, ქუთაისში, დაკავებისას მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, რადგან პოლიციელებმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში დახმარება არ აღმოუჩინეს. 2007წ. მიხეილ კირაკოსიანი – ახალციხეში 2 აპრილს, მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ, საპატრულოს თანამშრომელმა მოკლა; გიგა ჭარბაძე – 25 მარტს თელავში მანქანა დაეჯახა, რომელსაც პატრულ-ინსპექტორი მართავდა; ალექსანდრე ხოსიტაშვილი – 14 აპრილს სოფელ დიღომში პოლიციელების ცემის შემდეგ გარდაიცვალა; ოლეგ მესხიძე – ოზურგეთში 9 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს; 2008წ. თენგიზ გოგია – 1-ელ თებერვალს ჩატარებული სპეცოპერაციისას, სენაკში, საკუთარ სახლში ჩაცხრილეს; როლანდ მახარაძე – ბათუმში მძევლების განთავისუფლებისას, 5 მარტს მოკლეს; გიორგი გამცემლიძე – მეტროსადგურ “რუსთაველთან” 8 მაისს, პატრულ-ინსპექტორმა მოკლა; როინ შავაძე – 16 აგვისტოს, აჭარაში წამებით მოკლეს (ოფიციალური ვერსიით, გაქცევის მცდელობისას); 2009წ. გია კრიალაშვილი – 20 მაისს თიანეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს; ჯიმი მეგრელიძე – ზუგდიდში, 9 მაისს დაკავებისას მოკლეს; მამუკა ჩარჩხალია – 15 ივნისს, ნუცუბიძის პლატოს მესამე მიკრორაიონის ასახვევთან მოკლეს; 311 3-ს მოსწონს
|