შოუბიზნესი ეშტონ კატჩერმა მილას ცოლობა სთხოვა 2012, 7 ოქტომბერი, 15:18 მას შემდეგ რაც უამრავი ხმა დაირხა ჰოლივუდური სასიყვარულო სამკუთხედის ეშტონი-მილა-დემის შესახებ, გავრცელდა ინფორმაცია რომ ეშტონ კატჩერმა მილა კუნისს ცოლობა სთხოვა და პასუხად უარი მიიღო. წყვილი ერთმანეთს უკვე 1 წელია ხვდება, მათი ურთიერთობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ეშტონი დემი მურს დაშორდა. როგორც ჩანს, კატჩერს მილასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები აქვს, რადგან მას ცოლობა სთხოვა, გოგონა კი ასე არ ფიქრობს. მილა აცხადებს, რომ ჯერ არ არის მზად თანხმობა განაცხადოს, რადგან ეშტონსა და დემი მურს განქორწინების საკითხები არ მოუგვარებიათ.მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი წელია ერთმანეთს დაშორდნენ განქორწინებაზე საბუთები ჯერ არ შეუტანიათ. ამის მიზეზად თვლიან, რომ დემი მურს არ სურს ეშტონთან ოფიციალური ურთიერთობის საბოლოოდ გაწყვეტა, ან მილა არც აპირებს გათხოვებას. ერთ-ერთ ინტერვიუში მილა კუნისმა განაცხადა, რომ ქორწინებაში საერთოდ ვერ ხედავს აზრს, მისთვის უფრო მთავარი სულიერი სიახლოვეა. 27 1-ს მოსწონს
|