საქართველო "თბილისი. ,,ვივამედი''.... მიხა სააკაშვილს. წყალტუბოს თავზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები ფრიალებს!" - გელა ზედელაშვილი 2023, 17 სექტემბერი, 16:37 ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" აღმასრულებელი დირექტორი და ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ირონიულად ეხმაურება, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ თანაპარტიელებთან ერთად, წყალტუბოში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართვას და წერს: "საქართველო. თბილისი. “ვივამედი''. მიხა სააკაშვილს.
წყალტუბოს თავზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები ფრიალებს!
მილის მთავარი ამყენებელი - ჭიჭიკო ვაშაძე.
დროშების დამმაგრებელი - კურკუმალ კურკუმალიშვილი.
მიწის მთხრელი - ბოტკო.
კურკუმალ კურკუმლიშვილის განცხადებით, ასეთივე მილები აყენდება საქართველოს ყველა სოფელში.
ყოველი მილის აყენებისთანავე ტელეგრამა გაიგზავნება “ვივამედში'' ბელად სააკაშვილთან.
აშკარად ეტყობა, ესენი მალე ყველა სოფელში ბელად სააკაშვილის ბიუსტების დადგმასაც დაიწყებენ. თუმცა, ამ ეტაპზე პარტიაში მსჯელობენ, კეზერაშვილის, მერაბიშვილისა და სააკაშვილის ბიუსტები დადგან თუ მარტო სააკაშვილისა? არის მოსაზრება, რომ რაიონულ ცენტრებში გიულ-დედულის ძეგლიც დაიდგას.
ავოიეეეეეეეე!!!"-წერს გელა ზედელაშვილი.
121 2-ს მოსწონს
|