საზოგადოება მამა გრიგოლ ფერაძე და სხვები... - ანუ ის ქართველი გმირები, რომლებმაც თავის სიცოცხლის ფასად სხვები გადაარჩინეს 2023, 13 სექტემბერი, 15:35
13 სექტემბერს(ძვ.სტილით 31 აგვისტოს) დაიბადა გრიგოლ ფერაძე, ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული და . საქართველოს ეროვნული გმირი.
ამასთან დაკავშირებით მოდით გადავხედოთ ბოლო 100 წელიწადს და გავიხსენოთ ის ქართველი გმირები, რომლებმაც ანალოგიურად, სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, რაც ყველაზე ძვირფასი გააჩნდათ, -თავიანთი სიცოცხლე შესწირეს მსხვერპლად.(თუ ვინმე მნიშვნელოვანი გამოგვრჩა წინასწარ ბოდიშს მოგიხდით: მამა გრიგოლ ფერაძე-მამა გრიგოლ ფერაძე ოსვერნციმის ბანკაში გადაიყვანეს იმის გამო, რომ ხშირად იფარებდა ებრაელებს, თავშესაფარსა და საზრდოს უნაწილებდა.აქვე აღესრულა 1942 წლის 6 დეკემბერს.როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იგონებენ, მამა გრიგოლთან ერთად ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი ყოფილა, რომელსაც ფაშისტებმა გაზის კამერაში გაგუდვა მიუსაჯეს. მამა გრიგოლს შებრალებია ეს კაცი, მისი სასჯელი თვითონ აუღია თავზე და მის მაგივრად შესულა გაზის კამერაში. ფორე მოსულიშვილი-იტალიის და საბჭოთა კავშირის ეროვნული გმირი.1944 წლის 3 დეკემბერს სოფელ არონასთან ალყაშემორტყმული პარტიზანების და გერმანელელი ფაშისტების გააფთრებულ შეტაკებაში ბევრი გერმანელი დაიღუპა, მაგრამ პარტიზანთა დიდი ნაწილი დაიჭრა და ვაზნებიც ილეოდა. გერმანელებმა მეთაურის დანებება მოითხოვეს და სხვებს სიცოცხლის შენარჩუნებას დაპირდნენ. რაზმის მეთაურმა ელ დეგატომ ვერ გაბედა გარეთ გასვლა და აღიარება, რომ ის იყო მეთაური. მაშინ გასისხლიანებული ფორე მოსულიშვილი კართან მივიდა, გამოაღო და გერმანელებს შესძახა: „მეთაური მე ვარ, თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია! გაუმარჯოს პარტიზანებს! გაუმარჯოს თავისუფლებას!“ და თავი მოიკლა. მისმა თავგანწირვამ 16 ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე. გურამ რჩეულიშვილი-მწერალი, მისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე 7 მოთხრობა გამოქვეყნდა.. მისმა მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები. მინიატურები, პიესა) დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე.1962 წელს გიორგი შენგელაიამ გადაიღო ფილმი "ალავერდობა", რომელიც რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. 1960 წლის 23 აგვისტოს გაგრაში გადაეშვა მღელვარე ზღვაში, რომ უცნობი რუსი გოგონა გადაერჩინა....ქალიშვილი გადარჩა, თვითონ დაიღუპა. იოსებ ჟორდანია-ქართველი გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. 1962 წლის 20 აგვისტოს რიო-დე-ჟანეიროში თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ, მეცნიერმა მიუხედავად იმისა, რომ ცურვა არ იცოდა, თავისი მაშველი რგოლი უბილეთო პატარა გოგონას დაუთმო. გოგონა გადარჩა, მეცნიერი დაიღუპა. ირაკლი ჭაბუას ძე ამირეჯიბი, -დაიღუპა 1992 წლის 17 ნოემბერს ტამიშთან აფხაზეთში. ირაკლიმ განსაცდელში ჩავარდნილ უცნობ ადამიანს შესწირა სიცოცხლე:ფრანგ ჟურნალისტს გადაეფარა, გაიყვანა უსაფრთხო ადგილას, თვითონ კი დაიღუპა. გურამ თოფჩიშვილი-პოლიციის ლეინტენატი.2005 წლის 14 ივლისს მიუხედავად იმისა, რომ ცურვა არ იცოდა გადაარჩინა 9 და 12 წლის ბავშვი, შებრუნდა მათი მამის გადასარჩენად....თუმცა იქიდან ვეღარ გამოაღწია. დაჯილდოვდა ღირსების ორდენით (სიკვდილის შემდეგ) .მისი გმირობის შესახებ აშშ-სა და შვეიცარიაში შეიტყეს, გურამ თოფჩიშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს და გალაქტიკაში ერთ-ერთ ვარსკვლავს მისი სახელი ეწოდა. ოთო გურგენიშვილი, ახალგაზრდა პოეტი, მუშაობდა "საქართველოს ბანკში" და "ალგანში" . 2014 წლის 29 ივნისს, რუსთავში მცირეწლოვან ბავშვს რომელიც გზაზე გადადიოდა, დიდი სისწრაფით მიმავალი „მერსედესის ჯიპი“ ეჯახებოდა. ოთო გურგენიშვილმა ბავშვს ხელი ჰკრა და მანქანას აარიდა, რის შემდეგაც ავტომობილის დარტყმა თავის თავზე აიღო. შემთხვევის შედეგად ოთო გურგენიშვილი გარდაიცვალა. მამა ილია კარტოზია-2014 წლის 28 დეკემბერი, იტალიურ ბორანზე ხანძარი გაჩნდა, მაშველებს მგზავრები ცეცხლმოკიდებული გემიდან სამაშველო ნავზე გადაჰყავდათ... ბორტზე 487 მგზავრია, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქე რომელთაგან ერთ-ერთი არქიმანდრიტი ილია კარტოზიაა, მაშინ როცა ყველა ცდილობდა როგორმე სამაშველო ნავზე მოხვედრილიყო და თავი გადაერჩინა, არქიმანდრიტმა ილიამ თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად ცეცხლმოდებულ გემზე დარჩა....მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. მარიამ კონცელიძე-პედაგოგი, 33 წლის, სიკვდილისგან იხსნა 10-მდე ბავშვი. 2019 წლის 5 აპრილს, დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის, როცა ბაღიდან ბავშვების გაყვანის დრო იყო, მარიამს ბავშვების ერთი ჯგუფი გამოჰყავდა ბაღიდან, დაახლოებით 10-12 ბავშვი. ბაღს ემსახურება ტრანსპორტი, რომელსაც ბავშვები გადაჰყავს. ერთი ჯგუფი გასული იყო და ეს მეორე იყო დარჩენილი. ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა თავისი მიკროავტობუსი გააჩერა სკოლასთან აღმართში [სკოლა და ბაღი გვერდიგვერდაა]. რაღაც მომენტში ეს მანქანა დაგორდა და წამოვიდა ბაღის მიმართულებით. მძღოლი გადმოსული იყო მანქანიდან და თავადაც შეეცადა გაჩერებას [დაუწვა მანქანას – მასაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი], თუმცა ვერ გააჩერა. მარიამმა ეს სიტუაცია როცა დაინახა, ბავშვების გადარჩენის მიზნით მათი იმ ადგილიდან განრიდება დაიწყო. მანქანა დაეჯახა ბაღის ჭიშკარს, ეს რკინის ჭიშკარი მოწყდა და დაეცა მასწავლებელს. ამ შემთხვევიდან დაახლოებით 2 კვირაში ის გარდაიცვალა. მთავარ ფოტოზე:გრიგოლ ფერაძე, გურამ თოფჩიშვილი და მარიამ კონცელიძე 150 3-ს მოსწონს
|