ქალი და მამაკაცი ცნობილი გახდა, ვისთან ღალატობდა ბრიტნის სპირსი ქმარს 2023, 12 სექტემბერი, 18:38 ![]() ამერიკელი მომღერლის ბრიტნი სპირსის რომანის შესახებ ცნობილი გახდა ფიტნეს მწვრთნელთან, სემ ასგართან განქორწინების შემდეგ. ამის შესახებ წერს Page Six. გამოცემის ცნობით, 41 წლის მომღერალმა 37 წლის შინამოსამსახურესთან, პოლ რიჩარდ სოლიზთან გააბა ინტიმური ურთიერთობა. დაახლოებით ერთი წლის წინ პოპ-მომღერალმა დაიქირავა მამაკაცი სახლის დასალაგებლად და ნაგვის გასატანად. გავრცელებული ინფორმაციით, მალე სპირსის ახლობლებმა შეამჩნიეს, ვარსკვლავი ზედმატად ბევრ დროს ატარებდა სოლიზთან. ცნობილია, რომ მომღერლის სავარაუდო საყვარელს ადრე ჰქონდა პრობლემები კანონთან: მას ბრალი წაუყენეს იარაღის უკანონო შენახვასა და აკრძალული ნივთიერებების გავრცელებაში. სოლიზმა Us Weekly-თან საუბარში აღნიშნა, რომ სპირსი განქორწინების შემდეგ თავს მშვენივრად გრძნობს, მაგრამ პირდაპირ არ უსაუბრია იმაზე, აქვს თუ არა მასთან ინტიმური ურთიერთობა. გარდა ამისა, მან ბრიტნი სპირსს ფენომენალური ქალი უწოდა. ![]() წყვილთან დაახლოებული წყაროები ირწმუნებიან, რომ სპირსი ურთიერთობის დროს არაერთხელ სცემდა ქმარს, მათ შორის ძილის დროსაც. "ბრიტნის საკმაოდ არამყარი ფსიქიკური მდგომარეობა აქვს და ქმარზე ფიზიკურადაც ძალადობდა. ერთხელ მძინარესაც დაესხა თავს და თვალი ჩაულურჯა" - წერს მედია. ქვემოთ გთავაზობთ ვიდეოს, სადაც პაპარაცებმა ბრიტნი სპირსი თავის ახალ საყვარელთან ერთად დააფიქსირეს. 137 3-ს მოსწონს
|