ქალი და მამაკაცი ბრიტნი სპირსი ქმარს მოსამსახურესთან ღალატობდა 2023, 19 აგვისტო, 13:35 ![]() თუმცა, მამაკაცის ადვოკატმა, ნილ ჰერშმა სასამართლოში შეიტანა დოკუმენტები მეუღლის ფინანსური დახმარების მოთხოვნით. სავარაუდოდ, წყვილის ადვოკატები შეეცდებიან მოლაპარაკებას ასგარის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე გადაწყვიტონ, რადგან მას ბრიტნის ზედმეტად მგრძნობიარე ინფორმაცია აქვს მათი ურთიერთობის შესახებ. TMZ-ის ცნობით, სემ ასგარიმ ბრიტნი სპირსთან განქორწინება მოითხოვა ჭორების გამო. გამოცემის წყარომ განმარტა, 41 წლის ბრიტნი სპირსმა 29 წლის სემ ასგარის ერთ-ერთ შინამოსამსახურესთან უღალატა. ასევე ცნობილი გახდა, რომ მეუღლეებს შორის ძლიერი ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ასგარი საერთო სახლიდან გადავიდა და ახლა მარტო ცხოვრობს. მან დასძინა, რომ წყვილს ურთიერთობის სერიოზული პრობლემები რამდენიმე თვის წინ დაეწყო. წყვილთან დაახლოებული წყაროები ირწმუნებიან, რომ სპირსი ურთიერთობის დროს არაერთხელ სცემდა ქმარს, მათ შორის ძილის დროსაც. "ბრიტნის საკმაოდ არამყარი ფსიქიკური მდგომარეობა აქვს და ქმარზე ფიზიკურადაც ძალადობდა. ერთხელ მძინარესაც დაესხა თავს და თვალი ჩაულურჯა" - წერს მედია. ბრიტნი და სემი ერთმანეთს 2016 წელს, კლიპის გადაღებისას შეხვდნენ. წყვილი 2022 წლის ზაფხულში დაქორწინდა. ეს მომღერლის მესამე ქორწინება იყო. 101 2-ს მოსწონს
|