x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რას ჩმახავ და ასულელებ ამ ბრიყვების ხროვას, შე პოპულისტო ცბიერო და უვიცო შალვა?"-ილია ჭიღლაძე
image

დეკანოზი ილია ჭიღლაძე მამა შალვა კეკელიას ამ დღეებში გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელით ეხმაურება, სადაც ქადაგების დროს მრევლს უხსნის, რომ გარდაცვალება "ქრისტიანის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი დღე არის".





ყველაზე ლამაზი დღე თუა, რატომ მოთქვამდა ღვთისმშობელი თავისი ძის სიკვდილს, ან თავად ძე ღვთისა რატომ ამბობდა სიკვდილის წინ:”მამაო რისთვის მიმატოვე მე?!”, ”თუ შესაძლებელია, ამაცილე ეს სასმისი!” ასეთი ერთუჯრედიანი იმბეცილები, როგორიცაა მამა შალვა, აღვივებენ თალიბანურ რელიგიურ ფანატიზმს და ფსევდო-რელიგიურ შიზოფრენიას!



P.s. თეოლოგიურად კი სრული სიბრიყვე მოროშა, რადგან ხორცისა და სულის განშორება, ანუ სიკვდილი ღმერთის სასჯელია ადამიანზე პირველქმნილი ცოდვის გამო და შესაქმის ბუნებას და განზრახულობას ეწინააღმდეგება, ამასთან დროებით მოვლენაცაა, შესაბამისად ის რაც სასჯელმა და ცოდვამ გამოიწვია (გარდაცვალება ანუ სიკვდილი), როგორ შეიძლება ლამაზი იყოს შე გამოთაყვანებულო?! სად და რომელ წმინდა წიგნში წაიკითხე რომ ლამაზია? რას ჩმახავ და ასულელებ ამ ბრიყვების ხროვას, შე პოპულისტო ცბიერო და უვიცო შალვა?"-წერს ილია ჭიღლაძე.





დეკანოზმა შალვა კეკელიამ ასეთი რამ თქვა:



"გარდაცვალება არის ყველაზე კარგი რამ, ქრისტიანის ცხოვრებაში, ყველაზე ლამაზი დღე, ახლა ეს თქვენთვის შეიძლება მიუღებელიც იყოს, როგორ შეიძლება გარდაცვალება ყველაზე კარგი დღე იყოს?!...გარდაცვალება ყველაზე ლამაზია დღეა ადამიანისთვის, იმიტომ რომ შენ დაამთავრე ამ ქვეყნიური ცხოვრება და შენ უკვე მარადიულ ცხოვრებას უერთდები, სადაც დრო და ჟამი აღარ არის, ღმერთთან დრო არ არის და შენც უდროობაში, მარადიულ სიხარულში გადადიხარ".


1
509
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
509
  
2023, 9 სექტემბერი, 21:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1