ქალი და მამაკაცი სე@ს თერავპეტი სხვის ქმრებთან წვება, რითაც ათობით ოჯახი დანგრევისგან იხსნა 2023, 3 სექტემბერი, 13:09
ამერიკელმა სექს-თერაპევტმა გადაარჩინა ასობით ოჯახი დანგრევას სხვის ქმრებთან სექსით.
სექს-თერაპევტმა გადაარჩინა ასობით ქორწინება, რადგან თავის კლიენტებთან სექსუელაური კავშირის დამყარება დაიწყო. ამის შესახებ Daily Mirror იტყობინება. 46 წლის ამერიკელი ქალი, ოლივია ბენტლი სექსუალური განათლების განხრით მუშაობს, ეხმარება წყვილებს ურთიერთობისას ინტიმური კავშირის ხელახლა გაღვივებაში და ასევე უზიარებს მათ საიდუმლოებებს, რომლებსაც შეუძლიათ ინტიმური ცხოვრება უფრო ნათელი და საინტერესო გახადონ. ზოგჯერ ის პრაქტიკაში აჩვენებს ზოგიერთ ტექნიკას, აწყობს კერძო სამსაათიან სესიებს დაქორწინებულ მამაკაცებთან. მამაკაცები მასთან ცოლების ნებართვით მოდიან, რათა ისწავლონ ის, რაც მათ არ იცოდნენ და დაიკმაყოფილონ სექსუალური შიმშილი. ბენტლის მომსახურება ძალზე პოპულარულია, ის კვირაში დაახლოებით 10 სესიას ატარებს, რითაც წელიწადში დაახლოებით 500 ათას დოლარს გამომუშავებს. "მე ოჯახები დანგრევისგან გადავარჩინე. რასაც ვაკეთებ, ცვლის ადამიანების ცხოვრებას. ჩემი კლიენტები ყველაზე მაგრები არიან რადგან მათ ესმით სექსის მნიშვნელობა ბედნიერი ქორწინებისთვის. და არის წყვილები, სადაც ქალები თავიანთ ქმრებს გართობის საშუალებას აძლევენ, ისინი ეძებენ რაიმე სახის გარე კონტაქტს. ზოგი ქალი ამბობს: „არ მინდა ვმონაწილეობდე ამაში, მაგრამ მსურს ვიცოდე ქალი [რომელთანაც სექსი ექნება], მე თვითონ მოვიწონო ეს არჩევანი, ამიტომ გიგზავნით თქვენ“(ოლივია ბენტლი-სექს-თერავპეტი) თუმცა, ბენტლი არა მარტო სექს-თერაპიას იყენებს, ის ასევე უზრუნველყოფს კლიენტების ემოციურ მხარდაჭერას და ეუბნება მათ, თუ რომელი სპორტის სახეობაა უკეთესი, რათა ჭარბმა წონამ ხელი არ შეუშალოს ინტიმურ ცხოვრებაში. მისი თქმით, მამაკაცებში სიმსუქნის გამო ხშირად ჩნდება ერექციული დისფუნქცია, ვინაიდან მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა. აქედან გამომდინარე, ბენტლის აქვს მზა ალგორითმი საჭირო დიეტით და შესაფერისი ვარჯიშებით, როგორიცაა, მაგალითად, ჩაჯდომები. სექს-თერაპევტი საკუთარ თავს აღწერს, როგორც სექსის ვეტერანს 15 წლიანი გამოცდილებით. მას არ აქვს სპეციალური განათლება ან კვალიფიკაცია, მაგრამ მანამდე მან რამდენიმე წლიანი "სტაჟირება"გაიარა ქალაქ ნავადას ერთ-ერთ ცნობილ საროსკიპოში. 249 2-ს მოსწონს
|