x
image
თუთიკო ბერძენა
ბედ-იღბალს არ უყვარს გამომძალველები და მათხოვრები - როგორ მოინადირა იქით მონადირებულმა მონსერატ კაბალიემ საყვარელი მამაკაცი...

თუ რაიმე ძალიან სასურველი არ მოხდა შენს ცხოვრებაში, ალბათ, ასეც უნდა იყოს. უნდა მიიღო უარი და გააგრძელო საკუთარი ცხოვრების შენება იმის გარეშე, რაც არ მოგეცა. არ მოითხოვო, არ იმათხოვრო, არ გაბრაზდე. არ მოგეცა და ნუ მოგეცა! ბევრი სხვა რამ გაქვს, რისთვისაც მადლობელი შეიძლება იყო. ეგებ უარის მთქმელმა გაცილებით მეტი დაკარგა უარით, ვიდრე შენ? და ეს მეტწილად ასეა, დაკვირვებით...
image

შესაძლოა, მონსერატ კაბალიე ამაზე არ ფიქრობდა. ის უბრალოდ ფიქრობდა, რომ არასოდეს დაქორწინდებოდა. უკვე ოცდაათი წლის იყო. სიყვარული თუ არ ჰქონდა, სამაგიეროდ, ჰქონდა არაჩვეულებრივი ხმა და საყვარელი საქმე, რომელიც არც ისე ბევრს აქვს დედამიწაზე.

უცებ ტენორმა ბერნაბე მარტიმ ისე ვნებიანად აკოცა სცენაზე, რომ ქალმა ლამის გონება დაკარგა. მოვიდა სიყვარული, თუმცა ყველაფერი არც ისე ადვილი იყო: ბერნაბე არ იყო მზად ქორწინებისთვის.

მაშინ კაბალიემ ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვიტა, მიუხედავად დიდი სიყვარულისა. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ ასეთ დროს სჯობს, წახვიდე ან გაუშვა... თავისუფლებაში გაუშვა და თავისუფლებაში დარჩე, რადგან სიყვარული ერთგვარი მიჯაჭვულობაა.

image

კაბალიემ დაივიწყა, აი, ასე, უცებ, ადვილად და მარტივად გადაჭრა მიზიდულობის თოკი და გააგრძელა საყვარელი საქმიანობა და საკუთარ თავზე მუშაობა.

ოოო, მამაკაცები ძნელად ეგუებიან უარს. მათ ის უფრო უყვართ, როცა მათზე გიჟდებიან, ვიდრე თვითონ სიყვარული.
როგორ თუ უარი? ეს შეუძლებელია!

ბრძოლის ახალი მუღამი ეძლევათ, როცა მონადირებული ხელიდან უსხლტებათ და ემშვიდობებათ მაშინ, როცა თვითონ ნანადირევის მირთმევის სურვილი არც კი აქვთ.

ახლა უკვე ნადირობის ახალი ფაზა იწყება და გაცილებით საინტერესო, ვიდრე ნანადირევია კალათში. და მარტიმ დაიწყო ყველაფერი თავიდან...

ახალი ფაზა დამთავრდა არა მონადირული ლტოლვით, არამედ რეალური გრძნობით. შედეგი არა ნანადირევი კალათში, არამედ საყვარელი ქალი.

მარტიმ მუხლებზე დაჩოქოლმა სთხოვა ცოლობა კაბალიეს.... აი, იმ ქალს, რამდენიმე ხნის წინ რომ ცივი უარი უთხრა თვითონ დაქორწინებაზე...

სიყვარულში და ჰარმონიაში ცხოვრობდნენ 54 წელი.

ბედნიერება ხშირად მოდის მაშინ, როცა არ ელი. როცა შენს თავს და შენს ცხოვრებას ისე იღებ, როგორიც არის და აკეთებ იმას, რაც იცი და გიყვარს.

იღბალს არ უყვარს გამომძალველები და მათხოვრები, მით უფრო გაბრაზებულები. თუ რაიმე, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, არ გამოდის უნდა გააგრძელო არხეინად ცხოვრება... სიმღერა, ხატვა, რა ვიცი, სულერთია, რაც გესიამოვნება, ან იფიქრო კარიერაზე, ან ააშენო სახლი.

სიყვარული ხელდასმულია ან განწირულია ზევიდან.

მონსერატ კაბალიეც ასე ფიქრობდა, ალბათ, როცა ერთი ხელის მოსმით გაწყვიტა საყვარელ ადამიანთან.

ბევრი რამ ჩვენი კონტროლის მიღმაა. მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, ადეკვატურად მივიღებთ თუ არა უარს და სურვილის შეუსრულებლობას.

გეცოდებოდეს ის, ვინც დაგკარგა, როგორც კაბალიეს კარგავდა მარტი. მონადირებულს... ძალიან დიდს... დიდს ყველანაირად...

0
205
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0