ფსიქოლოგია ან დროულად იყიდე თევზი, ან საერთოდ არ იყიდო! 2023, 28 აგვისტო, 0:23 "იყიდე თევზი!" - მოხუცმა მარკ ტვენის ფანჯარაზე მოკრძალებულად დააკაკუნა. მწერალს არ სურდა თევზი და არ იყიდა.
მეორე დილით მოხუცმა კვლავ დააკაკუნა და კვლავ შესთავაზა: "იყიდეთ თევზი, ბატონო!" მარკ ტვენმა კვლავ უარით გაისტუმრა.
მარკის მეუღლემ ქმარს ურჩია, კეთილმა და ღვთისმოსავმა ქალმა, ქმარს სთხოვა, ცოდოა მოხუცი, იყიდე, გააკეთე კარგი საქმეო. მარკ ტვენი მეორე დილით მოხუცს დაელოდა და თევზი იყიდა.
თევზი გაფუჭებული აღმოჩნდა. მწერალი საშინლად გაბრაზდა, მოხუცი იპოვა და უსაყვედურა:
-აი, რა ცუდი მოხუცი ხარ! ეს თევზი შენგან ვიყიდე, მაგრამ დამპალია. ნაგავი მომყიდე, ბერიკაცო, Გრცხვენოდეს!
მოხუცმა კი უპასუხა:
-რა თქმა უნდა, თევზი დამპალია, სამი დღის წინ შემოგთავაზე, გეყიდა. ამდენი რომ არ გეფიქრა და მაშინვე გეყიდა, ახალი თევზი იქნებოდა!" მწერალმა გადაიხარხარა...
თუ რაიმეს გაკეთებას გადაწყვეტ, დროულად გააკეთე. ნუ დაელოდები დალპობას. დროულად აიღე თევზი! ლოდინი წამგებიანი და საშიშია.
ან საერთოდ არ იყიდო. თუ თევზი არ გინდა, არ აიღო. ყოყმანი და დიდხანს ფიქრი, დაგვიანებული გადაწყვეტილების მიღება თევზივით აფუჭებს ყველაფერს.
იმოქმედე დროულად, თუ საერთოდ გინდა, იმოქმედო!
128 2-ს მოსწონს
|