საზოგადოება "აი, ეს არის ყველაზე დიდი სიბნელის, კომპლექსების, გოიმობის და სიბანძის ნიშანი!"-ბაკურ სვანიძე 2023, 27 აგვისტო, 12:08 " აი, ასეთ გ ო ი მ უ რ მატრაკვეცობებს ვერ ვიტან რა! წასულა ეს გოგო ა მ ე რ ი კ ა შ ი და მთელი გულით უნდა იქიდან დაგვიმტკიცოს, რომ ამერიკა არის რაღაც
განსაკუთრებული, ლ ა ღ ი, თავისუფალი ადამიანების ქვეყანა და სამოთხე დედამიწაზე!
ასეთებს, ზოგადად რატომღაც ისე ძალიან უნდათ ამის მტკიცება, რომ
ს ა კ უ თ ა რ ი ქვეყნის ლ ა ნ ძ ღ ვ ა შ ი გადასდით!
ახლა ამან აგერ დადო ვ ი დ ე ო, სადაც პ ო ლ ი ც ი ი ს ფორმიანი ამერიკელი სოციალურ ქსელში მ ღ ე რ ი ს, ერთობა, რაღაცეებს მაიმუნობს... და ამაზე მიუწერია ამ გოგოს - "აი, ეს არის პ ა ს უ ხ ი კითხვაზე - მოგწონს ამერიკა? შეეგუე ამერიკას?" - თითქოსდა, აი, თქვე ბნელებო და ჩამორჩენილებო, აი, ამიტომ მ ი ყ ვ ა რ ს და მომწონს ამერიკა, რომ აქ პოლიციელებს შეუძლიათ
ასე გაერთონო და იქვე გვიმტკიცებს, რომ თურმე, ასეთი საქციელისთვის ქ ა რ თ ვ ე ლ პოლიციელს "ცოცხლად დ ა წ ვ ა ვ ე ნ" და "აბა, წ ა რ მ ო ი დ გ ი ნ ე თ"
მაგ ბნელეთში ასეთი სილაღე და თავისუფლებაო...
არადა, ყველას გვაქვს ნანახი, თუნდაც ის ქართველი ს პ ე ც ნ ა ზ ე ლ ი, ბანკში მძევლები რომ იყო აყვანილი და დავალებაზე გასვლის დროს ხ ო რ უ მ ი ს ცეკვით შევიდა სპეცმანქანაში... თვითონვე დადო ეს ვიდეო მერე სოციალურ ქსელებში, მოიკითხეთ, ცოცხალია თუ დაწვეს უკვე?
ზოგადადაც, "ტიკტოკზე" არაერთხელ მინახავს პოლიციის თუ სხვა ძალოვანი უწყებების ფორმაში ჩაცმული ქართველები როგორ ერთობიან, მ ღ ე რ ი ა ნ, ცეკვავენ, ანეკდოტებს ჰყვებიან - როგორ იცით, დაწვეს ცოცხალდ რომელიმე?
კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი, დარწმუნებული ვარ, ამ ამერიკელ პოლიციელსაც ექნება
ზოგი უ ა რ ყ ო ფ ი თ ი და ზოგი დადებითი!
ქართველი პოლიციელების ვიდეოებზეც, არის ბევრი უარყოფითი კომენტარი, მაგრამ ბევრად მეტია დადებითი!
აი, ვერ ვხვდები რა საჭიროა ეს მ ე ტ ი ჩ რ უ ლ ი და მართლა გ ო ი მ უ რ ი "პიარი" ამერიკისა, შენი ქვეყნის დაკნინების ხარჯზე? ჩემი აზრით, სწორედ აი, ეს არის ყველაზე დიდი ს ი ბ ნ ე ლ ი ს, კომპლექსების,
გოიმობის და სიბანძის ნიშანი!
წახვედი იმ ამერიკაში? მოგწონს? გირჩევნია მანდ ყოფნა? იყავი შე კაი ადამიანო და მოგწონდეს! ღმერთმა ხელი მოგიმართოს! რა საჭიროა ეს რაღაც
თავგამოდებული მტკიცება ვიღაცეებისთვის, რომ აი, მე რა "ს ი ნ ა თ ლ ე შ ი" ვარ წამოსული და თქვენ რა "სიბნელეში" ჩარჩითო? თან ასეთი მართლა ბ ა ნ ძ ი
მაგალითებით?
რაც აქვს იმ ამერიკას მართლა კარგი და უკეთესი, იმაზე მაინც ილაპარაკე... იიიი, ერთობა კაჩო პოლიჩიელი და შქართველოში ამიშ გამო ცოცხლად დაჭვავდნენ თურმე ბნელი ქართველები...
იმის არ იყოს ერთი "ლ ა ლ ი დეიდა" გაჩითეს და მ ო დ ღ ნ ე ს ტვინი,
"აი, საქართველოს სახეო" - შეჩემისთავისუფალო, მთელი წლების განმავლობაში უამრავი ვინმე ასულა და ჩამოსულა ავტობუსში შორტით თბილისშიც, ბათუმშიც,
რუსთავშიც, ქუთაისშიც და ჩხოროწყუშიც! უთქვამს ვინმეს რამე? მაინცდამაინც ეგ ერთი "ლალი" რატომ არის "მთელი საქართველოს სახე"? ან იმავე ავტობუსში
კიდე 50 მგზავრი რომ არის, რომელიმემ დაუჭირა მხარი ლალის? ნუ იცით ხოლმე რა ეს მართლა გოიმური პ ა ნ ი კ ე ბ ი და ეროვნული თ ვ ი თ გ ვ ე მ ა რა!...
მივწერე ამ გოგოსაც ეს ყოველივე და დ ა მ ბ ლ ო კ ა... სამწუხაროდ ისე უცებ დამბლოკა, რომ ის მიმოწერები გ ა ქ რ ა, ვეღარ ვიპოვე რომ "დ ა მ ე ს ქ რ ი ნ ა"... უბრალოდ, ტ ე ხ ა ვ ს ასეთი მართლა სიგოიმე და სადაც ხართ, დააყენეთ ერთი და ადგილი და იყავით კაცო... ვაჰ...
აი, ეგაა კიდე ყველაზე დიდი სიგოიმე, პასუხს რომ სცემ, შეურაცხყოფის გარეშე, უხსნი, ახსენებ მაგალითებს, თუნდაც იმისა, ქართველი პოლიციელი რომ ხორუმს ცეკვავდა... და ნაცვლად იმისა, რომ გაიაზროს და თქვას უი, ახლა დავფიქრდი და მართალი ხარო... გბლოკავს!
არაფერი რომ აღარ აქვს სათქმელი რას იზამს აბა? მადლობა... თუ კიდე ვინმემ რამე ვერ გაიგო... დამირეკეთ... მიყვარხართ."-წერს სოციალურ ქსელში ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე.
157 3-ს მოსწონს
|