საზოგადოება "ვეძებ მერაბს, რომელიც 12 წლის ასაკში ჩემი ძმა უნდა გამხდარიყო, მაგრამ გააშვილეს" - ლადო აფხაზავა 2023, 26 აგვისტო, 12:30
.
"ვეძებ მერაბს, რომელიც 12 წლის ასაკში ჩემი ძმა უნდა გამხდარიყო, მაგრამ დაგვასწრეს და სამეგრელოში გააშვილეს. ეს ამბავი ასე დაიწყო:
.
12 წლის როცა ვიყავი, ფეხზე, წვივის ძვალზე სიმსიმვნეს ვებრძოდი, თუმცა გამიმართლა და გადავრჩი ჩემი მშობლების დაუღალავი ბრძოლის შედეგად. თბილისსში, ჩხეიძის ქუჩაზე, ღუდუშაურის კლინიკაში ვმკურნალობდი, იქ ბავშვთა სახლიდან ერთი ბიჭი, მერებიკო მოიყვანეს, რომელსაც ფეხის ტერფები მტრედის გულივით ამოზნექილი ჰქონდა ცერათითებთან. "მერაბიკო ციკინინი ვარ" - ასე ეცნობოდა ყველას.
.
ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ, მაგრამ პატარა მერაბიკომ მხოლოდ ჩვენ ამოგვარჩია და სულ ჩვენთან იყო. გვაბანინებდა, გვაწესრიგინებდა თავს, ჩვენთან ერთად უნდა ესადილა, სულ ელოდებოდა ჩემს გაღვიძებას, მთხოვდა თამაშს და ასე გავიდა ორი თვეც. მე უკვე სახლში გამომწერეს და როცა სახლში მოვდიოდით, დედამ მითხრა, რომ ის ჩამიყვანდა თუ არა სოფელში, ისევ უკან უნდა დაბრუნებულიყო მერაბიკოსთვის. ჩავედით თუ არა, მეორე დღეს თბილიში წავიდა და სამი დღე არ ჩამოსულა. საბუთებს აკეთებდა, თუმცა მერაბიკო უკვე ამ სამ დღეში უკვე გააშვილეს. ვიცით ის, რომ სამეგრელოში წაიყვანეს არაჩვეულებრივმა ადამიანებმა. დედას ყოველთვის ვატყობდი, ბევრს ფიქრობდა ამაზე, თუმცა არასდროს ახსენებდა მხოლოდ მერაბიკოს შემოხაზულ თითებს კოცნიდა რომელიც ერთერთ წიგნის ყდაზე შემოგვრჩა.
მე კი 12 წლიდან ვეძებ მერაბიკოს და ვერ ვიპოვე, თუმცა არამგონია მათ მშობლებს მერაბიკოსთვის არ ერთქვათ სიმართლე. ის ახლა 33-36 წლის იქნება ცხოვრობს სამეგრელოში და დარწმუნებული ვარ სახელს არ შეუცვლიდნენ. შეილძლება ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ რადგან ჩვენიანად მივიჩნიეთ და ამ განცდით ვიცხოვრეთ მთელი ეს წლები, ძალიან მინდა ვიპოვო და ისევ გვქონდეს ურთიერთობა", - წერს ლადო აფხაზავა.
.
.
"20 დღე, ხელში თოჯინით ეძებდა ოჯახს, ღმერთს ვთხოვოთ გადარჩეს, დანარჩენი შანსი არაა მოახერხოს, " – ნანუკა ჟორჟოლიანი. . გიო დუდაშვილი, კაცი თოჯინით ხელში შოვის სტიქიიდან, რომელიც ყველას გახსოვთ, მესამე შვილიც ანასტაციას იპოვა. ოჯახის ოთხ წევრს ქაშუეთიდან 26 აგვისტო გასვენებენ. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება. . "20 დღე, ხელში თოჯინით ეძებდა საკუთარ ოჯახს, სრული შემადგენლობით. ბოლოს ცხედრებიც სანატრელი გაუხდა. ასეთია სინამდვილეში ჯოჯოხეთი. ახლა ღმერთს მხოლოდ ის უნდა ვთხოვოთ რომ ეს კაცი გადარჩეს. უბრალოდ გადარჩეს. დანარჩენი შანსი არაა მოახერხოს. . შოვის ამბავს ტრაგედია არა, ჯოჯოხეთი ჰქვია", - წერს ტელეწამყვანი. ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. . 22 აგვისტოსთვის მონაცემებით, სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. იმ 4 პირიდან ერთ-ერთი, გიორგი დუდაშვილის ქალიშვილი, ანასტასიაა. გავრცელდა ბევრი დრამატული კადრი, თუმცა, ყველაზე მძიმე კაცია, რომელიც სტიქიის ზონაში თოჯინით ხელში დადის და შვილის მოძებნას ცდილობს... მანამდე, იპოვეს კაცის მეუღლის, ნატო ჭელიძის და ორი ვაჟის, ლუკასა და ანდრიას ცხედრები. . „კვირის პალიტრასთან“ ნატო ჭელიძის ერთ-ერთმა ახლობელმა ოჯახის შესახებ ისაუბრა. . „ნატო ისეთი გოგო იყო, ისეთი სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებდა ირგვლივ ყველას, რომ მასზე როგორ არ ვთქვა რამე… ალბათ, შოვი იყო მისი ბედისწერა. ჯერ ბავშვობიდან არ შორდებოდა აქაურობას. თავად სოფელ ღარში დაიბადა და ცხოვრობდა, მაგრამ შოვში მისი მამიდის ოჯახია. ნატოს შოვი და მამიდა იმდენად უყვარდა, სულ მამიდასთან იყო. ბავშვობა შოვში გაატარა, შოვში გაიცნო მეუღლეც - გიო, ღირსეული და კარგი ადამიანი. გიო განადგურებულია. მასზე ღირსეულ და ერთგულ ადამიანს, მასზე თავდაჭერილს, იშვიათად ნახავთ. უსაზღვროდ უყვარდა ცოლ-შვილი. ბავშვები თბილისში დაიბადნენ, მაგრამ ზაფხულს რაჭაში ატარებდნენ. ნატო ამბობდა, ამაზე ლამაზ და ჯანმრთელ ადგილას სად წავალთო! ნატო ძალიან კარგი დედა იყო, სულ შვილებზე ფიქრობდა: ბავშვები თბილისში, ბინაში რომ არიან გამოკეტილები, იმიტომ ხდებიან ასე ხშირად ავად. აუცილებლად შოვში უნდა ავიყვანო, გალაღდებიან, ირბენენ, შოვის სიჯანსაღეც მთელი წელიწადი გაჰყვებათო. თქვა და გააკეთა… მაგრამ აი, რით დამთავრდა ყველაფერი. არ მინახავს მწუხარების ასე ღირსეულად გაძლება. ძმები და დედიკო ახლა ანასტასიას ელოდებიან. ერთად რომ მოიყრიან თავს, მერე დაკრძალავენ. ანგელოზები ცაში წავიდნენ, სადაც ყველა წავალთ, ადრე თუ გვიან. იქ მარად ერთმანეთის გვერდით იქნებიან. გიომ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, მის ანგელოზებს ყველაზე მეტად ეს ენდომებათ“, - ამბობს ოჯახის ახლობელი. * * * . გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში! უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი - კელი დეგნანი, . გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი დათვლილი – იმედი მაქვს, 2024-ის არჩევნები უკეთესი იქნება – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. ამერიკის ელჩი ქართველ ხალხს არჩევნებზე აქტიურობას ურჩევს. . საქართველოში ამერიკის ელჩი ამბობს, რომ გადამწყვეტი არჩევნები რომელიც ელექტრონული წესით უნდა ჩატარდეს დიდი გამოწვა იქნება. არ გამორიცხავს, რომ პროცესი ხარვეზებით წარიმართოს. . ელჩის განმარტებით, ხალხს თუ არ ექნება ცოდნა, როგორ მუშაობს სისტემა, ელექტრონული არჩევნები შესაძლოა გახდეს მანიპულაციის შესაძლებლობა. . ვფიქრობ, ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი: გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველჰყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი – დათვლილი. აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ამომრჩევლის განათლების კამპანიას, რომელიც ადამიანებს დაეხმარება არა მხოლოდ იმის გაგებაში რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ იმაშიც, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე, როცა უბნების 90% გადადის ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე, ამომრჩეველმა იცოდეს ეს როგორ მუშაობს. უბნების თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ ეს როგორ მუშაობს. სხვაგვარად გვექნება მეტი დაბნეულობა როგორც ოლქებში, ისე უბნებზე. ვინაიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახეთ, როცა უბნების 10%-ზე იყო ელექტრონული ხმის მიცემა, იყო გარკვეული პრობლემები – მართალია, უფრო ტექნიკური და არა რაიმე სხვა, მაგრამ ამან შეიძლება მთელი პროცესი შეანელოს, როცა მთელი ქვეყანა ელეტრონულად აძლევს ხმას. აშშ-შიც ვნახეთ, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით ის როგორ მუშაობს. ასე რომ, ეს იქნება მნიშვნელოვანი არჩევნები და საგანმანათლებლო კამპანია არა მხოლოდ იმაზე, რატომ არის შენი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ ხმის მიცემის ძალიან ტექნიკურ მხარეზეც. . მნიშვნელოვანია აგრეთვე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები, სინამდვილეში ეს თვეებით ადრე ხდება: ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა, რომ, თუკი ისე არ მისცემენ ხმას, როგორც საჭიროა, სამსახურს დაკარგავენ. გავიმეორებ, ეს არის ტაქტიკები, რომლებიც საქართველოში გამოიყენება ბევრი, ბევრი წელია სხვადასხვა ხელისუფლების დროს. ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ადრეული მონიტორინგი იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამომრჩეველს, მოგვიანებით ჰქონდეს ნდობა შედეგის მიმართ. ნაკლებად მნიშვნელოვანია აშშ-ს აქვს თუ არა ნდობა შედეგის მიმართ, არამედ ამომრჩეველსა და საქართველოს ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ არჩევნები ნამდვილად სამართლიანია და ასახავს საქართველოს ხალხის ნებას. 2020-ში კოვიდის გამო შეუძლებელი იყო საერთაშორისო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა და ვფიქრობ, ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ ამდენს გაუჩნდა შეკითხვები, რატომაც იყო ამდენი ბრალდება და საჩივარი – ვინაიდან არ გქონდათ საგარეო დახმარება მეთვალყურეებით, რომლებიც დაგეხმარებოდნენ პრობლემების გამოვლენასა და იმის დადასტურებაში, პროცესი სამართლიანი იყო თუ არა. არავის განუცხადებია, რომ 2020-ის არჩევნები სამართლიანი იყო და არც 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე უთქვამს ვინმეს, რომ სამართლიანი იყო. ეს სამწუხაროა და იმედი მაქვს, 2024-ის არჩევნები უკეთესი იქნება“, – განაცხადა დეგნანმა. .. ვისურვებდი, მეტ პროგრესს ქართველების მიერ ღრმა პოლარიზაციის დაძლევის ხელშეწყობაში. ის არსებობდა მაშინაც, როცა აქ ჩამოვედი. ძალიან ღრმად პოლიტიზებული იყო თითქმის ყველა საკითხი. სახეზე იყო კრიზისი, რომელიც იყო 2020 წლის 19 ივნისის მოვლენების შედეგი, როცა რუსეთის დუმის წევრმა დაიკავა საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელი. ასე რომ, კრიზისი უკვე არსებობდა. იმ ფონზე საქართველოს ლიდერები გამოვიდნენ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმების იდეით, რაც ძალიან იმედისმომცემი ნიშანი იყო, რომ მათ შეუძლიათ ერთად მუშაობა. . ამის შემდეგ, 2020 წლის ოქტომბერში იყო ძალიან ნაკლოვანი საპარლამენტო არჩევნები, რამაც გამოიწვია მორიგი პოლიტიკური კრიზისი. მეამაყებოდა საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისა და საზოგადოების წარმომადგენლების ხილვა გამოსავლისა და წინსვლის გზის მოსაძებნად მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომ მოეგვარებინათ კრიზისი, პარლამენტარები შეეყვანათ პარლამენტში, სადაც უნდა მიმდინარეობდეს დებატები, სადაც უნდა აჯერებდნენ განსხვავებულ პოზიციებს, ამუშავებდნენ კანონმდებლობას, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია. სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ არც ერთმა მსხვილმა პარტიამ მისდია იმ შეთანხმებას და ეს ძალიან სამწუხარო იყო. ვთვლი, რომ ამან პოლარიზაციას ახალი საფუძველი მისცა და შექმნა მეტი პრობლემა, რომლის გადალახვაც ძნელია. . იყო შესაძლებლობა და კვლავაც არის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოიჩინონ გამბედაობა, გამონახონ ძალა - გვერდზე გადადონ განსხვავებები და რეალურად იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ევროკავშირმა საქართველოს მისცა მკაფიო გზამკვლევი კანდიდატის სტატუსისკენ. მათ ეს ძალიან მარტივად წარმოადგინეს - საჭიროა მხოლოდ მიჰყვეთ ამ ნაბიჯებს. ვიმედოვნებ, ამ რამდენიმე თვესა და კვირაში პოლიტიკური ლიდერები გვერდზე გაწევენ განსხვავებებს და მუყაითად იმუშავებენ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რადგან ეს საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია. -- აღნიშნავს დეგნანი. 29 შეფასება არ არის
|