საზოგადოება "20 დღე ხელში თოჯინით ეძებდა ოჯახს... ღმერთს ვთხოვოთ გადარჩეს, დანარჩენი შანსი არაა მოახერხოს" – ნანუკა ჟორჟოლიანი 2023, 24 აგვისტო, 15:39 ![]() . "20 დღე, ხელში თოჯინით ეძებდა საკუთარ ოჯახს, სრული შემადგენლობით. ბოლოს ცხედრებიც სანატრელი გაუხდა. ასეთია სინამდვილეში ჯოჯოხეთი. ახლა ღმერთს მხოლოდ ის უნდა ვთხოვოთ რომ ეს კაცი გადარჩეს. უბრალოდ გადარჩეს. დანარჩენი შანსი არაა მოახერხოს. . შოვის ამბავს ტრაგედია არა, ჯოჯოხეთი ჰქვია", - წერს ტელეწამყვანი. ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. . 22 აგვისტოსთვის მონაცემებით, სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. იმ 4 პირიდან ერთ-ერთი, გიორგი დუდაშვილის ქალიშვილი, ანასტასიაა. გავრცელდა ბევრი დრამატული კადრი, თუმცა, ყველაზე მძიმე კაცია, რომელიც სტიქიის ზონაში თოჯინით ხელში დადის და შვილის მოძებნას ცდილობს... მანამდე, იპოვეს კაცის მეუღლის, ნატო ჭელიძის და ორი ვაჟის, ლუკასა და ანდრიას ცხედრები. . „კვირის პალიტრასთან“ ნატო ჭელიძის ერთ-ერთმა ახლობელმა ოჯახის შესახებ ისაუბრა. . „ნატო ისეთი გოგო იყო, ისეთი სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებდა ირგვლივ ყველას, რომ მასზე როგორ არ ვთქვა რამე… ალბათ, შოვი იყო მისი ბედისწერა. ჯერ ბავშვობიდან არ შორდებოდა აქაურობას. თავად სოფელ ღარში დაიბადა და ცხოვრობდა, მაგრამ შოვში მისი მამიდის ოჯახია. ნატოს შოვი და მამიდა იმდენად უყვარდა, სულ მამიდასთან იყო. ბავშვობა შოვში გაატარა, შოვში გაიცნო მეუღლეც - გიო, ღირსეული და კარგი ადამიანი. გიო განადგურებულია. მასზე ღირსეულ და ერთგულ ადამიანს, მასზე თავდაჭერილს, იშვიათად ნახავთ. უსაზღვროდ უყვარდა ცოლ-შვილი. ბავშვები თბილისში დაიბადნენ, მაგრამ ზაფხულს რაჭაში ატარებდნენ. ნატო ამბობდა, ამაზე ლამაზ და ჯანმრთელ ადგილას სად წავალთო! ნატო ძალიან კარგი დედა იყო, სულ შვილებზე ფიქრობდა: ბავშვები თბილისში, ბინაში რომ არიან გამოკეტილები, იმიტომ ხდებიან ასე ხშირად ავად. აუცილებლად შოვში უნდა ავიყვანო, გალაღდებიან, ირბენენ, შოვის სიჯანსაღეც მთელი წელიწადი გაჰყვებათო. თქვა და გააკეთა… მაგრამ აი, რით დამთავრდა ყველაფერი. არ მინახავს მწუხარების ასე ღირსეულად გაძლება. ძმები და დედიკო ახლა ანასტასიას ელოდებიან. ერთად რომ მოიყრიან თავს, მერე დაკრძალავენ. ანგელოზები ცაში წავიდნენ, სადაც ყველა წავალთ, ადრე თუ გვიან. იქ მარად ერთმანეთის გვერდით იქნებიან. გიომ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, მის ანგელოზებს ყველაზე მეტად ეს ენდომებათ“, - ამბობს ოჯახის ახლობელი. * * * . გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში! უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი - კელი დეგნანი,![]() . ვისურვებდი, მეტ პროგრესს ქართველების მიერ ღრმა პოლარიზაციის დაძლევის ხელშეწყობაში. ის არსებობდა მაშინაც, როცა აქ ჩამოვედი. ძალიან ღრმად პოლიტიზებული იყო თითქმის ყველა საკითხი. სახეზე იყო კრიზისი, რომელიც იყო 2020 წლის 19 ივნისის მოვლენების შედეგი, როცა რუსეთის დუმის წევრმა დაიკავა საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელი. ასე რომ, კრიზისი უკვე არსებობდა. იმ ფონზე საქართველოს ლიდერები გამოვიდნენ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმების იდეით, რაც ძალიან იმედისმომცემი ნიშანი იყო, რომ მათ შეუძლიათ ერთად მუშაობა. . ამის შემდეგ, 2020 წლის ოქტომბერში იყო ძალიან ნაკლოვანი საპარლამენტო არჩევნები, რამაც გამოიწვია მორიგი პოლიტიკური კრიზისი. მეამაყებოდა საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისა და საზოგადოების წარმომადგენლების ხილვა გამოსავლისა და წინსვლის გზის მოსაძებნად მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომ მოეგვარებინათ კრიზისი, პარლამენტარები შეეყვანათ პარლამენტში, სადაც უნდა მიმდინარეობდეს დებატები, სადაც უნდა აჯერებდნენ განსხვავებულ პოზიციებს, ამუშავებდნენ კანონმდებლობას, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია. სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ არც ერთმა მსხვილმა პარტიამ მისდია იმ შეთანხმებას და ეს ძალიან სამწუხარო იყო. ვთვლი, რომ ამან პოლარიზაციას ახალი საფუძველი მისცა და შექმნა მეტი პრობლემა, რომლის გადალახვაც ძნელია. . იყო შესაძლებლობა და კვლავაც არის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოიჩინონ გამბედაობა, გამონახონ ძალა - გვერდზე გადადონ განსხვავებები და რეალურად იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ევროკავშირმა საქართველოს მისცა მკაფიო გზამკვლევი კანდიდატის სტატუსისკენ. მათ ეს ძალიან მარტივად წარმოადგინეს - საჭიროა მხოლოდ მიჰყვეთ ამ ნაბიჯებს. ვიმედოვნებ, ამ რამდენიმე თვესა და კვირაში პოლიტიკური ლიდერები გვერდზე გაწევენ განსხვავებებს და მუყაითად იმუშავებენ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რადგან ეს საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია. -- აღნიშნავს დეგნანი. 30 შეფასება არ არის
|