საქართველო "ქართველ ხალხს ფაქტობრივად დებილებს უწოდებს, ცოდნა არ გაგაჩნიათ და ხმას ვერ მისცემთო"-ნინო ფოჩხუა 2023, 21 აგვისტო, 15:19
"კელი დეგნანის ბოლო ინტერვიუ არა მხოლოდ შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხის მიმართ, არამედ ეს არის თავხედობის ის დონე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არც ერთმა დიპლომატმა არ უნდა იკადროს" - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.
ფოჩხუა, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ინტერვიუს აფასებს, სადაც მან არჩევნების ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ცოდნის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. ექსპერტის თქმით, კელი დეგნანი არჩევნების ელექტრონულ სისტემას, რომელიც მანიპულაციის საშუალებას არ იძლევა, ეჭვქვეშ ისე აყენებს, რომ ქართულ საზოგადოებასაც შეურაცხყოფს. “კელი დეგნანის ბოლო ინტერვიუ არა მხოლოდ შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხის მიმართ, არამედ ეს არის თავხედობის ის დონე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არც ერთმა დიპლომატმა არ უნდა იკადროს. დეგნანი ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების ელექტრონულ სისტემას, რომელიც რეალურად სრულად გამორიცხავს მანიპულაციას და რაიმე სახის მინიმალურ მანიპულაციასაც კი. თან ეჭვქვეშ აყენებს ისე, რომ ქართველ ხალხს ფაქტობრივად დებილებს უწოდებს, ცოდნა არ გაგაჩნიათ და ხმას ვერ მისცემთო. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო აღარ ვიცი, ბედნიერებაა რომ ეს ქალი მოშორდა ჩვენ ქვეყანას!” - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე. როგორც იცით, აშშ-ის ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი ასრულებს თავის მისიას საქართველოში იგი მომავალი ორი წლის განმავლობაში ვაშინგტონში საგარეო პოლიტიკის უფროსი მრჩევლის მოვალეობას შეასრულებს. ქვეყნის დატოვებამდე მან ვრცელი ინტერვიუ მისცა რადიო "თავისუფლებას" სრულიინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში. 227 3-ს მოსწონს |
2024 წელსაც ქოცები მოიგებენ არჩევნებს იმ მარტივი მიზეზით,რაც ბოლო წლებში სახელდება.ამბობენ,არჩევნებს ფული იგებსო და 8 მილიარდი აქვს ბიძოს,თუ უნდა ქოცების გამარჯვება,მაშინ ასეც იქნება. რანაირად უნდა წააგოს არჩევნები ამ კაცმა,როცა ფული წყვეტს არცევნების ბედს.არადა სკოლაში გვასწავლიდნენ რო ყველა ამომრჩევლის ხმა გადამწყვეტიაო,არავის უხსენებია ფული,თუმცა გავიზარდეთ და მივხდით რო ჩემი ან სხვისი ერთი ხმა არაფერს შვება,ფული აკეთებს საქმეს. პრინციპში ეგრეა რა,8 მილიარდის პატრონი რო იყოთ,კალოშიან ჯემალას გადააწყვეტინებთ რამეს? მგონი არა ხო? ამის მესმის,მარა ის არ მესმის,რატომ სჯერათ ხალხს რო რამეს ირჩევენ და რატომ დადიან არჩევნებზე