ბიოგრაფია ნამდვილი ჰიტლერი II მსოფლიო ომის დაწყებამდე გარდაიცვალა... 2023, 22 აგვისტო, 15:40 II მსოფლიო ომის დაწყების წინ, მსოფლიოში უჩვეულო ინფორმაცია გავრცელდა: აშშ-ში წიგნი — «ადოლფ ჰიტლერის უცნაური სიკვდილი» (Strange Death of Adolf Hitler) გამოვიდა, რომლის ავტორი ირწმუნებოდა, რომ გერმანელების ფიურერი, ჯერ კიდევ 1938 წელს გარდაიცვალა... და რომ ის, ნსდაპ-მა (NSDAP — ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია) ორეულით, — მაქსიმილიან ბაუერით ჩაანაცვლა, რომელიც გარეგნობით, ჰიტლერისგან არაფრით განსხვავდებოდა... ამერიკული კომპანიის — Macaulay–ის გამომცემლების განცხადებით, წიგნის ხელნაწერი, მათ გერმანელმა ოფიცერმა გადასცა, რომელიც ამერიკაში რამდენიმე დღით იყო ჩასული და რომელსაც, მისი თქმით, ნაცისტური იდეოლოგია არ მოსწონდა. ის აშშ-ი გემით ჩავიდა და იგივე გემით აპირებდა უკან დაბრუნებას. ხოლო, ხელნაწერი ორ — გერმანულ და ინგლისურ ენებზე იყო. «1939 წლის იანვრის ბოლო პარასკევს, ჩვენი ოცდაათწლიანი მოღვაწეობის მანძილზე, ყველაზე უჩვეულო ხელნაწერი მივიღეთ. წყაროები, რომელიც წიგნს საფუძვლად ედო, მისი ნამდვილობის გარანტია იყო», — ნათქვამია წიგნის წინასიტყვაობაში. გამომცემლები ირწმუნებოდნენ, რომ ხელნაწერის წარმომავლობა და მასში მოთხრობილი მოვლენების ჭეშმარიტება «დეტალურად გადაამოწმეს» და ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა... ორეულის აღსარებაწიგნში მოთხრობილია იმის შესახებ, რომ ადოლფ ჰიტლერმა 1933 წელს, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, თავისთვის რამდენიმე ორეული აიყვანა და მათ მომზადებაში, თავადვე მონაწილეობდა. ორეულები ნაცისტების ლიდერს მხოლოდ გარეგნობით კი არ ჰგავდნენ, მისი სიარულის მანერის და ხმის ტემბრის და საუბრის სტილის იმიტაციასაც აკეთებდნენ. მათი ამოცანა კი, საზოგადოებრივ ღონისძიებებზე ლიდერის ჩანაცვლება იყო. ერთ-ერთ ორეულს მაქსიმილიან ბაუერი ერქვა და წიგნიც სწორედ მისი სახელით იყო დაწერილი. ბაუერი ირწმუნებოდა, რომ მას შემდეგ, რაც 1938 წლის 29 სექტემბერს ჰიტლერი თავისივე თანაპარტიელებმა მოწამლეს, გერმანიის ხელისუფლებას სათავეში სწორედ ის ჩაუდგა. «ეს ვახშმის დროს მოხდა. სუფრასთან ჰიტლერის გარდა, გერინგი, გებელსი და რიბენტროპი იყო. მათ ნამდვილ ფიურერს საჭმელში სამხრეთ ამერიკული ნარკოტიკი ჩაუყარეს» — აცხადებს ჰიტლერის ორეული. თუმცა, ამის შემდეგ, ბაუერის ცხოვრებაში მაინც არაფერი შეიცვალა. ის იძულებით, ჰიტლერის როლის შესრულებას ისევ აგრძელებდა. აქვე უნდანა აღინიშნოს, რომ წიგნში ამ ისტორიის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად, არანაირი საბუთი არ არის წარმოდგენილი, გარდა იმისა, რომ თითქოს, 1938 წლიდან მესამე რაიხის პოლიტიკა შეიცვალა. რა არის ცნობილი ჰიტლერის ორეულების შესახებ?მიუნხენის შეთანხმების (1938 წლის 30 სექტემბერი) წინ, ჰიტლერის სიკვდილის მოსურნე, მართლაც ბევრი ადამიანი იყო. თუმცა, იმ პერიოდში, მთავარი ნაცისტის გარდაცვალების დამადასტურებელი, რაიმე მტკიცებულება, ისტორიას არ შემოუნახავს. არც ის არის ცნობილი, თუ რა დაემართა ბაუერს აღნიშნული წიგნის გამოქვეყნების შემდეგ. სავსებით შესაძლებელია, რომ «ადოლფ ჰიტლერის უცნაური სიკვდილი», გამიზნული დეზინფორმაცია, ან ლიტერატურული მისტიფიკაცია ყოფილიყო... თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ირიბი მტკიცებულება, ჰენრიხ მიულერის დაკითხვის ოქმის სახით, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში გასაჯაროვდა და რომელშიც ნათქვამია, რომ ფიურერისთვის ათობით ორეულის შერჩევა ხდებოდა და მათ კანდიდატურებს პირადად ჰიტლერი ამტკიცებდა. ხოლო, თუ რომელიმე «სტანდარტებს არ შეესაბამებოდა», — უბრალოდ, კლავდნენ... და რომ, ორეულების გამოყენება ჰიტლერის მხოლოდ დაგეგმილ საჯარო გამოსვლების დროს კი არა, მაშინაც ხდებოდა, როდესაც მესამე რაიხის უფროსს საფუძვლიანი ეჭვი გააჩნდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ცნობილია ისიც, რომ ყველაზე მეტად ჰიტლერს, ავსტრიელი გუსტავ ველერი ჰგავდა, რომელიც ადრე ტიპოგრაფიაში მუშაობდა. ასევე ცნობილია, ეროვნებით ებრაელის, კლაუს ბუშტერის სახელი, რომელიც «საიდუმლო მისიაში», პირდაპირ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკიდან მოხვდა. ის ფაქტი, რომ ჰიტლერს ორეულები ჰყავდა, იმის ვარაუდის საშუალებასაც იძლევა, რომ ფიურერმა, 1945 წელს, საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მოაწყო და ევა ბრაუნთან ერთად, არგენტინაში გაიქცა. თუმცა, ეს უკვე სხვა ისტორიაა... არხის სხვა სიახლეები:* მრუშობა სიკვდილით ისჯებოდა, ყაჩაღობა კი, ჯარიმით – დანაშაული და სასჯელი ძველ ეგვიპტეში* როგორ გახდა მუმია "წამალი" და "საოცარი ნივთიერება", რომელსაც ის შეიცავს* რა გავლენას ახდენს ქვეცნობიერი ჩვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე? – საიდუმლო ამოხსნილია* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?298 2-ს მოსწონს
|