x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ღარიბაშვილს ისე უყურებდა, როგორც ლენინი ბურჟუაზიას"-გელა ზედელაშვილი
image


"წააადიიიიიიიიიიიიიიიი!!!


ამას წინებზე წვეულება გამართა, თავისიანებს დაემშვიდობა, მერე წალენჯიხაშიც ჩავიდა, გია ხარჩილავასგან “ბუკეტი'' მიიღო, ცალყბად იღიმოდა, ნასიამოვნები ჩანდა. გულზე ხელი მიიდო და... ამას არასდროს დავივიწყებო.

image


გუშინწინ პრემიერ-მინისტრს შეხვდა, დაემშვიდობა, დაღრეჯილობა შეჰყროდა, ღარიბაშვილს ისე უყურებდა, როგორც ლენინი ბურჟუაზიას, გეგონება მაგისი ბრალია, ვადა რომ ამოეწურა და უნდა წავიდეს.


აშკარად არ უნდა წასვლა... აი, მიდის და ვერ მიდის, ფეხები უკან რჩება, მუხლები აღარ ემორჩილება... დააპირებს წასვლას, გამაიხურამს კარსა, გასაღებს ამოდებს ტილოს ქვეშ, გადადგამს რამდენიმე ნაბიჯს, ისევ მიბრუნდება, შევა “ქუხნაში'', მიაგდებს “კლეჩატ'' პრავიზონკას “ტაბურეტკაზე'', მაიდუღებს უშაქროდ ყავას და ზის აეგრე გაშტერებული.


იმ დღეს დიღმის ტრასაზე უნახავთ გახვითქული, თურმე იღლიებიდან ოფლი წურწურით გასდიოდა... დაყვავებითა და ხვეწნა-მუდარით ძლივს მოუბრუნებიათ, თურმე ცრემლებად იღვრებოდა, რა ვქნა, რანაირად მოვიქცე, წასვლა არ მინდა, არც გონება მიშვებს აქედან, არც ჭკუა და არც ფეხებიო.


ეგე, გუშინ სტადიონზეც მისულა რაგბის საყურებლად... იმედი ჰქონდა, აშუშუელები მოგვიგებდნენ, ნიშნს მოგვიგებდა და ენასაც გამოგვიყოფდა.

ვერ აიხდინა გულის წადილი, სტრატეგიული პარტნიორი 22-ით 7-ზე დავამარცხეთ. გული ვატკინეთ. უსტუმართმოყვარეობა გამოვიჩინეთ, არც ნიშნი მოვაგებინეთ და არც ენა გამოვაყოფინეთ... მეტიც, როგორც კახელები იტყვიან ხოლმე, გაპლუტებული დავტოვეთ.

image

აშკარად ეწყინა... თავისი ამხანაგებისთვის გადაულაპარაკნია, ამას კი ნამდვილად არ ველოდიო... დამჯდარა “ქუხნაში'' და ცხარე ცრემლით უტირნია... მნახველები ამბობენ, გულის ამოსკვნამდე იტირაო.


ჩვენ კიდე რა უნდა გვექნა? ჩვენ კიდე ხო ჩვენი ინტერესები გვაქ? მართალია, სტრატეგიულ პარტნიორებს ძალიანაც არ სიამოვნებთ, ჩვენი ინტერესები რო გვაქ, მაგრამ რანაირად მოვიქცეთ, ყველას ფეხებქვეშ ხო ვერ გავეგებით? მორჩა, ეყოფათ, რაც გავეგეთ!

image

წადი, ქალო თუ კაცო, წადი-მეთქი, სანამ რამე შარს არ გადაჰყრიხარ, ფეხები უკან ნუ გრჩება!"-წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" აღმასრულებელი დირექტორი გელა ზედელაშვილი.

0
157
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0