x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
5 პირველი პაემანი, რომლებიც საშინლად დასრულდა
1-ახალგაზრდა ჯენიფერ როზოფს, რომელიც სარეკლამო სააგენტოს მენეჯერად მუშაობდა მანჰეტენზე, პირველი პაემანი ჰქონდა სტივენ ქლოუზთან, შეხვედრის შემდეგ გოგონამ ვაჟი სახლში მიიწვია, ცოტა ხანში გოგონა აივანზე გავიდა სიგარეტის მოსაწევად და აივნის კუთხეში, ჯებირზე ჩამოჯდა, შეშინებულმა სტივენმა გოგონა გააფრთხილა, რომ მასე ნუ იქცეოდა, თუმცა გოგონამ უპასუხა, რომ სულ ასე ჯდებოდა აივანზე, უცებ გაისმა ჭახანის ხმა და აივანი ჩაინგრა.იგი მე-16 სართულიდან ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

image


2-ახალგაზრდა ჩინელ ბიზნესმენს გოგონა მოეწონა და პირველი პაემანი დაუნიშნა.წყვილი შეხვდა ერთმანეთს, მათ მამაკაცის Audi კაბრიოლეტით გაისეირნეს, ჯერ კიდევ გზაში ეცნობოდნენ ერთმანეთს, როდესაც სატვირთოდან უზარმაზარი კონტეინერი გადმოვარდა და ავტომობილს დაეცა.


წარმოუდგენელია, მაგრამ ისინი გადარჩნენ, თუმცა თითქმის 8 საათი იმყოფებოდნენ კონტეინერის ქვეშ, სანამ მაშველებმა ისინი გაანთავისუფლეს.



image

3-26 წლის უგანდა ჯოან ალუპოს ძალიან სურდა ენახა მამაკაცი, რომელიც "ფეისბუკით" გაიცნო, მათ რამდენიმე კვირა მიმოწერა ჰქონდათ, საბოლოოდ პაემანზე შეთანხმდნენ.თუმცა მისი პაემანი მოტაცებით დამთავრდა, ალუპო ადგილობრივი პოლიტიკოსის ქალიშვილი იყო, თვალებახვეული გოგონა გამტაცებელს ორი დღის განმავლობაში მანქანაში ჰყავდა დამწყვდეული. პოლიციამ მიმოწერის მეშვეობით დაადგინა გამტაცებელი და მასთან კონტაქტი დაამყარა, შეშინებულმა გამტაცებელმა გოგონა ქალაქის გარეუბანში დატოვა, ხოლო თვითონ გაიქცა.

image

4-ლია გიბსმა ადამ მინტონი ინტერნეტით გაიცნო, იგი პირველ პაემანზე სტუმრად ეწვია მამაკაცს, რომ ერთად ეყურებინათ ფილმისთვის.მოულოდნელად ადამმა ქალს სთხოვა დამჯდარიყო მის მანქანაზე და მეგობართან გაეყვანა, რომლთანაც სულ ორიოდე წუთის საქმე ჰქონდა.ლიამ იგი სავაჭრო ცენტრში გაიყვანა, იქედან დაბრუნებლმა ადამმა გოგონას სთხოვა ავტომობილი სწრაფად დაექოქა და იქაურობას მოშორებოდნენ.უკან დაბრუნებულებს ადამის სახლთან პოლიცია ელოდათ.როგორც აღმოჩნდა, მანქანა ადამსს რამდენიმე საათის წინ ჰქონდა გატაცებული."ვფიქრობდი, რომ მთელი ღამე ადამის მკლავებში ვინებივრებდი, სინადვილეში კი კანონის კლანჭებში მოვექეცი"-აღიარა შემდეგ ლიამ.გოგონამ შესძლო დაემტკიცებინა თავის უდანაშაულობა, ხოლო ადამ მინტონს 4 წელი ციხე მიუსაჯეს.

image

5-მოზარდები-ივეტ როდირი და ზაკ სნარი მეგობრობდნენ, მაგრამ ორივეს აშკარად უფრო მეტი, -ერთმანეთის სიყვარული ედოთ გულში.1996 წლის 26 აგვისტოს ზაკმა ივეტი დაპატიჟა წყალსაცავ "ლიტლი დელზე", იმისთვის, რომ სავსე მთვარესთვის ფოტოები გადაეღოთ, ტბა სლოტ-ლეიკ სიტის გარეუბანში მდებარეობდა.ადგილზე მისულებს, ჯერ კიდევ ავტომობილში მყოფ წყვილს მიუახლოვდა ახალგაზრდა კაცი, ამოიღო იარაღი და ზაკი ადგილზე მოკლა, ხოლო ივეტი მძიმედ დაჭრა.

პოლიციამ მოგვიანებით დააკავა მკვლელი, იგი აღმოჩნდა 19 წლის ხორხე ბენვენუტო, დაკითხვისას მან აღიარა, რომ უბრალოდ აინტერესებდა ენახა, თუ რეალურად როგორ კვდება ადამიანი.

image

0
114
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0