x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რაღა ვერ ისწავლეთ და რაღა ვერ დაიხვეწეთ, თქვე ჩე***ო, თქვენ ხომ ევროპიულ წრეებზე დადიოდით ფილარმონიაში?!"-გელა ზედელაშვილი

image

"ერთ ე.წ. მწერალს ქეთი დუმბაძეზე უთქვამს, ეგ ქალი მწერალთა სახლს სოფლის კლუბად გადააკეთებსო!
image
გეყურებათ?
სოფლის კლუბად უნდა გადააკეთოსო... სოფლისო!
შე აღვირახსნილო და სულიერად გახრწნილო, ჯერ ერთი, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილს რა ეტყობა საიმისო, რომ “ევროპიული სასახლე'' სოფლის კლუბად უნდა გადააკეთოს და მეორეც - ერთი ამ სოფლის კლუბსა და იქ გაზრდილებს რას გვიწუნებ, შენზე მეტი არ წაგვიკითხავს თუ შენზე მეტი არ დაგვიწერია?
ჰა, შე აღვირახსნილო!
პირადად მე სოფლის კლუბში გავიზარდე, უამრავი კარგი ადამიანი სოფლის კლუბში გაიზარდა, აღარაფერს ვამბობ ვაჟაზე, ილიაზე, აკაკიზე, გალაკტიონზე... ყველა ჩამოვთვალო? რომ ჩამოვთვალო, რა, იცი, რო?!
image
ჩვენ, პიონერთა სასახლისგან შორს მყოფებს სოფელში ყველაფერი გვქონდა - გიტრი კვრი წრეც, ცეკვის წრეც, ლიტერატურული წრეც, ჭრა-კერვის წრეც, სიმღერის წრეც, ხალხური საკრავების წრეც... რავი, შეიძლება ყველა წრე ვეღარც კი გავიხსენო!
ჰო... მართალია, ჩემი ცეკვის მასწავლებელი დოლის მაგივრად ჩალის სკამზე უკრავდა, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა, ხომ ვუსვამდით წინ და უკან სრიკას?
თან სიმღერასაც ააყოლებდა ხოლმე - დიმპიტაურ-დამპიტაურ, ხვალე ფული მაიტააააათ!
სუ ფულზე კი ლაპარაკობდა, მაგრამ ამასაც ჰქონდა თავისი ეშხი - რო მივუტანდით, იგრე უხაროდა, იგრე იკრიჭებოდა, გეგონება, ეს ესაა, ყინულზე მაადინა ზღართანიო.
image
შე ასფალტზე მოკურკლულო!
იცი კი, რა არის სოფელი და სოფლის კლუბი?
მარჯანიშვილის თეატრი ჩამოდიოდა, რუსთაველის თეატრი ჩამოდიოდა, “ორერა'' ჩამოდიოდა, “დიელო'' ჩამოდიოდა, “ივერია'' ჩამოდიოდა... არც კულტურა გვაკლდა, არც ხელოვნება, გაგება იყო, ურთიერთპატივისცემა იყო, უმცროსი უმცროსობდა, უფროსი უფროსობდა... ქალი ქალს ჰგავდა, კაცი კაცს ჰგავდა, ახლა რომ აგიჩემებიათ, შავი და ბნელი ხანა იყოო, გატყუებენ!
შეიძლება პოლიტიკური თვალსაზრისით რაღაც-რაღაცები მიუღებელი გახლდათ და ის უნდა შეცვლილიყო, მაგრამ აეგრე ხელაღებით ყველაფრის დანგრევა არ შეიძლებოდა... უფრო კი შეგნებისა და ზრდილობის დანგრევა არ შეიძლებოდა.
მაგას დავანებოთ თავი... 34 წელიწადია ეწვალებით და ერთი ნორმალური სიმღერა ვერ დაგიწერიათ!
34 წელიწადია ჯახირობთ და ერთი ნორმალური წიგნი ვერ დაგიწერიათ!
34 წელიწადია ცოდვილობთ და ერთი ნორმალური ფილმი ვერ გადაგიღიათ!
34 წელიწადია ჯღნავიხართ და ერთი ნორმალური ლექსი ვერ დაგიწერიათ!
image
გული მიკვდება!
ესტრადა რომ ესტრადაა, ესეც ჩაკალით!
ახლა რესტორნის სიმღერებზე გადახვედით, ყველა ტელეარხზე იმ სიმღერებს უკრავენ, ჩვენ დროს რენდგენის შავ ქაღალდზე რომ იბეჭდებოდა და თან ნეკნებიც რომ ჩანდა. არ იცით, ხო? ახლა კლარნეტზე რომ შემოუჭერთ ხოლმე, ეგ ახალი გგონიათ, ხო?
არ არი ეგ ახალი, მაგას ჰამლეტა და ბენო მღეროდნენ რუსთაველები, ხან ქორწილებში, ხან კიდე გასვენებებში!
image
წიგნი მაჩვენეთ ერთი, აბა, წიგნი!
რაც ჩვენმა თაობამ დაწერა, რაც წინა თაობებმა დაწერეს, იმას რამე შემატეთ?
შემატეთ არა, ჩვენი ფეხები!
რაღაცას ჯღაბნით, წინადადებებსაც ვერ მართავთ ხეირიანად, სასვენ ნიშნებსაც ვერ ხმარობთ და ტელევიზორში გამოსვლისას წაგიწერენ ხოლმე - პროზაიკოსიო, პუბლიცისტიო, პოეტიო... არა, როგორ შეიძლება, 34 წლის განმავლობაში ერთი ნორმალური რამე მაინც ვერ დაწეროთ?
რა მწერალთა სახლი, რაის მწერალთა დარბაზი, რომელი დაფინანსება, სადაური პროექტები, რა გრანტები და რა კონკურსები, ამ დროის განმავლობაში ერთი შედევრი მაინც ხომ უნდა გაისროლო?
მილიონებს ხარჯავთ, თქვე აღვირახსილებო, მილიონებს და ვერაფერს აკეთებთ იმიტომ, რომ დუპლეტები ხართ!
image
ჰმ... სოფლის კლუბიო!
რაც აქამდე ღირებული იყო, სოფლის კლუბებში გაზრდილებმა შექმნეს... ზოგს არც კლუბი ჰქონდა, ლამპის შუქზე წერდა... ზოგს არც ქაღალდი ჰქონდა, ლევან გოთუა მორებზე წერდა... ზოგი მშიერი იყო, ზოგი - მწყურვალი... თქვენ კიდე მოგვინდომეთ აქ მილიონების ფლანგვა და ახლა იმასაც ამტკიცებთ, რომ თურმე უნიტაზზე ჯდომისას უფრო უკეთესი ნაწარმოებები იქმნება.
მერე?
სად არის ის უკეთესი ნაწარმოებები?
თქვენ ხომ სულ უნიტაზებზე სხედხართ და დაუსრულებლად ან@@თ?
თქვენ ხომ უნიტაზებზე ჯდომისას საკუთარ დედებზეც გი@@@თ?
თქვენ ხომ უნიტაზებზე ჯდომისას იმასაც კი ხედავთ, რა ხდებოდა თამარ მეფის ლოგინში?
ჰო, სად არის შედევრები, სად?!
რაღა ვერ ისწავლეთ და რაღა ვერ დაიხვეწეთ, თქვე ჩე@@@ო, თქვენ ხომ ევროპიულ წრეებზე დადიოდით ფილარმონიაში?!
image
დასკვნა: თქვენ ფშუტე თავთავები ხართ, თავები რომ წამოგიყვიათ და დიდი პრეტენზიები გაქვთ. გეყოთ, რაც აქამდე გაგივიდათ, ახლა განზე გადექით, ნიჭიერებას წინ ვეღარ დაუდგებით!
იცით, თქვენ ვისი გამოჩეკილები ხართ?
იმ ადამიანისა, ბალანჩივაძის მუსიკალური სასწავლებელი რომ ჰქონდა დამთავრებული და მუსიკისა არაფერი გაეგებოდა, სარეჟისორო რომ ჰქონდა დამთავრებული და რეჟისურისა არაფერი გაეგებოდა, თან რომ პოლიტიკოსობდა, თან რომ მინისტრობდა და არც ერთისა არაფერი გაეგებოდა... 1991-1992 წლების მიჯნაზე თბილისში ავტომატით რომ დარბოდა და შემდეგ კიდე პატრიოტობდა!
აი, მაგან გამოგჩეკათ ისეთივე უნაყოფოები, როგორი უნაყოფოც თვითონ იყო!
ეს ყველამ ვიცით და აღარ უნდა ლაი-ლაი!
დაოკდით, დაწყნარდით, სახლებში მიბრძანდით, ჰერკულესი ჭამეთ, ფისი ქენით, დაიძინეთ!
image
განა რამე ტყუილი ვთქვი, ბატონო კუკური?!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" დირექტორი გელა ზედელაშვილი.
0
312
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0