საზოგადოება "გპირდები, რაც ასე გტკიოდა - სამშობლო და მისი მომავალი, ზუსტად ისე გავაგრძელებთ წინსვლას ჩვენი საერთო მიზნისკენ" - ზაზა მესხის შესახებ მისი მეგობარი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს 2023, 13 აგვისტო, 14:06 ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები, რომელშიც ჩართულები არიან როგორც მაშველები და მოხალისეები ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. ბოლო მონაცემებით სტიქიას 23 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 17 ცხედარი იდენტიფიცირებულია, თუმცა მათ შორის არ არის ზაზა მესხი, რომელიც ოჯახთან ერთად ჰოლანდიიდან ჩამოვიდა და შოვში ისვენებდა. ზაზა მესხის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს მისი მეგობარი ანა ბალამწარაშვილი ავრცელებს. „რა ხანია მივხვდი, რომ თავს ვერ ვუტყდებოდი სიმართლეში, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დავნებდი. ჩვენო მეგობარო, მშვიდობით იძინე შენს შვილებთან ერთად, გპირდები რაც ასე გტკიოდა-სამშობლო და მისი მომავალი, ზუსტად ისე გავაგრძელებთ წინსვლას ჩვენი საერთო მიზნისკენ. შენ გვიცქირე ზემოდან და გვიგზავნე იმედის სხივი. შენ ადამიანობის ნიმუში იყავი და ბოლომდე დარჩი!! ემიგრაციამ დაკარგა კაცი, რომელსაც საკუთარ თავზე ძალიან უყვარდა სამშობლო, იმდენად რომ შვილებიანად სამუდამოდ ჩაეხუტა. ლამაზად მინდა გამომივიდეს გადმოვცე ჩემი დიდი ტკივილი, ლამაზად იმიტომ, რომ ზაზას ძალიან უყვარდა ყველაფერი მშვენიერი, მათ შორის სიცოცხლე!! უფალი აუცილებლად დაგიმკვიდრებს სასუფეველს, შენ - შენი ლამაზი ოჯახით და ყველა დანარჩენს ვისაც ერთად მოგიწევთ იქ - იმიერში უკვე სამუდამოდ ერთად ყოფნა!!! პ.ს. აქვე გაცნობებთ, რომ ისინი ამ დრომდე არ უპოვიათ. იქნებ თქვენთვის სწორედ ის პირველი წუთები და საათები იყო გადამწყვეტი, რომელთა გამოც დღეს გლოვა გვიწევს“, - წერს ანა ბალამწარაშვილი. შეგახსენებთ, ტრაგედიიდან 2 დღეში, დაღუპულთა შორის ერთ-ერთი პირველი იყო იდენტიფიცირებული ზაზა მესხის მეუღლე, ალინა პოლიკოვსკაია. 174 2-ს მოსწონს
|