x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ჩვეეენ რა ვქნათ ამ მოტყუებულმა და გაბახებულმა ხალხმა, ეგება თქვენვე გვიპასუხოთ?"-გია კორკორაშვილი

image

სამოქალაქო აქტივისტი და მსახიობი გია კორკოტაშვილი სოციალური ქსელით ბიზნესმენს და საქართველო ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სოციალური ქსელით მიმართავს და წერს:

"ბატონო ბიძინა!

არასდროს არ მომიმართა4ვს თქვენთვის, არც დახმარებაზე და არც ხელის გამართვაზე თუმცა ნორმალური დამოკიდებულება იყო ჩვენს შორის თავიდან და მერე როგორც ნორმალური ხალხის დიდი ნაწილი თქვენმა გარემოცვამ ცუდი პიარის ქვეშ მოაყოლა რისიც სამწუხაროდ იმ წუთშივე გჯერავთ გადაუმოწმებლად!

ეხლა ამ მომართვაში სხვა რამე მინდა მოგახსენოთ, მობრძანდით როგორც განმანთავისუფლებელი სულთამხუთავებისგან და ფინალში ვგონებ მათი როლი თქვენ შეითავსეთ თქვენ გუნდთან ერთად.

ალბათ რა უნდა ამ კაცს ჩემგანო იკითხავთ?


კი ბატონო !

რომელი ნაციონალი დაისაჯა კორუფციული სქემებისათვის რომლებიც ქვეყნის სათავეში იყვნენ.

შორს აღარ წავალ. ლაგუნა ვერე, რომელიც ქართუ ფონდმა შეისყიდა და მთელი ქალაქი რაღაცას ელოდა კარგს, მიყიდეთ მარიკა ვერულაშვილის ფირმას!!!!!

როდემდე უნდა აიტანოს ქართველი კაცის ღირსებამ ეს თავზე დასვრები?

საიდან აქვთ ამ სულთამხუთავების პარტიის წარმომადგენლებს ამდენი ფული, იქიდან რომ დღევანდელ ბიზნესმენებს “კრიშავდნენ?" ეს ბიზნესმენები დღეს პატიოსანი ხალხია და ის ნაციონალები გამოსწორდნენ?

საზოგადოება ხედავს ამ კოჰაბიტაციას და ნაცები თავის მხრივ აღარ არიან თანახმა მეორე პოზიციიდან უყურონ ამ ცხოვრებას!

ჩვეეენ?ჩვეეენ რა ვქნათ ამ მოტყუებულმა და გაბახებულმა ხალხმა, ეგება თქვენვე გვიპასუხოთ?"-წერს გია კორკოაშვილი

0
311
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0