ცომეული როგორ მოვამზადოთ კვერცხიანი ღვეზელი: რეცეპტი მოხარშული კრემით 2023, 11 აგვისტო, 9:55 ფილიპინების ღვეზელი ერთ-ერთი საუკეთესო ღვეზელია, რომელიც ოდესმე გამისინჯავს. თუ მოხარშული კრემი გიყვართ, თქვენთვის იდეალური რეცეპტია. ღვეზელს ლამაზი, სქელი შიგთავსი და გემრიელი ქერქი აქვს.
პროდუქტების ნაკრები ღვეზელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
პროდუქტები კრემისთვის:
ვამზადებთ ცომს: 1. დიდ თასში ფქვილი, მარილი და შაქარი კარგად აურიეთ. 2. კარაქი კუბებად დაჭერით და ფქვილს დაუმატეთ, აურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. 3. ფქვილის ნარევს კვერცხის გული, ვანილი და 3 ს/კ წყაროს წყალი დაუმატეთ. კვერცხის ცილა შეინახეთ. 4. კომპონენტები აურიეთ და ცომი მოზილეთ, ცელოფანი გადააფარეთ და 1 საათი გააჩერეთ. 5. მაგიდას ფქვილი მოაყარეთ და ცომი 3-4 მმ სისქეზე გააბრტყელეთ, 22-25 სმ დიამეტრის ფორმაში მოათავსეთ. 6. ზედმეტი ცომი მოაჭერით და ლამაზი გვერდები გაუკეთეთ. 7. მზა ბისკვიტი მაცივარში შეინახეთ და კრემის მომზადებას შეუდექით. ვამზადებთ კრემს: 1. ქვაბში კონცენტრირებული რძე ჩაასხით და შეათბეთ. 2. დიდ თასში 5 კვერცხი ათქვიფეთ და კარგად აურიეთ. ნელ-ნელა შაქარი და ვანილი დაუმატეთ. 3. ამის შემდეგ შემთბარი რძე თანდათანობით დაუმატეთ და ათქვიფეთ. 4. ცალკე თასში კვერცხის ცილა მიქსერით ათქვიფეთ და კრემის ნარევს დაუმატეთ. ბოლო ეტაპი: 1. მაცივრიდან ბისკვიტი გამოიღეთ და შიგთავსი ჩაასხით. 2. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ, შემდეგ ტემპერატურა 165 გრადუსამდე დასწიეთ და 50-60 წუთით აცხვეთ. 3. ბოლომდე გაგრილება აცადეთ, სანამ დაჭრით. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ვაშლის ღვეზელს კაკლის შიგთავსით 15 წუთში ვამზადებ 2. როგორ მოვამზადოთ თევზის ღვეზელი 3. ცხელი ლავაშის რულეტი კარტოფილით და სოკოთი: წასახემსებელი, რომელსაც ყველაზე მეტად აქებენ 4. ბლინებს ინგლისურ სტილში ვამზადებ: მასზე უკეთესი არაფერი მიჭამია 5. ჩვენი ოჯახის საყვარელი ნამცხვარი ხაჭო-ვაშლის შიგთავსით 6. ნაზი ყველიანი კექსი მთელ ოჯახს ძალიან უყვარს: თითოეულში ფერადი სიურპრიზია 7. ლიმონი-ყაყაჩოს კექსი: მსუბუქი და გემრიელი 8. ღვეზელი ზეთისხილით და ბოსტნეულით - გემრიელი კერძი ბერძნული სამზარეულოდან 9. დახურული პიცის მომზადების ყველაზე სწრაფი რეცეპტი 10. კარგი იდეა დასვენების დღეებისთვის: ფენოვანი ცომი ლორით უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 21 შეფასება არ არის |