საზოგადოება "31 წლის ასაკში 60 წლის ადამიანს დავემსგავსე... მადლობა "ქოცებო" და საქართველოს სასამართლო ამისთვის" - გიორგი სულაშვილი 2023, 10 აგვისტო, 11:21 2019 წლის ივნისის აქციების დროს დაზარალებული გიორგი სულაშვილი პოსტს აქვეყნებს. "მე პოლიციელებმა მესროლეს რეზინის ტყვია სახეში" - წერს სულაშვილი განცხადებაში და 2019 წლიდან დღემდე თავისი მდგომარეობის შესახებ ყვება და აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას და სასამართლოს. გიორგი სულაშვილი 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციებზე დაკარგული თვალითგიორგი სულაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "მოგესალმებით ყველას, გუშინ ემოციურ ფონზე ვერ დავწერე ის ყველაფერი რასაც ახლა დავწერ. ამ ტრაგედიების ფონზე ჩემ პრობლემებზე საუბარი ეგოისტურად მიმაჩნია, მაგრამ იძულებული ვარ დავწერო ამ ყველაფერზე, დამიჯერეთ ეს არ არის ადვილი ჩემთვის! რადგან ხალხის უმეტესობამ არ იცის რა გადამხდა თავს და ხდება. მინდა დავწერო ის გზა რაც გავიარე 2019 წლის 20 ივნისიდან დღემდე. მოკლედ, აქ ჩამოვწერ რა დაზიანებები მივიღე 20 ივნისის ღამეს.ზოგს ჰგონია რომ მე თვალი მაქვს (ნეტა მქონდეს) ეს რომ მოხდა 27წლის გახლდით. ვიყავი 20ივნისის მშვიდობიანი პროტესტის მშვიდობიანი მონაწილე და არც კი მიცდია, რომ პარლამნეტში შტურმით ან რაიმე ძალდობრივი გზით შევსულიყავი. ამის დამამტკიცებელი საბუთები არსებობს და წარდგენილი მაქვს სასამართლოსთვის. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მე გიორგი სულაშვილი ვიყავი მშვიდობიანი დემონსტრატი. ჩემს მიმართ გამოყენებული ძალა, მითუმეტეს სიცოცხლისთვის საშიში ფორმით ვერ იქნებოდა ვერც პროპორციული და ვერც ლეგიტიმური. მე პოლიციელებმა მესროლეს რეზინის ტყვია სახეში რის შედეგადაც მივიღე შემდეგი დაზიანებები: ▪️ქალის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა ▪️ქალა ტვინის დახურული ტრამვა ▪️სახის ნაფლეთოვანი ჭრილობები, დაჩირქება და ინფექცია ▪️თვალის კაკლის მოწყვეტა ▪️თვალის კაკლის დეგენერაცია ▪️მეორე თვალში მხედველობის გაუარესება პირველი ოპერაცია 2019 წლის 21 ივნისს ჩამიტარდა შემდგომ ჩამიტარდა 5ზე მეტი კომბინირებული ოპერაცია: ▪️ოპერაცია სახის ძვლების აღდგენის მიზნით, ჰაიმორიტის ღრუს, ცხვირის და ნაფლეთოვანი ჭრილობის გასწორება. ▪️ოპერაცია ყურის ხრტილის ამოღება და ხახის ხორცის ამოღება თვალ-ბუდის შესაქმნელად(რომელსაც პროტეზი უნდა დაეჭირა) ▪️ოპერაცია ყურის ხრტილის და მუცლიდან ღეროვანი უჯრედების აჭრა ეს ოპერაცია 2ჯერ ჩამიტარდა -ისევ თვალბუდის მოსამზადებლად, რადგან არ იყო ხორცი თვალში რომ პროტეზი დაეჭირა. ▪️ოპერაცია თვალის ქვედა ქუთუთოს კონსტრუქცია(რადგან ქვედა ქუთუთოც არ მქონდა) და თვალის ხელოვნური ჭრილის შექმნა(არც ეგ მქონდა). ახლა ვისაუბრებ ამ შემთხვების ფიზიკურ ეფექტზე:(ქვემოთ დაწერილი ინფორმაცია ჩემი სამედიცინო დოკუმენტებიდან და ასევე სამხარაულის ექსპერტიზიდან ამოკრებილი მაქვს) ▪️ცალ თვალში მხედველობის დაკარგვა ▪️მეორე თვალის მხედველობოს გაუარესება ▪️პერმანენტული თავის ტკივილი ▪️კიდურების, სახსრების ტკივილი ▪️ძილის მკვეთრი დარღვევა, ფაქტიურად არ მძინავს ▪️მუდმივი დაღლილობა ▪️ენერგიის არ ქონა ▪️კონცენტრაციის დაკარგვა ▪️მეხსიერების პრობლემები ▪️შრომის უნარიანობის დაკარგვა ▪️წონის მატება 40კგ ექიმმა ამიკრძალა ფიზიკური დატვირთვა ტკივილ გამაყუჩებელი და საძილე, ფსიქოტროპული აბების ცხოვრების ბოლომდე მიღება დამენიშნა, რადგან დღემდე ვერ ვუმკლაბდები ჩემით შეტევებს და იძულებული ვარ მედიკამენტების ქვეშ ვიყო, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი შვილისთვის შევძლო მამობის შეძლებისდაგვარი გაწევა!!!! ფსიქოლოგიური ეფექტი- ეს რაც ფსქილოგის დასკვნაში წერია: ▪️PTSD-ის (პოსტ ტრამვული აშლილობის) ყველაზე მაღალი მაჩვენებლი ▪️სტრესულ გამოცდილებასთან დაკავშირებული განმეორებადი აზრების ინტრუზიები ▪️ძლიერი მწვავე რეაქციები ▪️ძლიერი ნეგატიური გრძნობები ▪️უიმედობა ▪️დაუცველობა ▪️შეზღუდული კონტაქტები, გარიდება ▪️ანჰედომია-სიამოვნების უნარის დაკარგვა ▪️არასრულფასოვნების განცდა ▪️პასიური სიუციდური აზრები ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარდა ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა შრომისუნარიანობის მკვეთრად შემცირების ფაქტი. ჩატარდა გადატანილ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან დაკავშირებით ექსპერტიზაც, რომლითაც ასევე დადასტურდა უმძიმესი ფსიქოლოგიური ტანჯვა.(ეს ყველაფერი მოსამართლეს ჰქონდა) მოულოდნელად, მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა 2021 წლის მიწურულს ჯერ გააუქმა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადება, შემდეგ კი თითქმის 2 წელი პროცესს არ ნიშნავდა, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად. მას შემდეგ რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვიჩივლე -საბოლოოდ, 2023 წლის 8 აგვისტოს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც მან უარი თქვა დასახიჩრებული პირის, შრომისუნარიანობის შემცირებისთვის სარჩოს დაკისრებაზე, არაერთი ოპერაციისგან და მიმდინარე ტკივილებისგან განცდილი ტანჯვისთვის კი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ მხოლოდ 20 000 ლარი განსაზღვრა საკომპენსაციო თანხად. ზემოთ ხსენებული თანხა მხოლოდ მედიკამნეტები რომ მქონდეს იმაშიც კი არ მეყოფა ერთი წელი. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ჩემს საქმეზე სამართლიანობა აღდგეს, რადგან ზემოთხსენებული ფაქტებიდან არცერთი არ იქნა მოსამართლის მიერ გათვალსწინებული. 31 წლის ასაკში 60 წლის ადამიანს დავემსგავსე. მადლობა ქოცებო და საქართველოს სასამართლო ამისთვის!!!მადლობა ჩემი უფუნქციოდ დატოვებისთვის!!!!!" 362 შეფასება არ არის
|