x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დღეში რამდენი ნაბიჯია საჭირო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?-მეცნიერების სრულიად ახალი დასკვნა
image

როგორც აღმოჩნდა, ორგანიზმის კარგ ფორმაში შესანარჩუნებლად, არც ისე ბევრი გჭირდებათ.


ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააანალიზეს 17 კვლევის მონაცემები, რომელშიც მონაწილეობდა 226, 889 ადამიანი და რომელთა საშუალო ასაკი 64 წელი იყო და უარყვეს "ცნობილი 10, 000 ნაბიჯის "ოქროს წესი", რომელსაც, როგორც ადრე ვარაუდობდნენ, შეუძლია ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სიცოცხლის გახანგრძლივება. ყველა გამოკვლევის შეჯამებით, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სიარულს შეიძლება გაცილებით ნაკლები დრო დაეთმოს - საკმარისია ყოველდღიურად მინიმუმ 3967 ნაბიჯის გადადგმა გულ-სისხლძარღვთა და სხვა მიზეზების გამო სიკვდილის რისკის შესამცირებლად.

პოლონელმა მეცნიერებმა თავიანთი კვლევის შედეგები ევროპის პრევენციული კარდიოლოგიის ჟურნალში (Eurjpc) გამოაქვეყნეს.




მკვლევარები თავიანთ ნაშრომში ამტკიცებენ, რომ იპოვეს კავშირი ნაბიჯების რაოდენობასა და სიკვდილის რისკს შორის. მაგალითად, ნაბიჯების საშუალო რაოდენობის ზრდა 500- ერთეულით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან სიკვდილის რისკს 7%-ით, ხოლო თუ დღეში კიდევ 1000 ნაბიჯს დაამატებთ, მაშინ სხვა დაავადებისგან სიკვდილის რისკი მცირდება 15%-ით. ამრიგად, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ დღეში 2337 ნაბიჯი საკმარისია გულ-სისხლძარღვთა სისტემის კარგ ფორმაში შესანარჩუნებლად, ხოლო 3967 ნაბიჯი ზოგადად ყველა დაავადებისგან რისკს ამცირებს . ნაშრომში აღნიშნულია, რომ სიარულის დადებითი ეფექტი ყველაზე მეტად შესამჩნევია 60 წლამდე ასაკის ადამიანებში. ამ საკვლევ ჯგუფში სიკვდილის რისკი 49%-ით შემცირდა( ნაბიჯების ყოველდღიური რაოდენობა 7-დან 13 ათასამდე). რაც შეეხება 60 წელზე უფროსი ასაკის ჯგუფს, მათთვის 6-დან 10 ათასი ნაბიჯის შემთხვევაში 42%-ით შემცირდა სიკვდილის რისკი.



მკვლევარები აღნიშნავენ, რომ დღეში 3967 ნაბიჯის გადადგმა მინიმალური ზღვარია. ყოველი მომდევნო ათასი ნაბიჯის მიმატება ზრდის ორგანიზმისთვის სარგებელს 15%-ით. ამავდროულად მაქსიმალური ზღვარი 20000 ნაბიჯია.მის ზემოთ უკვე უკუეფექტს იწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ნაკლები მოძრაობა სერიოზულად ზრდის სიკვდილის რისკს, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან.

ჯანმო-ს მონაცემებით, ყოველწლიურად დაახლოებით 3, 2 მილიონი ადამიანი იღუპება უმოძრაო ცხოვრების წესის გამო.

1
431
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
431
  
2023, 10 აგვისტო, 11:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1