საქართველო "შენ ხარ უსისხლო ქართველთმოძულე სომეხი, რომელიც ახლა იმითაა ბედნიერი რომ ქართველები დაიხოცნენ რაჭაში"-ვის მიმართავს ნათია ბერიძე? 2023, 6 აგვისტო, 20:42
ჟურნალისტი ნათია ბერიძე, სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და წერს:
"გიგა მაქარაშვილი ზოგადად ვერ ვიტან ეროვნების გამო რომ რამეს ამბობენ ხოლმე, ჩემთვის აქ მცხოვრები და საქართველოს მოყვარული, თუნდაც ეთნიკურად არაქართველი იყოს, ქართველია და პატივს ვცემ, მაგრამ შენ ხარ უსისხლო ქართველთმოძულე სომეხი, რომელიც ახლა იმითაა ბედნიერი რომ ქართველები დაიხოცნენ რაჭაში და იმის ნაცვლად ადგე წახვიდე და მართლა ფრჩხილებით თხარო მიწა როგორმე ცხედრები მაინც დაუბრუნო ოჯახებს, ცოცხლები გამოიყვანო ტყიდან, დგახარ და კალაძე უკრაინის მხარდასაჭერად რატომ არააო წერ. ანუ ქართველის სიკვდილი ზეიმია შენთვის შე უსინდისოვ?! როგორ შეგტკივა უკრაინაზე უფრო გული, ფეხბურთზე და ზარ ზეიმზე ამ დროს?! ქართველების სიცოცხლეა გადასარჩენი, ტყეში გახიზნული ქართველებია საპოვნელი და გადასარჩენი და რეებს ბოდავ? ერთხელ მოქცეულიყავი კაცივით არ შეგეძლო?! აიღე პოსტი! აიღე სანამ კარმა არ დაგბრუნებია! როგორ ბედავ საერთოდ რამის თქმას?! რომ გკითხოს კაცმა უკრაინაში საბრძოლოდ დარბოდი და ქვეყანამ რომელმაც გაგზარდა, გაჭამა და ფეხზე დაგაყენა არ ეხმარები, ამ დროს დგახარ და ფეხბურთი და რუსეთიო? შენზე მეტი რუსეთუმე ვინაა ამ ქვეყანაზე, წარსული მაინც არ ვიცოდეთ შენი! სად ხარ?! აა რაჭაში რეალურადაა საქმე საკეთებელი და დაიმალე?! კლავიატურის ლომის როლი კარგია?! საქმე! საქმე სადაა შე ბოროტო! მართლა შენთვისვე აჯობებს პოსტი აიღო და იმ ქართველებს მოუხადო ბოდიში ახლა რომ ოჯახის წევრებს ელოდებიან ლაფში! კარმა ცუდი რამეა გიგა! ძალიან ცუდი და გარანტიას გაძლევ რომ ვერ აიცილებ თავიდან!" აი რას წერს გიგა მაქარაშვილი: " Shota Arveladze რომ დგას ახლა შევჩენკოსთან ერთად უკრაინის მხარდასაჭერ მატჩზე და კალაძე არა… აი, მაგაზე დიდ შეურაცხყოფას კალაძეს ვერავინ და ვერაფერი მიაყენებს!
კალაძე რატომ არაა? დარწმუნებული ვარ ბევრი იკითხავდა დღეს ლონდონში!
იმიტომ რომ რუსეთის მხარესაა და ლეგენდებს შორის მისი ადგილი არაა!"
703 3-ს მოსწონს
|