x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ბოლო დღეებია ხშირად გვესმის ფრაზა: აბა თავმოყვარეობა შევალახვინოთ რუსებს?! "-გაბი კამაევი

image

"ბოლო დღეებია ხშირად გვესმის ფრაზა: აბა თავმოყვარეობა შევალახვინოთ რუსებს?!
ამასთანავე ბათუმის ნავსადგომში, თავმოყვარეობაზე მღაღადებელთა შორის იდგა, ნაც.მოძის ოდიოზური ფიგურა და წარსულში სამეგრელო - ზემო სვანეთის რწმუნებული ზაზა გოროზია. ადამიანი რომელმაც არც მეტი და არც ნაკლები, 2008 წლის რუსული ოკუპაციის დღეებში, რუს სამხედრო მაღალჩინოსნებს - მძღოლობას და გიდობას უწევდა! ასევე საზოგადოებამ ტელეეკრანებიდან თავმოყვარეობაზე მღაღადებელთა შორის იხილა, იმ პოლიტ.პარტიის მხარდამჭერები, ვისაც არა თუ პროტესტი არ გასჩენია, არამედ ტაშით და ოვაციებით მიესალმა მიშა სააკაშვილის ლარსზე ასვლას და რუსი მოქალაქეებისათვის, კარის კაცის როლის მორგება (2011 წელს ამ უკანასკნელმა, ოკუპაციიდან 3 წლის თავზე, ცალმხრივად გააუქმა რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო შეზღუდვა.) ლარსზე განავარდებიდან მალევე, ასევე მიშიკო სააკაშვილის აღტაცებული კადრები იხილა საზოგადოებამ, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში, სასტუმროს პერსონალთან ტრაბახობდა, რომ უამრავი რუსი დამსვენებელი შემოვიდა საქართველოში, რომ რუსეთიდან საქართველოში მომავალი თვითმფრინავები, გადავსებულია რუსი ტურისტებით და არც ის დავიწყებია, რომ დაეტრაბახა, ეს ჩემმა გადაწყვეტილებამ განაპირობა. მანვე დასძინა, რომ რუსეთიდან მომავალი, მორიგი ოკუპაციისგან ჩვენი ქვეყნის დაცვის ერთ-ერთი ბერკეტი, სწორედ ტურიზმია და რუსი მოქალაქეების სიმრავლე! ამასთანავე ბათუმის ნავსადგომზე საზოგადოებამ იხილა, იმ პარტიის მხარდამჭერთა პროტესტი, რომლის ერთ დროს პრემიერ - მინისტრი ივანე მერაბიშვილი, საპარლამენტო ტრიბუნიდან ახმოვანებდა შემდეგ გზავნილს: ფულს სუნი არ უდის და ჩვენ მივესალმებით რუსი მოქალაქეების ჩამოსვლას საქართველოში, ამასთანავე, ვეპატიჟებით ჩვენს ქვეყანაში რუს ბიზნესმენებს. ეს ყველაფერი, 2008 წლის აგვისტოს ოკუპაციიდან, 3/4 წლისთავზე ხდებოდა, თუმცა მაშინ, არავის გასჩენია პროტესტის შეგრძნება და არც იმ ადამიანებს გასჩენიათ თავმოყვარეობის შელახვის განცდა, ვინც გასული დღეების განმავლობაში ბათუმის ნავსადგომზე, აპროტესტებდა საკრუიზო ლაინერს. ზოგადად ამ ჯგუფმა კარგად აითვისა შემდეგი თეზისი: მაშინ სხვა დრო და სხვა კონტექსტი იყო P.s.
ამათთვის მაშინ არ ყოფილა რუსი ოკუპანტი, ამ ჯგუფისთვის რუსეთის ოკუპაციური სახე მხოლოდ მას შემდეგ გაცხადდა, რაც ოკუპანტი ფართომასშტაბიანი ოკუპაციით უკრაინაში შეიჭრა. ეს სამწუხარო რეალობაა, თუმცა ეს ასეა! ახლა კი რაც შეეხება იმას, თუ რა მივიღეთ ამ პროტესტით ქვეყანამ და რა სარგებელს მოუტანს ეს იმ ადამიანებს, ვინც აქტიურად არის ჩართული ტურიზმის სფეროში, ვერავითარს!
ასევე მინდა ვიკითხო, ეს კონკრეტული გემი, სულ ერთი დღით ჩამოდგა ბათუმის ნავსადგომზე ხოლო ბათუმში არსებული რუსი მოქალაქეები, განაგრძობენ ჩვენს ქვეყანაში ყოფნას - მათ როგორ მოვექცეთ? ნავსადგომთან მდგომი ადამიანების ნაწილი, ვისაც საკუთარი სახლები გაქვთ რუს მოქალაქეებზე მიქირავებული, გაასახლებთ ამ ადამიანებს თუ ჩვეულებრივისამებრ, აიღებთ თქვენს სარჩოს, რომელიც რუბლიდან დოლარშია დაკონვერტირებული?!
ბოლოს კი ერთის თქმა მსურს, ღმერთმა ნუ ქნას და ჩვენს სამშობლოში კვლავ ტყვია გავარდეს, ბათუმის ნავსადგომზე მყოფთა უდიდესი ნაწილი, სარფის და წითელი ხიდის საზღვრებით დატოვებს საქართველოს, ისევე როგორც ეს 2008 წელს მოხდა! ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვინც აპროტესტებდა რუსულ გემს (რეალურად კი თურქულს) მათი უმრავლესობა, წინა ხელისუფლების და მმართველი გუნდის შვილები/ოჯახის წევრები არიან! -წერს სოციალურ ქსელში აზრბაიჯანული წარმოშობის ქართველი ბლოგერი გაბი კამაევი
20
238
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
238
  
2023, 12 აგვისტო, 18:26
კომენტარი დამალულია, შეიცავს უცენზურო სიტყვებს, სპამს ან არის არათემატური. გამოჩენა
2023, 8 აგვისტო, 11:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2023, 4 აგვისტო, 21:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2023, 4 აგვისტო, 10:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2023, 3 აგვისტო, 23:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2023, 3 აგვისტო, 19:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2023, 2 აგვისტო, 21:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2023, 2 აგვისტო, 20:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2023, 2 აგვისტო, 17:50
კომენტარი დამალულია, შეიცავს უცენზურო სიტყვებს, სპამს ან არის არათემატური. გამოჩენა
2023, 2 აგვისტო, 17:39
კომენტარი დამალულია, შეიცავს უცენზურო სიტყვებს, სპამს ან არის არათემატური. გამოჩენა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10