x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
6 ფრაზა, რითაც შეიძლება შეყვარებული დაარწმუნოთ, რომ თქვენზე დაქორწინდეს
image

აი უკვე 5 წელია ერთად ხართ, მწუხარების თუ სიხარულის დროს, ის კარგია, სანდო, ყურადღებიანი, პასუხისმგებელი, მოკლედ მასთან კარგად გრძნობთ თავს, თუმცა მას მხოლოდ ერთ თემაზე არ სიამოვნებს საუბარი:-ქორწინება!"მოდი რა ამაზე ნუ ვისაუბრებთ", "იმ რაღაც შტამპის გარეშე ცუდად ვცხოვრობთ?რაიმეს შეცვლის?".თუ იგი ვერ ხვდება რისთვისაა საჭირო ეს ფორმალობები, მაშინ მოუყვანეთ მაგალითები, რომელიც ქორწინების უპირატესობაში დაარწმუნებს მამაკაცს.ამაში დაგეხმარებათ ოჯახის ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, სექსოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი არტემ ტოლოკინი და იურისტი ჟან სემენი.



1-ქორწინება ცერემონიის გარეშე-ბევრ მამაკაცს არ სიამოვნებს ეს ბანალური ცერემონიები, ვიზიტი ვიზაჟისტთან, სტილისტთან, მოჭერილი ჰალსტუხი, ბრჭყვიალა ყუთები, სულელური მოსაწვევები ზედ ვარდის გამოსახულებით, თაიგულები, ღრეობა, ნათესავების მიერ ნაჩუქარი გადასაფარებელი ზედ ფარშევანგის გამოსახულებით.ეს უკვე მეგობრების მონათხრობიდან ან წინა ქორწინებიდან იცის.


შტამპი პასპორტში და გაემგზავრეთ სადმე ორნი დასასვენებლად.



2-ცოლიანებს უფრო ხშირად აწინაურებენ სამსახურში-ეს ნამდვილად ასეა, გამოკვლევების თანახმად ცოლიანებს უფრო ხშირად აწინაურებენ და უმატებენ ხელფასს.სოციუმის თანახმად-"ცოლიანი მამაკაცები უფრო სანდოები, შრომისმოყვარეები და დამოუკიდებლები არიან".


3-ამ სულელური შტამპის გარეშე არ შემომიშვებენ საავადმყოფოში-ეს სიტუაცია ნამდვილად იშვიათი არაა, მართალია ერთიანი კანონი იმის შესახებ, ვინ შევა და ვინა არა საავადმყოფოში არ არსებობს, თუმცა საავადმყოფოების უმეტესობის შიდა განაწესში ყოველთვის უპირატესობა ენიჭებათ ახლო ნათესავებს.


4-თუ ბავშვი გაგვიჩნდება, არ მოგიწევს მისი შვილად აყვანა-ბავშვის დაბადებამდე სჯობია სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდეთ, თორემ შემდეგ უნდა გაიაროთ ათასგვარი იურიდიული პროცედურები, მათ შორის-დედას გადაეცემა დაბადების მოწმობა, ხოლო მამა თავის შვილის მეურვე ხდება, ანუ ფაქტიურად შვილად იყვანს.


5-უფრო ადვილად შევიძენთ ბინას-იპოთეკური სესხის დროს ბანკი ყოველთვის უპირატესობას აძლევს ახალგაზრდა დაქორწინებულ წყვილს, უფრო მეტიც, ბანკებს სპეციალური შეღავთიანი პროგრამებიც აქვთ, თან მეუღლეებს შეუძლიათ ერთმანეთზე მინდობილობა გააფორმონ გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში.


6-ქორწინება უფრო თვითდაჯერებულს გამხდის-ეს მიზეზი რა თქმა უნდა ყველაზე მყარია, ქორწინება შეიძლება კრახითაც დამთავრდეს, სამაგიეროდ პასუხიმგებლობას უფრო აშკარას ხდის, ყველაფერს უკვე სერიოზულად უნდა მიუდგეთ.შედარებისთვის:თქვენ მუშაობთ დაწესებულებაში, სადაც გაფორმებული არა ხართ, არ გაქვთ შრომითი ხელშეკრულება, ამიტომ მაინც დამფრთხალი ხართ, არ სჯობია ოფიციალურად გაფორმდეთ და შრომის წიგნაკშიც გრაფა შევსებული იყოს?

image

1
66
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
66
  
2023, 28 ივლისი, 23:22
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1