x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ლა-პალმაზე ვეშაპის კუჭში ძვირფასი განძი აღმოაჩინეს

არქეოლოგები ხშირად პოულობენ საგანძურს, რომელიც უძველესი არტეფაქტებისგან, სამკაულის, ან ხელოვნების ნიმუშებისგან შედგება. ასეთი აღმოჩენები, განსაკუთრებით არავის აკვირვებს... თუმცა, ახლა, ამ სიას ვეშაპის კუჭის შიგთავსიც დაემატა.

ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა მკვდარი ვეშაპის სხეული კვლევა დაიწყეს, რომელიც ლა-პალმას სანაპიროზე (კანარის კუნძულები, ესპანეთი) წყალმა გამორიყა... და ვერავინ იფიქრებდა, რომ მის კუჭში ნამდვილ განძს აღმოაჩენდნენ.


image


ვეშაპი ლა–პალმაზე


image


ლა–პალმას სანაპიროზე მკვდარი ვეშაპი აღმოჩენისთანავე, ადგილზე შესაბამისი სამსახურები და სპეციალისტები სასწრაფოდ გამოიძახეს. მათ შორის იყო ცხოველების ჯანდაცვის ინსტიტუტის უფროსი, პროფესორი ანტონიო ფერნანდესი, რომელმაც ცხოველის დაღუპვის მიზეზის გასარკვევად, ვეშაპის გაკვეთა გადაწყვიტა. ეს ამოცანა ადვილი არ იყო, რადგან პერიოდულად, მოქცევები იყო. მაგრამ, მეცნიერებმა პროცედურის ჩატარება მაინც გადაწყვიტეს, რადგან ვეშაპის დაღუპვაში, შესაძლოა, ადამიანი ყოფილიყო დამნაშავე.


image


თუმცა, მალევე დაადგინეს, რომ ეს ასე არ იყო. პროფესორმა კვლევა გააგრძელა და ვეშაპის კუჭში რაღაც მკვრივი და დიდი რამ აღმოაჩინა. მან ფრთხილად ამოიღო ნივთი. ერთი შეხედვით, ეს ქვა იყო, რომელიც, დაახლოებით, 10 კგ–ს იწონიდა და ისინი, ვინც იმ მომენტში, ფერნანდესის მოქმედებებს აკვირდებოდნენ, არც კი ეჭვობდნენ, რომ პროფესორს ხელში ნამდვილი განძი ეკავა.



imageლა პალმის უნივერსიტეტის თანამშრომლები ვეშაპს იკვლევენ


«მცურავი ოქრო»


ვეშაპის კუჭიდან ამოღებული, არაფრით გამორჩეული ქვა — ე. წ. ნაცრისფერი ამბრი აღმოჩნდა. ეს მეტად იშვიათი და უაღრესად ღირებული ნივთიერებაა, რომელიც ვეშაპების საჭმლის მომნელებელ ტრაქტში წარმოიქმნება.

საქმე იმაშია, რომ ვეშაპები დიდი რაოდენობით კალმარს და სეფიებს ჭამენ. საკვების ნაწილს ცხოველი ვერ ინელებს და ბუნებრივი გზით გარეთ გამოდის. ხოლო, მოუნელებელი საკვების პატარა ნაწილი, კუჭში რჩება და დროთა განმავლობაში (წლების მანძილზე), ქვის ფორმირება ხდება, რომელსაც ამბრის ეძახიან. ხშირ შემთხვევაში, მისი ნახვა ზღვაში, წყლის ზედაპირზე, ან სანაპიროზე შეიძლება, ტალღების მიერ, გამორიყვის შემთხვევაში.


imageვეშაპის კუჭიდან ამოღებული ამბრი


რაც შეეხება ამბრის მეტსახელს — «მცურავ ოქროს», მიუხედავად ამ, არცთუ სასიამოვნო წარმოშობისა, მას ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს და მას სუნამოს დამზადებისას იყენებენ. სწორედ ამიტომ, ამბრი ძალიან პოპულარული ნივთიერება და ინგრედიენტია პარფიუმერებს შორის.

გარდა ამისა, ეს ის სახალხო მედიცინაშიც გამოიყენება და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ ითვლება. მისგან თავის ტკივილის, ეპილეფსიის და გულის დაავადების წამლებს ამზადებენ.

ნაცრისფერი ამბრი ძალიან იშვიათი და ძნელად მოსაპოვებელი ნივთიერებაა და ის ძალიან ძვირად ფასობს. ამასთან, მისი სეკრეტირება, ასი ვეშაპიდან მხოლოდ ერთს შეუძლია და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამბრით ვაჭრობა, რიგ ქვეყნებში, ვეშაპების დაცვის მიზნით, აკრძალულია.

ასე, რომ, მისი მოპოვების ერთადერთი გზა — შემთხვევითობა არის და ჩვეულებრივ, ამ ცხოველებს, ორგანიზმიდან მისი თვითგამოდევნა შეუძლია. მაგრამ, კუნძულზე ნაპოვნი ვეშაპის შემთხვევაში, ქვა ძალიან დიდი იყო და მან ცხოველს ნაწლავი დაუზიანა, რამაც თავის მხრივ, სეფსისი გამოიწვია. სწორედ ეს გახდა ვეშაპის სიკვდილის მიზეზი.


image


რაც შეეხება მისი კუჭიდან ამოღებული ქვის ღირებულებას, ეს ნამდვილად რომ განსაცვიფრებელია — 500 000 აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. ამჟამად, სპეციალისტები ამბრის გაყიდვას და აღებული თანხით, 2021 წელს კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, დაზარალებულების დახმარებას გეგმავენ. სტიქიის მიერ მიყენებული ზარალი, დაახლოებით, 1 მლნ. დოლარად არის შეფასებული, დაზიანდა ასობით სახლი და დაწესებულება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* გოლიათები სამყარო და მათი გაქრობის მიზეზი

* ქვანახშირის მაღაროში აღმოჩენილი უცნაური არტეფაქტები

* ნახატებით მოყოლილი სახალისო ისტორიები

* პატარა კოტეჯი ბორბლებზე საოცრად მიმზიდველი ინტერიერით



0
502
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
502
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0