x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ნანახი მაქვს როგორ დაკრძალეს მთავრები და მეფეები, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს!"-ვლადიმერ ვისოცკის უკანასკნელი დღეები
image

43 წლის წინ, 1980 წლის 25 ივლისს 42 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული პოეტი, მუსიკოსი, მსახიობი, ბარდი, ვლადიმერ ვისოცკი. მისი გარდაცვალება მოსკოვში გამართულ ოლიმპიურ თამაშებს დაემთხვა. საბჭოთა ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა დაემალა ინფორმაცია სახალხო მომღერლის დაღუპვის შესახებ, რათა არ დაეჩრდილა ოლიმპიური თამაშების საზეიმო განწყობა დედაქალაქის ქუჩებში. თუმცა, "ზემოდან" მრავალრიცხოვანი მცდელობის მიუხედავად, არტისტის დაკრძალვის დღეს, ტაგანკას თეატრის წინ მოედანი ხალხით გადაიჭედა, მოქალაქეები სახლის სახურავებზეც კი აძვრნენ, რათა დამშვიდობებოდნენ კუმირს.


გარდაუვალი ჭორები


ვისოცკის გარდაცვალების შესახებ ჭორები არაერთხელ გავრცელდა მის ოფიციალურ სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე. ვიღაც ამტკიცებდა, რომ მან თავში ისროლა, ვენები გადაიჭრა. ზოგიერთი ჭორი სრულიად აბსურდული იყო. ასე მაგალიათად, მსახიობმა ვალერი ზოლოტუხინმა თქვა: ”რიგაში ვისოცკისთან შეხვედრამდე ორი საათით ადრე, მიტას გადასაღებ მოედანზე, სრულიად "ჭეშმარიტად" შემატყობინეს, რომ ის თევზის ფხამ დაახრჩო…”.


ჩანდა, რომ ჭორები ბევრად უფრო სწრაფად იბადებოდა, ვიდრე თავად პოეტის შემოქმედება. ზოგი ამბობდა, რომ ის ციხეში იჯდა როგორც სიმღერების, ასევე კანონთან პრობლემების გამო. სხვები ამბობდნენ, რომ უცხოელზე დაქორწინების და საზღვარგარეთ წასვლის გამო სამშობლოს ღალატი დაბრალდაო...



”ჩვენ ყველანი ვიტანჯებით ჩვენი ცხოვრების რაღაც მომენტში ჭორებით... მე უკვე რამდენჯერმე დამმარხეს, რამდენჯერმე მივატოვე აქაურობა, რამდენჯერმე ვიჯექი და ისეთი ვადებით, რომ ალბათ კიდევ ასი წელი უნდა ვიცხოვრო... ერთმა გოგონამ ნოვოსიბირსკიდან მკითხა: ”მართალია, რომ მოკვდი?” მე ვუპასუხე: ”არ ვიცი”, - განაცხადა მუსიკოსმა ერთ-ერთ კონცერტზე.


სინამდვილეში, ვლადიმერ ვისოცკი არაერთხელ მოხვდა რეანიმაციაში. რამდენიმე ავტოავარიისა და ორჯერ კლინიკური სიკვდილის გამო. მსახიობ ვსევოლოდ აბდულოვთან სტუმრობისას, 30 წლის ვისოცკიმ მოულოდნელად თავი ცუდად იგრძნო: ყელიდან სისხლდენა დაეწყო. როგორც მოგვიანებით ზოლოტუხინმა დაწერა თავის დღიურში: ”სასწრაფო დახმარება ერთი საათის შემდეგ მოვიდა და არ სურდა მისი წაყვანა: ეშინოდათ, რომ იგი გზაში დაიღუპებოდა”.


ყველა შემოქმედებითი ადამიანი აკეთებს ამას


ვლადიმერ ვისოცკის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის. ახლობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მისი გაკვეთა არ მომხდარიყო. ზოგიერთი ცნობით, გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკი და ალკოჰოლი გახდა, სხვების მტკიცებით -ასფიქსია, გარდაცვალების ცნობაში წერია: „მიზეზი გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობაა“.


თავის დროზე მისმა ფრანგმა მეუღლემ მარინა ვლადიმ ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში "ვლადიმერ ...დაწერა არტისტის ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ.


ვისოცკის ახლო მეგობარი ვალერი იანკლოვიჩი იხსენებს: „ამ თემაზე ვალოდიას ბევრი ვესაუბრე, მან მითხრა: „შენ არ ყოფილხარ დასავლეთში, იქ ყველა შემოქმედებითი ადამიანი აკეთებს ამას. ის ასტიმულირებს შემოქმედებას. მე ბოროტად არ ვიყენებ მას, არამედ მხოლოდ ფორმის შესანარჩუნებლად. და ეს მეხმარება."


ბევრი ასევე ამტკიცებდა, რომ ვისოცკიმ ვერ გაუმკლავდა ალკოჰოლურ დამოკიდებულებას. ყოველივე ამის შემდეგ, მან არაერთხელ სცადა საშინელი დაავადების დაძლევა, მიმართა საავადმყოფოებს, ჩაიტარა სხვადასხვა ახლად დანერგილი პროცედურები. მაგრამ რაღაც მომენტში ვეღარ უძკებდა და მერე ისევ აიწყვეტდა ხოლმე.


ცნობილია, რომ 1979 წლის 25 ივლისს ვისოცკი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის გადაარჩინა ფედოტოვმა, თუმცა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ მის დასახმარებლად ექიმს დრო აღარ ეყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კლინიკური სიკვდილის მიზეზი იყო გულის აქტივობის შეჩერება, რაც ძლიერი პრეპარატის მიღების შედეგად იყო გამოწვეული.


უკანასკნელი დღე


1980 წლის 3 ივლისს ლიუბერცის კულტურის სასახლეში გაიმართა ვისოცკის ერთ-ერთი ბოლო კონცერტი. მიუხედავად იმისა, რომ თავს ცუდად გრძნობდა, არტისტმა დაგეგმილი საათნახევრის ნაცვლად ორსაათიანი კონცერტი გამართა. 18 ივლისს იგი უკანასკნელად გამოჩნდა ტაგანკას თეატრის სცენაზე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ როლში – ჰამლეტში. ამბობენ, რომ მაშინ ვისოცკიმ ძლივს დაასრულა სპექტაკლი.


რამდენიმე დღის შემდეგ, 23 ივლისს, ვისოცკის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. "ვოლოდიას მდგომარეობა საშინელი იყო. გაირკვა, რომ საჭირო იყო ან უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმა, მისი გადარჩენისთვის ან საერთოდ უარის თქმა. ზოგადად, ნებისმიერი ქმედება საკმაოდ სახიფათო იყო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. გადავწყვიტეთ, რომ წაგვეყვანა. მაგრამ მისმა მეგობრებმა თქვეს, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ეს არ შეიძლება გაკეთდეს მშობლების თანხმობის გარეშე."( სასწრაფო დამხარების ექიმის ლეონიდ სულპოვარის მოგონებიდან)


24 ივლისი იყო ბოლო დღე დიდი ბარდის ცხოვრებაში. საკუთარ ბინაში ბოლთას სცემდა, წუწუნებდა, ერთ ადგილს ვერ პოულობდა, პრაქტიკულად უგონო მდგომარეობაში იყო. რაღაც მომენტში ის მიუახლოვდა იანკლოვიჩს და უთხრა: "იცი, დღეს მოვკვდები!" მოგვიანებით იანკლოვიჩმა დაურეკა ფედოტოვს და სთხოვა შეეცვალა. როგორც თავად ექიმმა იხსენებს: "მორიგეობიდან მივედი - დაღლილი, გამოფიტული. დავწექი და ჩამეძინა - ალბათ მეძინა სამი საათი. გამეღვიძა რაღაც საშინელი სიჩუმისგან - თითქოს ვიღაცამ მიბიძგა. და ეგრევე ვოლოდიას ვეცი! თვალის გუგები გაფართოებული აქვს, სინათლეზე რეაქცია არა აქვს.სუნთქვითი ვარჯიშები გავაკეთე, ტუჩები უკვე ცივი მაქვს. დილის სამიდან ხუთის ნახევარს შორის გულის გაჩერება მოხდა ინფარქტის გამო."




ვისოცკი მოსკოვის ოლიმპიური თამაშების დროს გარდაიცვალა. საბჭოთა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ფაქტი ხალხისთვის დაემალა. ის ფაქტი, რომ ქვეყანამ დაკარგა დიდი პოეტი, მხატვარი, ბარდი და მსახიობი, მოწმობდა მხოლოდ ორი პატარა ნეკროლოგი გაზეთებში "Вечерняя Москва" и "Советская Россия" და მოკრძალებული განცხადება ტაგანკას თეატრის სალაროებში: "მსახიობი ვლადიმერ ვისოცკი გარდაიცვალა". არც ერთმა ადამიანმა არ დააბრუნა ნაყიდი ბილეთი და ის რელიქვიად შეინახა.


ორიოდე დღის შემდეგ ვისოცკის გარდაცვალების შესახებ ჩანაწერის გამოქვეყნების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს „ვეჩერნაია მოსკვას“ მთავარი რედაქტორი. და მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, უზარმაზარი ბრბო შეიკრიბა ტაგანკას თეატრთან, ხალხი რამდენიმე დღის განმავლობაში არ იშშლებოდა . დაკრძალვის დღეს ბევრი ახლომდებარე შენობების სახურავებზეც კი იდგა. არტისტის დაკრძალვაზე 40 ათასზე მეტი ადამიანი მოვიდა.

image



მარინა ვლადიმ ქმრის ერთ-ერთ მეგობარს, ვადიმ თუმანოვს უთხრა: „ვადიმ, ნანახი მაქვს როგორ დაკრძალეს მთავრები და მეფეები, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს!


image

image

1
311
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
311
  
2023, 26 ივლისი, 22:59
ცხელი გოგონები გელოდებით ---- www.Xmiss.pw
0 1 1