სხვა იწვევს თუ არა თითების ტკაცუნი ართრიტს? 2023, 24 ივლისი, 10:19 ალბათ ყველას გაგვიგონია, რომ თითების გატკაცუნების ჩვევამ შეიძლება ართრიტამდე ან ნერვის მოყოლამდე (ჩაჭყლეტამდე) მიგვიყვანოს. ამ მითის მტკიცება მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა და მხოლოდ ახლახანს მივიდნენ მეცნიერები ერთხმად ერთ დასკვნამდე. რა ახდენს სახსრების ტკაცუნის პროვოცირებას, შეიძლება თუ არა ჩვენი ჯანმრთელობა შევარყიოთ ამ ჩვევით? ადამიანი, რაც არ უნდა დიდხანს ატკაცუნებდეს ძვლებს, არანაირი ნეგატიური შედეგი ჯანმრთელობისთვის ამას არ მოჰყვება. სახსრების დამახასიათებელი ხმა გამოწვეულია არა ძვლების ერთმანეთთან ხახუნით, არამედ სასახსრე სითხეში გაზის ბუშტების გასკდომით. სასახსრე ანუ სანოვიალური სითხე (სახსრების ხახუნის შემარბილებელი სითხე), სქელი, ელასტიური მასაა, რომლითაც სახსრების ღრუებია ამოვსებული. სანოვიალურ სითხეში შედის ნახშიროჟანგიც. ძვლების მკვეთრი მოძრაობა იწვევს სითხეში წნევის მკვეთრ დაწევას და წამიერად გაზის ასობით ბუშტების წარმოქმნას. აი ეს მომენტია გატკაცუნება და ტკაცუნის ნაცნობი ხმა. ფიზიკაში აღნიშნულ მოვლენას "კავიტაცია" ეწოდება.
ეს სურათი ზუსტად თითების გატკაცუნების მომენტშია გადაღებულისინოვიალური სითხე ნახშიროჟანგთან (რომელიც თხევად მდგომარეობაშია) ერთად ნებისმიერ სახსრებს შორის არის. წამის მეასედის შემდეგ ბუშტების მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ დნება (სკდება), დანარჩენები კი აგრძელებენ თანდათანობით გაწოვას კიდევ 10-20 წუთი. ამ ხნის განმავლობაში კვლავ თითების ტკაცუნი არ გამოგვივა, სანამ სითხე თავდაპირველ მდგომარეობას არ დაუბრუნდება. იმის გათვალისწინებით, რომ სახსრებზე არ არის დატვირთვა, თითების ტკაცუნის ჩვევამ არ შეიძლება გამოიწვიოს ართრიტი, მით უმეტეს ნერვის მოყოლა. ამერიკელი ექიმი, დონალდ უნგერი, 60 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად იტკაცუნებდა თითებს, შედეგად მას არ გამოუვლინდა დაავადების არანაირი ნიშანი. ასეთი გრძელვადიანი და მონდომებული ექსპერიმენტისთვის ხანდაზმული მეცნიერი შნობელის პრემიით დაჯილდოვდა და ისტორიაში შევიდა როგორც ადამიანი, რომელმაც დაასრულა მეცნიერებს შორის საუკუნოვანი დავა. ცნობისთვის: შნობელის პრემია, იგივე ანტინობელის პრემია (ინგლ. LG NOBEL PRIZE), ესაა პაროდია პრესტიჟულ საერთაშორისო ნობელის პრემიისა. პრემიის ლაურეატები არიან ადამიანები, რომელთა მიღწევები ჯერ გაგაცინებთ, შემდეგ დაგაფიქრებთ. გაეცანით შემდეგ სტატიებს:როგორ ისვენებდნენ ზღვაზე 100 წლის წინ (ფოტოები) ფოტოები იმ ადამიანებისა, რომლებიც ცდილობდნენ წყლის ქვეშ გადაეღოთ სელფი გამელოტებული ცნობილი სახეები, რომლებიც საგულდაგულოდ მალავენ ამ ფაქტს თავსატეხი: 10 წამში იპოვნეთ მოსწავლე, რომელიც ჩუმად იწერს გარანტია ათასი წელი: უძველესი მაიას ტომის სტომატოლოგიის დონით მეცნიერები გაოცებული არიან არასტანდარტული, ზოგი საოცარი, ზოგი უცნაური საფლავის ქვები ამერიკელმა გვამების გამოსახვით როლი მიიღო საყვარელ სერიალში დღევანდელი ტრენაჟორების წინამორბედები (მე-19 საუკუნე) იმპოტენციასთან ბრძოლის ყველაზე უარესი მეთოდები წარსულში 45 5-ს მოსწონს |