x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ამერიკელმა გვამების გამოსახვით როლი მიიღო საყვარელ სერიალში

image


42 წლის ჯოშ ნელი კენტუკიდან, მენეჯერად მუშაობს რესტორანში, მაგრამ მთელი ცხოვრება ოცნებობდა კინოში შეესრულებინა ძალიან სპეციფიკური როლი - გვამის როლი. და მას ეს გამოუვიდა.

რამდენიმე ხნით ადრე ჯოშმა ტიკ-ტოკზე ნახა ქალი, რომელმაც სახელი გაითქვა ცხარე სოუსის მირთმევით. ქალს ძალიან უყვარდა აღნიშნული საკვები და კამერით ამას უბრალოდ თავისი სიამოვნებისთვის იღებდა. შედეგად მას რამდენიმე კომპანია დაუკავშირდა, და ახლა ის მდიდარი ქალბატონია.

ამ მაგალითმა ჯოში დააფიქრა. მან დაიწყო რეპეტიციები ცხედრის როლზე, გადაიღო 321 ვიდეო, სადაც მხოლოდ გაუნძრევლად იწვა. მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ასეთი როლისთვისაც კი საჭირო იყო უნარების განვითარება. "მე ვიფიქრე, მიცვალებული ადამიანის განსახიერებისთვის ცოტა მეტი ფანტაზია, რომ გამოვიჩინო, შეიძლება ტელეშოუს ან კინოკომპანიების ყურადღება მიმექცია. ამან იმუშავა!"


image

image

image


image

image


შეუპოვრობის წყალობით ჯოშს უამრავი ნიუანსის აღმოჩენის საშუალება მიეცა. მაგალითად, მან უარი თქვა ყალბი სისხლის გამოყენებაზე - ფოტოზე ის არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. კიდევ, მან ისწავლა სუნთქვის შეკავება, ამასთან სახის ფერიც ეცვლებოდა. მოკლედ, არც ისე მარტივი აღმოჩნდა მისი ჰობი! სამაგიეროდ მისი "მიცვალებულები" ისეთი დამაჯერებელი იყო, რომ ჯონი შესაბამის როლზე აიყვანეს მის საყვარელ სერიალში "C.S.I.: Вегас". პროექტის პროდიუსერი ჯეისონ ტრეისი აღიარებს, რომ აღტაცებულია ნელის შეუპოვრობით: "ძნელად მოსანახია ისეთი მსახიობი, ვინც ასე კარგად არის მომზადებული გვამის როლის შესრულებისთვის. ის პროფესიონალია ამ საქმეში".


image

image


"CSI: Вегас"-ის ეპიზოდში გვამის როლის შესრულების დროს ჯოშ ნელის გაუნძრევლად 5 საათი მოუწია ტახტზე წოლა. თუმცა ამას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია: "ჩვენ მოგვიწია ერთი დუბლის შეცვლა, იმიტომ რომ ტელეფონი მედო ჯიბეში და მისი გამორთვა დამავიწყდა, - ჰყვება ჯოში. - ბუნებრივია სპამი აღმოჩნდა. უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი".

იხილეთ სხვა სტატიები:







მბრუნავი ციხეები (+ვიდეო)

image


რატომ იღუპებოდნენ მე-19 საუკუნეში მოდის ტენდენციების მიმდევარი ქალიშვილები

image


კიბოს გამო დაკარგული თვალის ნაცვლად ნათურა!

image


მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა

image


ამ ადამიანებმა თავის თავზე საშიში ექსპერიმენტები ჩაატარეს, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცეს

image


დიდი მცდელობების შემდეგ კი დაიკლო 200 კილოგრამი მაგრამ...


image


ჯინი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში თოვლში იყო ჩაფლული, გაიყინა, მაგრამ ექიმების გასაოცრად გადარჩა

image


16 შემაშფოთებელი ფოტო-სინამდვილეში საშიში აქ არაფერია

image


არქეოლოგებმა ძველი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც ყელზე ცელი ჰქონდა მიბჯენილი

image


არასტანდარტული, ზოგი საოცარი, ზოგი უცნაური საფლავის ქვები

image






0
286
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
286