სხვა იაფი და პრაქტიკული მასალა ბაღისა და სახლის მოსაწყობად – 55 საოცარი იდეა 2023, 24 ივლისი, 10:03 ხის პალეტების (პადონები) გამოყენება თანდათან უფრო პოპულარული და ტრენდული ხდება. თუმცა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის აქვს მის მოხმარებას აზრი, ვისაც მწირი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია. მეორადი პალეტები შეგვიძლია ისე დავაწყოთ, რომ ნებისმიერი სახის სახლის თუ ეზოს ავეჯი შევქმნათ. ამასთან, შესაძლებელია ამ ძველი ხის ფიცრების შეღებვაც, რის შემდეგაც ნებისმიერი სახის დეკორს შეუხამებთ თქვენს სახლში. თუ გადაწყვეტთ რომ პალეტებით დაამზადოთ ავეჯი და მოაწყოთ სახლი, ეს არა მხოლოდ არაჩვეულებრივი იდეა იქნება ეკოლოგიური თვალსაზრისით, არამედ საოცარ პროექტს განახორციელებთ და საკუთარი ხელით რაიმე ორიგინალურ ნივთს შექმნით, რაც თავის მხრივ დიდ სიამოვნებასა და პოზიტივს მოგიტანთ. სანამ ძველ პალეტებს გამოიყენებთ, დარწმუნდით რომ კარგადაა გასუფთავებული და ხის ჭიები არ ბინადრობენ. ზოგიერთ შემთხვევაში, თუ ხე სავალალო მდგომარეობაშია, მას უფრო ეზოს ავეჯის დასამზადებლად იყენებენ. რაც შეეხება კარგი ხარისხის პალეტებს, მისგან შეიძლება ძალიან მოდური და ორიგინალური მისაღები ან სასადილო ოთახის ავეჯი გაკეთდეს ისე, რომ შეღებვაც არ დასჭირდეს. ხშირ შემთხვევაში, შტამპი, რომელიც პალეტს აქვს, განსაზღვრავს მასალის მდგომარეობას – შესაძლებელია თუ არა ხის შეღებვა. სამწუხაროდ, ყველა პალეტი ერთნაირად არ მზადდება. ძალიან გაგიმართლებთ თუ ახალს იშოვით, რომელსაც მარტივად გადააქცევთ საწოლად თუ სამზარეულოს კარადად. გაითვალისწინეთ, რომ ყველა პალეტი არ მზადდება ხისგან და ამასთან, სხვადასხვა ზომისა და სტრუქტურისაა. მისი საშუალებით შეძლებთ სახლის აშენებას და მის მოწყობას დიდი დანახარჯების გარეშე. საკმაოდ მოსახერხებელი და პრაქტიკულია პალეტებით ფარდულის აგება, სადაც სხვადასხვა ნივთის შენახვას შეძლებთ. ზოგადად კი, მისი გამოყენებით არა მხოლოდ ეკონომიას გააკეთებთ, არამედ შესაძლებელია ბიზნეს იდეებიც კი გაგიჩნდეთ ამ მასალასთან და ხელობასთან დაკავშირებით. გამოიჩინეთ სიფრთხილე პალეტზე მუშაობისას – საკუთარ ჯანმრთელობას ზიანს ნუ მიაყენებთ. დაიმახსოვრეთ, რომ ხე კარგად უნდა გაასუფთავოთ და დაამუშვოთ, შემდეგ კი რამდენიმე პირი ლაქი წაუსვათ, უფრო გამძლე რომ იყოს. სანამ მუშაობას შეუდგებით, თვალი გადაავლეთ შესაფერის საიტებს და ვიდეოგაკვეთილებს. ვფიქრობთ, ქვემოთ მოცემული 50 უნიკალური ნიმუში დიდ დახმარებას გაგიწევთ იდეების განხორციელებაში. წარმატებას გისურვებთ! 1. ბაღის და ეზოს მოწყობა ძველი პალეტების გამოყენებით 2. 3. 4.5.6.6. 7.8. 9.10. 11. 12.13.14.15.16.17.18.19.20. 21. განსხვავებული დანიშნულების პატარა ნაგებობები ხის მეორადი პალეტებით 22.23.24.25.26.27.28.29.30.31.32.33.34.35. 36. აბაზანის მოწყობა მეორადი ხის პალეტების გამოყენებით37.38.39.40. 41. სხვადასხვა ტიპის კომფორტული და პრაქტიკული ავეჯი 42. 43.44. 45.46.47.48.49.50. 51. ორიგინალური საძინებლები მეორადი ხის პალეტებით 52.53.54.55. ასევე დაგაინტერესებთ: თუ არ იცით მისაღები როგორ მოაწყოთ, ეს რჩევები დაგეხმარებათ - ყველაზე პოპულარული და ტრენდული ფერი ინტერიერის დიზაინში თანამედროვე სტილის სამზარეულოები – რომელს მიანიჭებთ უპირატესობას? როგორ გამოვიყენოთ რიყის ქვა – 55 საოცარი იდეა თუ გსურთ, რომ თქვენი ეზო მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ეს პრაქტიკული რჩევები გაითვალისწინეთ სარდაფის და ნახევრად სარდაფის მოწყობის ორიგინალური იდეები თუ პატარა ბინა გაქვთ და არ იცით როგორ მოაწყოთ, ეს რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ საოცნებო პატარა სახლი ბორბლებზე დახვეწილი ინტერიერით 214 7-ს მოსწონს
|