x
image
Lerato
როგორ მოვაწყოთ თანამედროვე სტილის ბაღები და ეზოები - 45 საოცარი იდეა
image


ჩვენი სახლის ექსტერიერი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ინტერიერი. ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ვცხოვრობთ – Facebook, Twitter, YouTube, Whatsapp, ეს ყოველივე დღეს პრიორიტეტული გახდა ადამიანისთვის, ამავდროულად დამქანცველიც. ამის გათვალისწინებით აუცილებელია განტვირთვა, ბუნებასთან ახლოს ყოფნა, მისადმი სიყვარულის განვითარება.


image


თანამედროვე სტილის ბაღისა და ეზოს მოწყობა წარმოადგენს პროცესს, რომელიც მოიცავს ახალ იდეებს და გეგმებს სრულყოფილი, თითქმის უნაკლო ექსტერიერის შესაქმნელად. დიზაინი შეიძლება გაკეთდეს ან თავად მფლობელის მიერ, თუ მსგავსი საქმიანობისადმი უნარი და გატაცება გააჩნია, ან გამოცდილი პროფესიონალის მიერ. გაითვალისწინეთ ერთი რამ, სანამ თქვენი ბაღის რეკონსტრუქციის პროცესს შეუდგებით, აუცილებლად გააკეთეთ მონახაზი სივრცისა და სახლის მდებარეობის და სტილის გათვალისწინებით.


image


ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სტუმრების მიღებისას მთავარი – პირველი შთაბეჭდილებაა, ამიტომაც მნიშვნელოვანია თქვენი ბაღი იყოს კარგად დაპროექტებული, ელეგანტური, მიმზიდველი და ამასთან, თქვენი სახლის ინტერიერთან ჰარმონიულად შერწყმული. ამას გარდა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ უპირველეს ყოვლისა ამას თქვენთვის აკეთებთ, შესაბამისად ისე მოაწყეთ, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, თქვენი მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებიათ, რათა სრულიად მოეშვათ და განიტვირთოთ დამქანცველი დღის მერე.


image


სურნელოვანი და დიდი ზომის მცენარეების გამოყენება უფრო მეტად გაუსვამს ხაზს თქვენი სახლის სილამაზესა და მიმზიდველობას. კიდევ ერთი მიზეზი, რაც ბაღის მოწყობის აუცილებლობაზე მიუთითებს – ბავშვებია, მათი აღზრდა ბუნებასთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, რაც უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ფსიქოლოგიური და ფიზიკური განვითარებისთვის.



image


თუ ბაღი სწორედაა დაგეგმილი, ის აუცილებლად მოახდენს პოზიტიურ გავლენას ირგვლივმყოფებზე. მისი შექმნის აუცილებლობაზე კი შემდეგი არგუმენტები და რჩევები მიუთითებს:


* თუ ღია ცის ქვეშ გიყვართ მუშაობა, მაშინ ვარდების ან ბოსტნეულის ბაღის გაშენება არაჩვეულებრივი იდეაა.
* მოგეხსენებათ ბავშვებს ბაღში უყვართ თამაში, რა დროსაც ბუნებრივ გარემოს ეცნობიან, სუფთა ჰაერს სუნთქავენ. მცენარეებთან ერთად კარგი იქნება თუ ბავშვებისთვის ეზოს მოსაწყობად უფრო მეტად ხრეშსა და გაზონს გამოიყენებთ, ვიდრე ფილაქანს.
* სადილი ღია ცის ქვეშ – საოცრად ჟღერს. დაამატეთ ექსტერიერის შესაფერისი ავეჯი – დასასვენებელი კუთხე, უფრო კომფორტულად რომ იგრძნოთ თავი.
* თუ სპორტის მოყვარული ხართ და სივრცე ამის საშუალებას გაძლევთ, კალათბურთის პატარა მოედანი მოაწყეთ.
* იმ შემთხვევაში კი თუ წვეულებები გიყვართ, პატარა აუზი ან ბუხარი ღია ცის ქვეშ განსაკუთრებულ ელფერს მისცემს ნებისმიერი სახის აქტივობას.


გაითვალისწინეთ აღნიშნული რჩევები და თვალი გადაავლეთ სტატიაში წარმოდგენილ ნიმუშებს თქვენი ოჯახისთვის იდეალური გარემოს მოსაწყობად. წარმატებებს გისურვებთ!


1. თუ სადა, დახვეწილ სტილს ანიჭებთ უპირატესობას, გააფორმეთ თქვენი ეზო და ბაღი დეკორატიული ბუჩქებით

image2.

image3.

image4.

image5.

image6.

image7.

image8.

image


9. გამოიყენეთ სხვადასხვა სტილის ორიგინალური ავეჯი

image

10.

image

11.

image12.

image13.

image14.

image15.

image16.

image17.

image18.

image19.

image

20.

image

21.

image

22. პატარა აუზები და შადრევნები გამოაცოცხლებს თქვენს ეზოს

image23.

image24.

image25.

image26.

image27.

image


28. საშხაპე ცხელ ზაფხულში ღია ცის ქვეშ

image29.

image

30. შექმენით უფრო მყუდრო გარემო

image31.

image32.

image33.

image34.

image

35.. მწვანე კედელი

image36.

image37.

image38.

image

39.

image

40. განათება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ლანდშაფტის და ექსტერიერის დიზაინში

image41.

image42.

image43.

image44.

image45.

image


ასევე დაგაინტერესებთ:


როგორ მოვაწყოთ ბაღები და ეზოები ორიგინალურად – 55 საოცარი იდეა


როგორ გავაფორმოთ სახლი და სადღესასწაულო მაგიდა ულამაზესი მცენარეებით – 55 კრეატიული იდეა (ნაწილი II)


მოზაიკა საკუთარი ხელით – 100 საოცრად ლამაზი ნიმუში (ნაწილი II)


ვერტიკალური ბაღები მცირე ფართის მქონე სახლებისა და ეზოებისთვის – 80 კრეატიული იდეა


ბაღებისა და ეზოების დიზაინი ხრეშის გამოყენებით – 65 კრეატიული იდეა (ნაწილი II)


როგორ გავალამაზოთ ეზო დიდი ზომის ქოთნის მცენარეებით – 60 კრეატიული იდეა (ნაწილი II)


ბაღებისა და ეზოების მოწყობის 50 საოცრად კრეატიული იდეა (ნაწილი II)


4
6543
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
6543
  
2017, 18 აგვისტო, 20:40
გეთანხმებით, ჩემი ბიძაშვილი მეორადი საბურავებისაგან თავისუფალ დროს საოცრებებს აკეთებს.
გედით დაწყებული...
სულაც არაა აუცილებელი მდიდარი იყო საამისოდ, მთავარია ფანტაზიის უნარი, ნიჭი და მონდომება.
2017, 18 აგვისტო, 18:36
სრულიად, ვიზიარებ თქვენს აზრს! ბევრი ფიქრობს და მოუწერიათ კიდევაც, რომ ეს მხოლოდ მდიდრებისთვის არისო. ვერ დავეთანხმები, რადგან აუცილებელი არ არის მთელი პროექტი სრულად განახორციელო. შესაძლოა დეკორის, განათების, ლანდშაფტის მოწყობის სტილი გაიზიაროს - მსგავსი სტატიების მიზანი, სწორედ ეს არის - მოცემული ნიმუშებიდან საკუთარი საცხოვრებლის გასაუმჯობესებლად საუკეთესო შეარჩიოს, ცოდნა გაიზიაროს, რაღაც ნაწილი გამოიყენოს
2017, 18 აგვისტო, 16:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 18 აგვისტო, 12:21
საოცარი ფანტაზიის უნარი და მისი რეალობად ქცევის ნიჭი აქვს ბევრს.
საოცრებაა, სტატია კი როგორც ყოველთვის საინტერესო.
0 1 4