x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ქალთა სასტიკი და სისხლიანი დუელები

ურთიერთობის გარკვევა იარაღის მეშვეობით ტრადიციულად ქალის საქმე არ იყო. როდესაც მამაკაცებიერთმანეთს დუელზე ხვდებოდნენ და ქალის ღირსებას იცავდნენ – ეს კეთილშობილურ საქციელად ითვლებოდა. მაგრამ რა კვალიფიკაცია უნდა მივანიჭოოთ ქალების ამგვარ საქციელს? ქალთა დუელები მართალია იყო უფრო იშვიათი, თუმცა, გაცილებით სასტიკი, ვიდრე მამაკაცების – მათგან უმეტესობა "პირველი სისხლით" კი არ მთავრდებოდა, არამედ ფატალური შედეგით.


imageimageდუელები ყოველთვის მამაკაცთა პრეროგატივად ითვლებოდა, თუმცა, ქალები ხშირ შემთხვევაში ამას არ ეთანხმებოდნენ. 1552 წელს ნეაპოლში იზაბელა დე კარაცი და დიამბრა დე პეტინელო კაცის გამო ერთმანეთს დუელში შეებრძოლნენ. ამ ამბავმა ესპანელი მხატვარი ხოსე დე რიბერა შთააგონა დაეხატა სურათი სახელწოდებით "ქალთა დუელი."

პირველი დოკუმენტალურად დაფიქსირებული დუელი ქალთა შორის 1571 წლის 27 მაისს შედგა. მილანის წმინდა ბენედიქტის სახელობის ქალთა მონასტერის ქრონიკების მიხედვით, ამ დღეს ორი კეთილშობილი ქალბატონი ჩამოვიდა და სთხოვა დედათა მონასტრის წინამძღვარს, რომ ლოცვისთვის ოთახი გამოეყოთ მათთვის. ამის შემდეგ ისინი ჩაიკეტნენ და ნამდვილი ორთაბრძოლა მოაწყეს ხანჯლებით. შედეგად ორივე დაიღუპა.


image

image1642 წელს, ლეგენდის მიხედვით, დუელი ჰერცოგ რიშელიეს, მომავალი კარდინალის, გამო შედგა მარკიზა დე ნესლესა და გრაფინია დე პოლინიაკს შორის. ქალბატონები ჰერცოგის კეთილგანწყობისთვის შეებრძოლნენ ერთმანეთს ბულონიის ტყეში – ასე აღწერა რიშელიემ ეს შემთხვევა საკუთარ ჩანაწერებში.


XVII საუკუნის შუა ხანებში საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისსა და იტალიაში საკმაოდ ბევრი ქალთა დუელი იმართებოდა. ორთაბრძოლები დაშნებითა და პისტოლეტებით 10-დან 8 შემთხვევაში ლეტალური შედეგით მთავრდებოდა (შედარებისთვის, მამაკაცთა დუელებში 10-დან 4).


image

imageქალბატონები განსაკუთრებული სისასტიკით ებრძოდნენ ერთმანეთს – მახვილის წვერს შხამს უსვამდნენ ან სპეციალურ ნაერთს, რაც მწველ ტკივილს იწვევდა ყოველი შეხებისას, იქამდე ისროდნენ, სანამ რომელიმე მათგანი არ დაიღუპებოდა ან მძიმედ არ დაიჭრებოდა. როგორც წესი, დაშნებით ბრძოლისას ქალები წელს ზემოთ შიშვლები იყვნენ, რადგან კაბები თავისუფლად მოძრაობაში ხელს უშლიდა და ამასთან სახიფათოდ ითვლებოდა, თუ ქსოვილის ნაწილი ჭრილობაში მოხვდებოდა.


ქალთა დუელები ფართოდ იყო გავრცელებული საფრანგეთში და ასევე საკმაოდ ხშირად ხდებოდა რუსეთში XVIII-XIX საუკუნეებში. ქალთა ორთაბრძოლების რუსული ბუმი ტახტზე ეკატერინე II-ის ასვლით დაიწყო, რომელიც ბავშვობაში თავადაც ფარიკაობდა თავის დეიდაშვილთან. მხოლოდ 1765 წელს 20 ქალთა დუელია დაფიქსირებული.


image

XIX საუკუნეში, დუელების არენას ქალთა სალონები წარმოადგენდა. ფრანგი მარკიზა დე მორტენე, რომელიც ხშირად ესწრებოდა მსგავს ორთაბრძოლებს, აღნიშნავდა, რომ რუს ქალბატონებს ურთიერთობების გარკვევა იარაღის მეშვეობით უყვარდათ. მათ დუელები არ გამოირჩეოდა გრაციოზულობით, რაც დამახასიათებელი იყო ფრანგი ქალებისთვის. ისინი ხელმძღვანელობდნენ მხოლოდ ბრმა მრისხანებით, რომელიც მიმართული იყო მოწინააღმდეგის სრული განადგურებისკენ.


ყველაზე სასტიკი ქალთა დუელები ეჭვიანობის ნიადაგზე იმართებოდა. მამაკაცების გამო ქალბატონები იბრძოდნენ თოფებით, დაშნებით, დანებით და ფრჩხილებითაც კი! ფაქტიურად მსგავსი ორთაბრძოლები ხშირ შემთხვევაში ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე იმართებოდა. ერთ-ერთმა თანამედროვემ სამართლიანად აღნიშნა: "თუ ჩვენ მხედველობაში მივიღებთ იმ დიდ გაღიზიანებას, რაც ქალთა ურთიერთობებს ახასიათებს, უნდა გვიკვირდეს რომ უფრო ხშირადაც კი არ იმართება მსგავსი სახის ორთაბრძოლები მათ შორის."image

image



ასევე დაგაინტერესბთ:


წარმოუდგენელი და ძნელად დასაჯერებელი ისტორიული ფაქტები (ნაწილი I)


ვინ იყვნენ ჰეტერები – ჩვეულებრივი მაძავები თუ კურტიზანი ქალები?


ვინ არიან კურტიზანები და რით განსხვავდებიან სხვა ქალებისგან?


სერიული მკვლელი "გრეფი" – დაუჯერებელი ფაქტები


რა ემართება ადამიანის სულს გარდაცვალებიდან 9 დღის მანძილზე და რატომ არის ეს პერიოდი მისთვის მნიშვნელოვანი


შურისმაძიებელი მუმია ამენ რა - დაუჯერებელი ფაქტები


რა ხდება დიდი ბრიტანეთის ციხესიმაგრეებში


0
351
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0