x
image
Lerato
წარმოუდგენელი და ძნელად დასაჯერებელი ისტორიული ფაქტები (ნაწილი I)

imageშუა საუკუნეებში ექიმები ფრინველის ნისკარტის ფორმის ნიღაბს იყენებდნენ ბუბონური შავი ჭირისგან თავის დასაცავად, რომელსაც ვარდის ფურცლებით და სანელებლებით ავსებდნენ.


1. მას შემდეგ რაც პაპმა გრეგორი IX კატები ეშმაკის თაყვანისცემასთან დააკავშირეს, მთელს ევროპაში მასიურად გაწყვიტეს.

2. კატების ნაკლებობამ ვირთხების მიერ დაავადებების გავრცელება გამოიწვია. მათ შორის ყველაზე გამანადგურებელი ბუბონური შავი ჭირი იყო, რომელმაც 100 მილიონი ადამიანი შეიწირა.

3. ოსმალეთის სულთანმა იბრაჰიმ I-მა ბრძანა თავისი 280 ხარჭა ოკეანეში დაეხრჩოთ, მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა მათგანმა სხვა კაცთან უღალატა.

4. შუა საუკუნეებში ადამიანებს კუდიანობისთვის და ჯადოქრობისთვის სიკვდილით სჯიდნენ. ერთი ანთროპოლოგის ვარაუდით 600 000 ადამიანი, ე.წ. "კუდიანი" შეეწირა ამ მარაზმს.


image


5. მექსიკელმა გენერალმა ანტონიო ლოპეს დე სანტა ანამ საკუთარი ამპუტირებული ფეხი დაკრძალა და ეს ყველაფერი სახელმწიფო დონეზე დაგეგმა და მოაწყო.

6. ჩინეთში ათობით ათასობით ჩვილ გოგონებს ყოველწლიურად ტოვებდნენ ქვეყნის პოლიტიკის გამო – კანონის თანახმად წყვილს მხოლოდ ერთი ბავშვის ყოლის უფლება ჰქონდათ.

7. მაიას ტომში ადამიანების მსხვერპლად შეწირვა ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა. აქედან ყველაზე საზარელი ის იყო, როდესაც ჯერ კიდევ ცოცხალ მსხვერპლს მკერდიდან მფეთქავ გულს აგლეჯდნენ.

8. რომაელმა იმპერატორმა გაიუს კალიგულამ თავის უსაყვარელ ცხენს ინციტატუსს სენატორობა უბოძა; კონსულადაც უნდოდა მისი დანიშვნა, თუმცა ვერ მოასწრო. მისთვის არაფერს იშურებდა – ბრძანა ულაყისთვის მარმარილოს თავლა აეგოთ, შემდეგ კი ოქროთი და ძვირფასი ქვებით მოაპირკეთებინა.

9. უძველეს დროში ბრიტები ადამიანის თავის ქალებს თასებად იყენებდნენ.

10. ასევე აცტეკები საკუთარ ღმერთებს მსხვერპლად ადამიანებს სწირავდნენ. 1487 წელს, ტენოჩტიტლანის წმინდა ტაძარისადმი მიძღვნილი ცერემონიის დროს 20 000 მოკლეს.

11. მე–19 საუკუნის შუა წლებში კბილის პროტეზს სტომატოლოგები ჩვეულებრივ დაღუპული ჯარისკაცების კბილებისგან აკეთებდნენ.


image


12. მე-13 საუკუნეში 30 000 ბავშვი ჯვაროსნულ ლაშქრობაში გაემართა. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ღმერთი მათ წმინდა მიწის დაბრუნების ნებას მისცემდა ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე; თუმცა, ბევრი მგზავრობისას დაიღუპა, ნაწილი კი მონებად გაყიდეს.

13. უძველეს ეგვიპტეში მსახურებს თაფლს უსვამდნენ იმ მიზნით, რომ ბუზები მიეზიდათ და ამით ფარაონების სიმშვიდე არ დაერღვიათ.

14. გარდაცვალების შემდეგ ფარაონს აკლდამაში თავისივე ცოცხალ მსახურებს, ცხოველებს და ხარჭებს ატანდნენ, შემდეგ კი აკლდამას ლუქავდნენ.

15. ძველი რომაელები პირის დასაბანად შარდს იყენებდნენ.

16. 1788 წელს ავსტრიის ჯარი საკუთარ, შემთხვევით ჩამორჩენილ პოლკს დაესხა თავს, რის შედეგადაც 10 000 კაცი დაიღუპა.

17. სანამ პაპი გახდებოდა, პიუს II-მ ( 1405 – 1464 წწ.) პოპულარული ეროტიული წიგნი დაწერა– "ორი საყვარლის ისტორია."

18. მე–19 საუკუნეში ადამიანების ცოცხლად დამარხვის იმდენად ბევრი შემთხვევა იყო, რომ გამომგონებლებმა უსაფრთხო კუბოები დააპატენტეს, რომელიც "მკვდარს" ზემოთ მყოფებისთვის შეტყობინების მიწოდების საშუალებას მისცემდა, თუ ისინი ისევ ცოცხლები იყვნენ.


image
19. ძველ საბერძნეთში ფერმკრთალი სახე ლამაზად ითვლებოდა, ამიტომ ქალები მსგავსი ეფექტის მისაღებად სახეზე ტყვიის შემცველ პუდრას ისმევდნენ, რომელიც კოროზიას იწვევდა, მაგრამ ქალები კვლავ იყენებდნენ მას, გაჩენილი ლაქების დასაფარად. ტყვიის პუდრას შესაძლოა ასევე უნაყოფობისა და სიგიჟის პროვოცირება მოეხდინა. ძველმა რომაელებმა მოგვიანებით გადაიღეს ამ კოსმეტიკური საშუალების გამოყენება, მაგრამ მის შემადგენლობაში წითელი ტყვია დაამატეს, იმ მიზნით რომ ვარდისფერი ბრწყინვალების ეფექტი მიეღოთ

20. შუა საუკუნეებში ბრალდებულებს ხშირად "ორდალიას" იგივე "ღვთის სამსჯავროს" წინაშე წარდგენა უწევდათ, სადაც მათ თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად აიძულებდნენ ხელი მდუღარე წყლით სავსე კასრში ჩაეყოთ. თუ ხელი უვნებელი დარჩებოდა, სწამდათ რომ ღმერთი ამ ადამიანს იცავდა, რის შედეგადაც მისი უდანაშაულობა მტკიცდებოდა.

21. ასევე ცხოველებიც მიჰყავდათ სასამართლოზე შუა საუკუნეებში და ხშირ შემთხვევაში მათ სიკვდილით სჯიდნენ.



image


22. 1970 წელს, კამბოჯაში პოლ პოტის კომუნისტურმა რეჟიმმა იდეოლოგიურად ათასობით ბავშვი დაამუშავა იმ მიზნით, რომ ჯარისკაცები გამხდარიყვნენ, რომლებმაც შემდგომში მასობრივი მკვლელობები და სხვა საშინელებები ჩაიდინეს. პოლ პოტის ოთხწლიან მმართველობას დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი შეეწირა.

23. სადამ ჰუსეინმა ქ. დეტროიტის ეკლესიას ასობით ათასი დოლარი შესწირა, მან ამ ქველმოქმედებისთვის ქალაქის გასაღები მიიღო. მალევე, ამ ფაქტის შემდეგ ის ერაყის პრეზიდენტი გახდა.

24. ახალი კვლევის თანახმად ნაცისტებმა 15-20 მილიონი ადამიანი მოკლეს ან დაატყვევეს ჰოლოკოსტის დროს, გაცილებით მეტი ვიდრე ადრე ეგონათ.

25. იაპონელი სამურაები, როდესაც ტყვედ ჩავარდნის საფრთხეში აღმოჩნდებოდნენ, საკუთარი ხმლით სეპუკუს რიტუალს იტარებდნენ (მუცლის გამოფატვრა). ასევე ცნობილია როგორც ჰარაკირი.


image

image26. დაახლოებით 750 000 ადამიანი დაიღუპა სამოქალაქო ომის დროს (1861-1865), რამაც იმ პერიოდის ამერიკის მოსახლეობის 2.5% შეადგინა.

27. მე-18 საუკუნეში ქალბატონები, მათ შორის საფრანგეთის დედოფალი მარია ანტუანეტა, გამოირჩეოდნენ უჩვეულოდ მაღალი თმის ვარცხნილობებით, რომლის გასაკეთებლად ხშირ შემთხვევაში ხისა და მავთულის აქსესუარებს იყენებდნენ. ასევე, ქალები იყენებდნენ ქონს, რომ ვარცხნილობის ფორმა შეენარჩუნებინათ და ამასთან, დიდი ხნის მანძილზე არ იბანდნენ თავს. ზოგიერთი ქალბატონი იძულებული იყო ღამით თავზე გალია ჩამოეცვა, იმ მიზნით რომ თმა ცხიმის სუნით გაღიზიანებული ვირთხებისგან დაეცვა.


image28. შუა საუკუნეებში ძალიან იშვითად ბანაობდნენ, დაახლოებით წელიწადში ერთხელ, რადგან სჯეროდათ, რომ თუ მათ სხეულს წყალი მიეკარებოდა – ეშმაკი ჩაუსახლდებოდათ ან სერიოზულად ავად გახდებოდნენ. თუ ასეთი სასწაული მოხდებოდა და იბანავებდნენ, სუფთა წყლით ამ პროცედურის ჩატარება წარმოუდგენელი იყო, რადგან მთელი ოჯახი ერთი დ აიმავე წყალს იყენებდა.





ასევე დაგაინტერესებთ:


რა გზავნილი დაუტოვა სტივენ ჰოკინგმა მათ, ვისაც ცხოვრებაში რთული პერიოდი უდგას


რა გავლენას ახდენს მეტყველება ადამიანის ცხოვრებაზე – აღმოსავლური სიბრძნე


მეცნიერთა გამაოგნებელი კვლევის შედეგები – მოცარტის მუსიკა კურნავს. რა არის "მოცარტის ეფექტი"


მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს უნდა იცოდეთ!


როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი და მეცნიერთა რჩევები მის შესაჩერებლად


ნეირობიოლოგი მარკ მეტსონი ხსნის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პერიოდული მარხვა


5 საინტერესო ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის




0
445
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
445
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0