x
image
Lerato
"გრავიტაცია არ არის პასუხისმგებელი მათზე, ვინც შეყვარებულია"– ალბერტ აინშტაინი. 30 მეცნიერული ფაქტი სიყვარულზე

ბევრი თქმულა, დაწერილა და უმღერიათ სიყვარულზე. მეცნიერები კი თავის მხრივ ამტკიცებენ, რომ ჩვენი გრძნობები განპირობებულია ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესებით.

image


1. შეყვარებლი ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება დიდი რაოდენობით დოფამინი კმაყოფილების ჰორმონი. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ეხება არა მხოლოდ სიყვარულს, არამედ ნარკოტიკებს, აზარტული თამაშებისადმი ლტოლვას და ა.შ.

2. ურთიერთობებში სინაზეზე პასუხისმგებელია ოქსიტოცინი. მას ასევე მშობლის სიყვარულის ჰორმონსაც უწოდებენ.

3. შეყვარებულობის პერიოდში ქალისა და კაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის დონე მაღლა იწევს მკვეთრად.

4. "პეპლები მუცელში" – ეს გამონაგონი არ არის. შეყვარებულობის პერიოდში მუცელში ღიტინის შეგრძნებას იწვევს ჰორმონი ნორადრენალინი. იგივე სტრესის ჰორმონი.


image


5. სექსუალურ ლტოლვაზე პასუხისმგებელია ქსოვილოვანი თავსებადობის კომპლექსი (გენების ნაკრები პასუხისმგებელი უჯრედების ზედაპირის მოლეკულებზე).
6. მეცნიერებს დღემდე არ შეუძლიათ იმის თქმა, გამოიმუშავებს თუ არა ადამიანი ფერომონებს (ქიმიური ნივთიერებები, ჰორმონები, რომელთა გამოყოფაც ხელს უწყობს გარკვეული სოციალური პასუხის წარმოქმნას საწინააღმდეგო სქესის მიმართ).
7. ამერიკელი პროფესორი ჰელენ ფიშერი ამტკიცებს, რომ დოფამინის აქტიური გამომუშავება შესაძლოა გაგრძელდეს მხოლოდ 30 თვე. ასე რომ, ცნობილი აზრი იმის თაობაზე, რომ "სიყვარული მხოლოდ სამი წელი ცოცხლობს, " მეცნიერულად დადასტურებულია.


image


8. როგორც გერმანელი მეცნიერი ანდრეას ბარტელი ამტკიცებს, ტვინის ზოგიერთი ჩვეულებრივ აქტიური ზონები შეყვარებულ ადამიანებში "მიძინებულია." აღნიშნული ზონები პასუხისმგებელია ნეგატიურ ემოციებსა და რაციონალურ მსჯელობაზე.

9. სასიყვარულო დეპრესია – მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია. დოფამინი მკვეთრი ზრდის შემდეგ, იწყებს შემცირებას, რაც თავის მხრივ ორგანიზმში დეპრესიას იწვევს.

10. სერატონინი დოფამინის დონეს ამცირებს, რაც სიყვარულის "გრადუსის" დაცემას იწვევს.

11. დოფამინის აქტიური გამომუშავება ორგანიზმში ხდება ასევე ახალი შთაბეჭდილებების ზეგავლენით. ამიტომაც ასეთი მაღალია "საკურორტო" რომანების რიცხვი.


image


12. შეყვარებულობის პერიოდში მამაკაცებს თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქის მიდამო, რომელიც მხედველობაზეა პასუხისმგებელი, უფრო მეტად უაქტიურდებათ. ასე რომ, გამოთქმას "კაცს თვალებით უყვარდება"– მეცნიერული მტკიცებულება გააჩნია.
13. ქალებში, ამავე პერიოდში, აქტიურად მუშაობს ტვინის ის ზონა, რომელიც მეხსიერებასთანაა კავშირში. ამიტომ ქალბატონებს უკეთ ახსოვთ ურთიერთობის პირველი თვეების მოვლენები და თარიღები.

14. ოქსიტოცინი, რომელიც შეყვარებულ ადამიანებში გამომუშავდება, მუშაობს როგორც ტკივილგამაყუჩებელი. მისი განვითარება იწყება არა მხოლოდ პარტნიორის გვერდით, არამედ ამისთვის მისი სურათის ნახვაც კი საკმარისია.

15. კოცნის დროს შეყვარებულების სუნთქვა სამჯერ უფრო ხშირი ხდება.



image


16. პროფესორმა ჰელენ ფიშერმა, რეტგერის უნივერსიტეტიდან (აშშ), შეყვარებულობის რამდენიმე ეტაპი გამოჰყო: ვნება, მიზიდულობა, მიჩვევა.

17. ნეიროტრანსმიტერები (ფენილეტილამინი, ნორეპინეფრინი და დოფამინი) იმავე ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც ამფეტამინი. აუმჯობესებს ხასიათს და ადამიანი აღგზნებულ მდგომარეობაში მოჰყავთ.

18. კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელიც შეყვარებულთა გულისცემას ეხებოდა. მათ გაარკვიეს, რომ წყვილებს, რომელიც ერთმანეთს 3 წუთის მანძილზე უყურებდნენ, გული სინქრონულად უცემდათ.

19. შოკოლადის კამფეტები შეყვარებულების ტვინის სტიმულირებას ახდენს. კაკაო ფენილეტილამინს (Phenethylamine) შეიცავს - ამაღლებს განწყობას და ზრდის მენტალურ კონცენტრაციას.

image


20. იმისათვის რომ შეუყვარდეს, ადამიანს 4 წუთი სჭირდება. მიმზიდველობის საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს სხეულის სიგნალები, მას მოჰყვება ხმის ტემბრი და ტემპი. ნათქვამ სიტყვებს ყველაზე სუსტი გავლენა აქვს.

21. ჰიპოპიტუიტარიზმი – ეს მდგომარეობაა, რომლის დროსაც ჰიპოფიზს (თავის ტვინის ქვედა დანამატი (hypophysis cerebri, glandula pituitaria), შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს ჰიპოთალამუსის ქვეშ) განსაზღვრული ტიპის ჰორმონის გამომუშავების უნარი არ გააჩნია. ადამიანებს, რომლებიც ამ დაავადებით იტანჯებიან, არ შეუძლიათ განიცადონ შეგრძნებების ის სპექტრი, რომელიც შეყვარებულებს ახასიათებთ.

22. ოქსიტოცინს შეუძლია შეასუსტოს პარტნიორის მიდრეკილება ღალატისადმი. რაც უფრო მაღალია მისი შემცველობა სისხლში, მით უფრო სუსტია ადამიანის რეაქცია საწინააღმდეგო სქესის მიმართ.

23. ის სიმპტომები, რაც შეყვარებულ ადამიანს ახასიათებს შესაძლოა ჰგავდეს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობას (ადამიანს აწუხებს აკვიატებული, მისდა უნებლიედ აღმოცენებული აზრები და წარმოდგენები (ობსესია), რომელთა თავიდან ასაცილებლად ის მიმართავს რიტუალურ, ასევე აკვიატებულ ქცევას (კომპულსია). ორივე შემთხვევაში იზრდება კორტიზოლის პროცენტი, სეროტონინის დონე კი ვარდნას იწყებს.

24. გატეხილი გული – ეს ხატოვანი გამოთქმა სულაც არ არის, ეს სინდრომია. ვინც განსაკუთრებული მძიმე ფორმით იტანჯება, აღენიშნება ტკივილი მკერდის არეში, ნერვიული გულისცემა და გართულებული სუნთქვა. ხშირად გატეხილი გულის სინდრომი გულის შეტევა ჰგონიათ.

image


25. როგორც ფსიქოლოგი არტურ არონი ამტკიცებს, იმისათვის რომ შეგიყვარდეს საჭიროა 36 კითხვა და 4 წუთის მანძილზე თვალებში ყურება. ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ წყვილების უმრავლესობამ, რომლებიც მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ, ახლო ურთიერთობები დაამყარეს, ორი წყვილი კი დაქორწინდა.

26. პირველი სიყვარული მოზარდებში 1, 5-დან 4 თვემდე გრძელდება.

27. ფსიქოლოგები თვლიან, რომ მოგონებები სიყვარულზე ტვინის იმ ნაწილებს ასტიმულირებს, რომელიც პასუხისმგებელია აბსტრაქტულ და შემოქმედებით აზროვნებაზე.

28. სუიციდის ერთ-ერთი ხშირი მიზეზი – გაუზიარებელი სიყვარულია. ყოველ წელს მსოფლიოში ყოველი მეთორმეტე მოზარდი 15-დან 19 წლმდე ცდილობს ჩაიდინოს თვითმკვლელობა.

29. მიზიდულობის ფრუსტრაცია (მდგომარეობა, რომელსაც წარმოშობს იმედგაცრუება) – ეს ფენომენია, როდესაც ადამიანს, რომელიც მიატოვეს, თავისი ყოფილი პარტნიორის მიმართ გაცილებით ძლიერი გრძნობა უჩნდება, ვიდრე ურთიერთობის დროს ჰქონდა.

30. სტატისტიკის თანახმად, სიყვარულში უფრო ხშირად კაცები უტყდებიან ქალებს. ეს დამტკიცდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კვლევის მიერ.


image

8
1732
14-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1732
  
2016, 12 თებერვალი, 22:35
თავიდან გამოიწერე მერაბ, ალბათ ავტომატურად გაუქმდა :)
2016, 12 თებერვალი, 22:33
შენ სიახლეებს რატომ არ მანახებს?
2016, 12 თებერვალი, 0:46
დიდი მადლობა, დავით, გაიხარე :)
2016, 11 თებერვალი, 18:01
საინტერესო სტსტიააააა ლელა ყოჩაღ!
2016, 11 თებერვალი, 12:57
2016, 11 თებერვალი, 12:57
დიდი მადლობა
2016, 11 თებერვალი, 9:58
მაგარია
2016, 11 თებერვალი, 9:31
რა საინტერესოა, ძალიან მომეწონა :)
0 1 8