x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
წალენჯიხის მერს გათავისუფლებული 20 თანამშრომლის აღდგენა დაევალა
image

,

პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის იურისტების ადვოკატირებით წალენჯიხის მერიის გია ხარჩილავას გადაწყვეტილება ბაგა-ბაღების თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბათილად გამოაცხადა. მასვე სასამართლომ თანამშრომლების აღდგენა დაავალა. რამდენიმე თვის წინ ხარჩილავამ თანამშრომლები უკანონოდ, პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით გაათავისუფლა.

.


პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე წერს:

.

მოვიგეთ! ვულოცავ წალენჯიხის საბავშვო ბაღების უკანონოდ გათავისუფლებულებს სამართლიანობის აღდგენას!
ვულოცავ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს ამ დიდ გამარჯვებას, 19 დასაქმებულის უფლებების აღდგენას!
დიდი მადლობა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს გვანცა ვარდანიძეს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის!
სამივე სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა:
1. საკონკურსო კომისიის ბრძანების ბათილად ცნობა;
2. დასაქმებულთა აღდგენა სამსახურში;
3. სავალდებულო განაცდურის ანაზღაურება.
/
.
მიმდინარე წლის 30 ივნისს ქ. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დასრულდა სასამართლო პროცესი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელთა 19 თანაშემწის გათავისუფლების თაობაზე. გათავისუფლებულთა ინტერესებს იცავდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქოსაშვილი, მოპასუხე გახლდათ ააიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრი, ადვოკატი პეტრე წურწუმია.
,
მიმდინარე წლის 6 ივნისის და 30 ივნისის სხდომებზე ააიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ადვოკატმა პეტრე წურწუმიამ გათავისუფლებების მიზეზად დაასახელა რეორგანიზაცია/ოპტიმიზაცია და აღმზრდელთა თანაშემწეების დაბალი კვალიფიკაცია.
,
ყველა სასამართლო პროცესზე მოპასუხე ძირითადად აპელირებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ჯარიმებსა და მთავრობის N487-ე დადგენილებაზე, რომლის გამოც, თურმე იძულებული იყვნენ განეხორციელებინათ რეორგანიზაცია. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურიდიულმა სამსახურმა შეისწავლა სურსათის ეროვნული სააგენტოს ე. წ. ჯარიმები, რაც ძირითადად რეკომენდაციებია და სასამართლოს მსვლელობის დროს დადასტურდა, რომ ჯარიმები იმდენად მიზერულია, ვერ ახდენდა გავლენას ბიუჯეტზე. შესაბამისად, კანონდამრღვევი მოპასუხის ე. წ. არგუმენტაცია კავშირშიც არ არის მასობრივ გათავისუფლებასთან, მით უფრო ე.წ. ჯარიმები არის 2018-2019 წლების, ხოლო აღმზრდელთა თანაშემწეების გათავისუფლება მოხდა 2022 წლის სექტემბერში.
.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეს არანაირი სასწრაფო აუცილებლობა არ ჰქონდა რეორგანიზაციის განსახორციელებლად, მით უმეტეს, ბავშვებისათვის საჭირო მომსახურეობის უგულებელყოფით. ურთიერთგამომრიცხავია მოპასუხის ე. წ. არგუმენტები, რადგან მთელი სხდომის განმავლობაში მოპასუხე თავადვე აღიარებდა ბაგა-ბაღებში ადამიანური რესურსის სერიოზულ ნაკლებობაზე, კადრების საჭიროებაზე ბაღების სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის. მუნიციპალიტეტის მერიას ჰქონდა საშუალება, ემოქმედა ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით ისე, რომ არც საბავშვო ბაღები დაზარალებულიყვნენ და არც თანამშრომლები, ამის სანაცვლოდ აირჩია თანამშრომლების გაშვება.
,
სრული ნონსენსია მოპასუხის განმარტებები გაშვებულ თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე, ვინაიდან მოსარჩელეები მრავალი წელი პირნათლად და კეთილსინდისიერად ასრულებდნენ არათუ საკუთარ მოვალეობებს, არამედ მზარეულის თანაშემწის, დამლაგებლის, დარაჯის, ცეცხლფარეშისა და აღსაზრდელებისათვის საჭირო ყველა ფუნქციას.
სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო გაშვებული თანამშრომლების საუკეთესო დახასიათებები საბავშვო ბაღების გამგეების მხრიდან. მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება, თუ რატომ გაუშვეს მაინცდამაინც ეს თანამშრომლები. რეალური პასუხი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონი გია ხარჩილავას 2022 წლის ინტერვიუებში მოიძებნება, როდესაც იგი გათავისუფლებულ აღმზრდელთა თანაშემწეებს “ქართული ოცნების“ პარტაქტივს უწოდებს.
,
მოსარჩელის წარმომადგენელმა, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურისტმა, სასამართლო სხდომაზე, ასევე განაცხადა, რომ თანხების მობილიზება საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების საკვები ულუფის გაუმჯობესებისათვის, რასაც საჯარო განცხადებებით ასახელებდა მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა, არ უნდა მოხდეს გათავისუფლებული თანამშრომლების ხარჯზე და ვერ იქნება სამართლებრივი საფუძველი, რადგან მათაც ჰყავთ სახლში შვილები, ასაკიანი მშობლები, რაც მთავარია, თავად აქვთ ღირსეულად ცხოვრების უფლება და არ შეიძლება შეილახოს მათი კანონიერი ინტერესი, რამდენჯერაც გადაწყვეტს მუნიციპალიტეტი რაიმეს გაუმჯობესებას. საინტერესოა, რა მოხდება მაშინ, როდესაც მაგალითისთვის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც დადგება დღის წესრიგში? კიდევ უფრო მეტი ადამიანი დარჩება უსამსახუროდ?
.
მოპასუხის ადვოკატმა პეტრე წურწუმიამ ისაუბრა მეტწილად ფინანსურ პრობლემებზე, თუმცა არცერთი პასუხი არ წარმოუდგენია შემდეგ საკითხებზე: 2022 წელს რატომ არ დაიგეგმა ბიუჯეტი ისე, რომ მომხდარიყო ყველა საჭიროების გათვალისწინება? რატომ განხორციელდა სასწრაფო რეორგანიზაცია 2022 წლის სექტემბერში? რა პრინციპით შეირჩნენ გათავისუფლებული თანამშრომლები? როგორ წარიმართება საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესი ბავშვთა ჰიგიენური ნორმებისა და ბავშვთა უსაფრთხოების დაცვისათვის საჭირო პერსონალის გარეშე? თუ ბავშვთა კვების გაუმჯობესება იყო პრიორიტეტი, რატომ არ მოიძია დამატებითი სახრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ ააიპ სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრისათვის მაშინ, როდესაც, თითქოს და სხვა რამის გაუმჯობესებას ეწირება სამსახური და შემოსავალი ადამიანებისა, რომელთა უკან ოჯახებია? გათავისუფლებულთა კანონიერი ინტერესები შეილახა 1 გაზქურის და ერთი ბაღის გაზიფიკაციის სანაცვლოდ? თუ იმ სათამაშოებისათვის, რაც რეალურად არც კი შეუტანიათ საბავშვო ბაღებში?
პირველ ინსტანციაში, ქ. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ისე დასრულდა სასამართლო პროცესი, რომ ზემოაღნიშნულ უმნიშნელოვანეს კითხვებზე მუნიციპალიტეტის მერიის ადვოკატმა არგუმენტირებული პასუხები ვერ გასცა, კანონისმიერი საფუძველები ვერ დაასახელა და ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები,
,
პროფკავშირი აპოლიტიკური ორგანიზაციაა! მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 5 უკანონოდ დასაქმებულის სასამართლო დავა დასრულდა წარმატებით და 2014-2023 წლებში 65 დასაქმებული აღვადგინეთ სასამართლოს სამივე ინსტანციის გადაწყვეტილებით. ვერცერთ შემთხვევაში, ვერ დამისახელებს ვინმე, რომ პროფკავშირი დაინტერესდა რომელ პოლიტიკურ გაერთიანებას უჭერს მხარს კანონდამრღვევი დამსაქმებელი ან უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებული.
პედაგოგთა პროფკავშირისთვის კატეგორიულად მიუღებელია გათავისუფლება, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით, განურჩევლად იმისა, რომელი პოლიტიკური პარტიის აქტივისტი, თუ მხარდამჭერია უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი.
,
რაც შეეხება წალენჯიხის საბავშვო ბაღების აღმზრდელთა უკანონოდ გათავისუფლებულ 19 თანაშემწეს, სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება და მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს დაასახელა კანონის მოთხოვნების და დასაქმებულთა კანონიერი ინტერესების შელახვა. ამ ჩამონათვალში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია მოსამართლეს არ უხსენებია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას მოვუწოდებთ, ნაცვლად დემაგოგიისა და დეზინფორმაციების გავრცელებისა, დაელოდოს სასამართლოს განჩინებას, სადაც უკანონო გათავისუფლების საფუძვლები იქნება განმარტებული.
.
2
183
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
183
  
2023, 21 ივლისი, 7:30
გაშვება ვახსენე და ეს იყო წინა ხელისუფლების დროს,რაც ამ კაცმა გააკეთა,იგივეს აკეთებდნენ მასიურად ქვეყანაში. როგორც ერთ სერიალშია"40 წელს გადაცილებული ხე არ მინდა ეზოშიო,არა თუ,მასწავლებელი სკოლაშიო". რას ვიზავთ,მიშას ახალგაზრდა მასწავებლები მოსწონდა,ხმარობდა შიგადაშიგ,ზოგს ბავშვები დააყრეინა და ზოგიც თანამდებობებზე დანიშნა. ვიღაც ყავდა ოსური გვარის(გაგლოევა იყო მგონი),დაატარებდა და როცა მოუნდებოდა ხმარობდა.აგერ დემენცია მაქვსო და ბავშვი დაგდებინა უკრაინელ ქალს... დაგდებინა სწორედ,რასაც ეგ აკეთებს,სხვანაირად ვერ მოიხსენიებ. ეგ სააკაშვილი და მისი ძუკნები ადამიანთა კატეგორიაში არ გადიან,ცხოველებიც არ არიან. ვისაც რა უნდა ის აკეთოს,თუმცა ბიუჯეტის ფულით ქალების მო* არ გამოვა.
2023, 21 ივლისი, 7:21
ეს ის კაცი არ არის,წალენჯიხიდან რო იწყებდა საქართველოს გაბრწყინებას და გათავისუფლებას? აშკარაა,მეორე შეასრულა და გაათავისუფლა ხალხი,თუმცა ბოლომდე ვერ შეირგო. ეს არის ნათელი მაგალითი იმის,რატო სძულთ ნაცმოძრაობა ამ ქვეყანაში. ასე იყო ადრეც,როცა ესენი ხელისუფლებაში იყვნენ,მარტო თანამშრომელი კი არა,ვიღაც ნათესავი თუ იქნებოდა სხვა პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერი,იმასაც ათავისუფლებდნენ ან ტერორში ყავდათ. მაშინ იქნებოდა კარგი კაცი,თუ მოხსნიდა ყველანაირ საარჩევნო აგიტაციაში მასწავლებლების მონაწილეობას,თუნდაც აღმზრდელის თანაშემწეების,თუმცა აგიტატორი თვითონაც სჭირდება. მასწავლებლობა მნიშვნელოვანი პროფესია,ის უნდა იყოს დაფასებული და უნდა იკრძალებოდეს მსგავს საქმიანობაში მათი მონაწილეობა,რადგან მან მხარე არ უნდა აირჩიოს. სიტყვა აკრძალვა არ მომწონს,თუმცა ამ პროფესიას ნამდვილად სჭირდება. როგორც ჯარისკაცი,პოლიციელი და ექიმი არ უნდა იყოს მხარე,ასევეა მასწავლებელიც. წლების მერე,როცა მოხდება ადამიანების ტვინების საბჭოთა მენტალობიდან გათავისუფლება,აკრძალვის მოხსნა შესაძლებელია. დაფასება ვახსენე,მასწავლებელს ისეთი ანაზღაურება უნდა ქონდეს,რომ მას არ უწევდეს სხვა საქმის მოძებნა იმისთვის,რომ საკუთარი შვილები გამოკვებოს.ის უნდა იყოს კონცენტრირებული მხოლოდ მოსწავლეზე.ხო კიდევ,მასწავლებელი რომელიც მუშაობს სკოლაში,მას უნდა ეკრძალებოდეს რეპეტიტორობა,რადგან არ იყოს საფრთხე,საკუთარი სტატუსი გამოიყენოს ბავშვების მოსაზიდად. რეპეტიტორობის აკრძალვას არ ვითხოვ,გინდა რეპეტიტორობა,მაშინ სკოლას უნდა შეეშვა. თან მასწავლებლობა ისეთი პროფესიაა,ან ხარ მასწავლებელი ან არა,ვერ ივარგებ სხვანაირად. იყო დრო,როცა უხელფასოდ მუშაობდნენ მასწავლებლები,მერე ეს ხალხი ასაკის გამო სახლში გაუშვეს.ასაკი არ უნდა იყოს ხელის შემშლელი მუშაობის,თუ ჯამრთელობა ხელს უწყობს 300 წლისაც რო იყოს,მაინც უნდა მუშაობდეს.
0 1 2