x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საბოლოოდ დადასტურდა ამერიკული სპეცსამსახურების შანტაჟი და ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ-ნინო ფოჩხუა

image

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ეხმიანება ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს და აღნიშნავს, რომ გამართლდა ბიძინა ივანიშვილის ვარაუდი, რომ „კრედიტ სუისი“ არ იყო ამ უპრეცედენტო ძარცვის ინიციატორი, კვალი ამერიკულ სპეცსამსახურებამდე მივიდა.



"არსად ეჩქარება, მოთმინებით მიდის თავის სიმართლისკენ და ასრულებს თავის ნათქვამს: არანაირ ფულში ქვეყანა არ გაიცვლება.
ყველა საფეხური გაიარა და ბოლომდე მივიდა, ხანგრძლივი სასამართლო პროცესები მისი გამარჯვებით დასრულდა.
მისი ვარაუდი, რომ "კრედიტ სუისი" არ იყო ამ უპრეცედენტო ძარცვის ინიციატორი ბოლოში გამართლდა. კვალი ამერიკულ სპეცსამსახურებამდე მივიდა, რომლის გეგმაშიც ორი კურდღლის დაჭერა, შვეიცარული საბანკო სისტემის ფლაგმანის "კრედიტ სუისის" რეპუტაციული ზიანი და ურჩი ბიძინა ივანიშვილის შანტაჟი იყო.
მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, დღემდე ივანიშვილს თანხა არ დაბრუნებია, ამ ეტაპზე ამ თანხაზე კონტროლი ამერიკულ და ევროპულ ფონდებს აქვთ და ისინი ბლოკავენ მის გადარიცხვას.
ამით კი საბოლოოდ დადასტურდა ამერიკული სპეცსამსახურების შანტაჟი და ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, როგორმე დაებრუნებინათ პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთოთ ომში, მაგრამ ეტყობა არ იცნობენ კარგად, მისთვის სამშობლო არანაირ ფულში არ იცვლება."-წერს ნინო ფოჩხუა.
იგივე აზრს იზიარებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის აქტივების დაბრუნებასთან დაკავშირებული სირთულეები ახსნადია. მისი თქმით, ფინანსური დაბრკოლების მიზეზია „ქართული ოცნების“ მიერ მშვიდობის შენარჩუნება და ვასალურ დამოკიდებულებაზე უარის თქმა.
„აშშ-ის deep state („ღრმა სახელმწიფო“) ფესვგამდგარია არა მხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ გლობალურად. თუმცა, ყველანაირ მონსტრთან გამარჯვება შესაძლებელია მხოლოდ სიმართლითა და მოთმინებით. შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ყაჩაღურად წართმეული აქტივების დაახლოებით 5%-ია დაბრუნებული, დანარჩენს შეექმნა დაბრკოლება ამერიკის deep state-ს მხრიდან. მიზეზი ახსნადია - ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა, რადგან მის მიერ დაარსებული „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო არავის ვასალი არაა და აქ მშვიდობას ვინარჩუნებთ. ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი და ბევრი სხვა გონიერი ადამიანი ყურადღებით ეცნობა დასავლეთში მიმდინარე მანკიერ პროცესებს და დასკვნების გამოტანა სირთულეს არ წარმოადგენს. ვინც ყურადღებით ჩაუღრმავდება საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემებისა და აქტორების ცნობებს, უარესს გაიგებს deep state-ის შავბნელ საქმეებზე, “ - წერს გია აბაშიძე ფეისბუკზე.
1
164
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
164
  
2023, 18 ივლისი, 16:31
deep state („ღრმა სახელმწიფო“) და კოლექტიური დასავლეთი გავს "ტიტანიკს" რომელიც უკვე შეეჯახა აისბერგს და იძირება. აისბერგი კი უკრაინაა. სამ კვირაში მაქსიმუმ სამ თვეში უნდა რაშლილიყო რუსეთი, დღეს აღმოჩნდა რომ ნატოს და აშშ-ს საწყობებში ჭურვები აღარ აქვთ. რუსული პროპაგანდა არ გეგონოთ ბაიდენმა თავის პირით წამოაყრანთალა.
0 1 1